TM8

ჩვენ ვართ კანედელი წყვილი. ჩვენი საქართველოში ყოფნის მიზეზი პატარა გოგოს დაბადებაა. 12 წლიანი უშვილობის შემდეგ მოხდა ნამდვილი სასწაული და ნანატრი პატარა გვეყოლა. ჩვენ არასოდეს დაგვიშურების ძალისხმევა, რომ ოჯახში ახალი სიცოცხლე დაბადებულიყო. ინტერნეტში უამრავი კლინიკა გვქონდა მოძიებული და უამრავი უშედეგო მცდელობა ამ დროის განმავლობაში. ინტერნეტში ინფორმაციების მოძიებისას წავაწყდით ბეტაპლუს კლინიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი უწევდა რეკომენდაციას, გადავწყვიტეთ ამ კლინიკაშიც გვეცადა ბედი.
ბეტაპლუს კლინიკაში ძალიან დეტალურად და პროფესიონალურ დონეზე აგვიხსნეს ყველაფერი. დაიგეგმა პროგრამა. პირველივე ცდაზე მივიღეთ ორსულობა და მახსოვს, როდესაც შევიტყვეთ ამის შესახებ, შოკში ვიყავით სიხარულისაგან. მთელი ორსულობის განმავლობაში გვქონდა ინფორმაცია სუროგატზე და ასევე ორსულობის პროგრესის შესახებ. ეს რა თქმა უნდა აადვილებდა იმ პროცესს, რომ ათასობით კილომეტრზე ვიყავით მოშორებული ჩვენს ორსულ სუროგატს.
მე ყველას ვურჩევდი, რომ მიმართონ ბეტაპლუს კლინიკას ვისაც უშვილობის პრობლემა აწუხებს. ბევრი ფიქრი ნამდვილად არ არის საჭირო. თქვენი ოცნებები ახდება ამ კლინიკაში. ჩვენც განმეორებით პროგრამაზე აუცილებლად ჩამოვალთ უახლოეს მომავალში.