ხელოვნური განაყოფიერება

ექსტრაკორპორული განაყოფიერება (IVF)/ სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია (ICSI)

ჩვენს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს აქვთ წვდომა უახლეს ტექნოლოგიებთან, რაც პაციენტებისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ უწყვეტად უზრუნველვყოფთ თქვენს კომფორტს და კეთილდღეობას. ექიმები ევროპიდან და აშშ-დან აწარმოებენ ხარისხის კონტროლს, დასახულ მიზანთან მუდმივი თანხვედრის უზრუნველყოფის მიზნით. სრულყოფილებისკენ ჩვენი სწრაფვის შედეგად ჩვენ მივაღწიეთ საკუთარი კვერცხუჯრედებით ექსტრაკორპორული განაყოფიერების 50%-იან წარმატების მაჩვენებელს, ხოლო დონორის კვერცხუჯრედებით ექსტრაკორპორული განაყოფიერების წარმატების 80%-იან მაჩვენებელს.

რა არის ექსტრაკორპორული განაყოფიერება (IVF)

ექსტრაკორპორული განაყოფიერება (ეკგ) – ეს არის კვერცხუჯრედის განაყოფიერება დედის სხეულის გარეთ და ემბრიონის შემდგომი გადატანა საშვილოსნოში. მოკლედ რომ ვთქვათ, პროცესი შეიცავს კვერცხუჯრედის ან კვერცხუჯრედების დედის ორგანიზმიდან აღებას მამის სპერმით განაყოფიერებისთვის და დედის, ან სუროგატი დედის საშვილოსნოში შემდგომ გადატანას.

Georgia IVF

რას მოიცავს ექსტრაკორპორული განაყოფიერების პროცედურა?

წარმატებული ორსულობისთვის, ზოგ პაციენტს, მკურნალობის დასაწყისში უტარდება კვერცხუჯრედების გამომუშავების მედიკამენტოზური სტიმულირება. როგორც კი კვერცხუჯრედები მზადაა განაყოფიერებისთვის, ისინი გადააქვთ დედის საკვერცხეებიდან სტერილურ, უსაფრთხო გარემოში მამის სპერმით განაყოფიერებისთვის. ინკუბაცია რამდენიმე დღე გრძელდება. ამ პერიოდში მიმდინარეობს დაკვირვება ემბრიონის ზრდაზე, რის შემდეგ ხორციელდება ემბრიონის გადატანა დედის ან სუროგატი დედის საშვილოსნოში.

ექსტრაკორპორული განაყოფიერების ჩვენებები

არსებობს ბევრი მიზეზი იმისათვის, რომ მშობლებმა მიმართონ ექსტრაკორპორული განაყოფიერების მეთოდს. იმის დასადგენად, ეფექტური იქნება თუ არა ეს მეთოდი თქვენთვის, ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს თქვენი პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და ინდივიდუალურ სიტუაციას. ზოგადად, პროცედურა რეკომენდებულია ქალებისთვის და წყვილებისთვის, რომელთან აღენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი:

  • გაუვალი ან ამოკვეთილი ფალოპის მილები
  • პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი
  • ენდომეტრიოზი
  • არარეგულარული ოვულატორული ციკლი
  • მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა

ექსტრაკორპორულ განაყოფიერებასთან დაკავშირებული რისკები

როდესაც ექსტრაკორპორული განაყოფიერება ხორციელდება ისეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, როგორიც მუშაობენ ჩვენს კლინიკაში, მომავალი ბავშვის მშობლისთვის რისკი მინიმალურია. კვლევები ცხადყოფენ, რომ ამ მეთოდის დადებითი მხარეები და წარმატების მაღალი მაჩვენებელი დიდწილად აღემატება არსებულ რისკებს, რის გამოც ექსტრაკორპორული განაყოფიერება მოიაზრება უნაყოფობის პრობლემის გადაჭრის საიმედო და უსაფრთხო მეთოდად.

ექსტრაკორპორული განაყოფიერება თუ სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია?

ჩვენ პაციენტების უმრავლესობას სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექციის ჩატარებას ვურჩევთ. ეს მეთოდი, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტი მაღალხარისხიანი ემბრიონების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ორივე მეთოდს აქვს წარმატებული ორსულობის დადგომის დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებლები და შედეგები. არც ერთი მეთოდი არ არის აღმატებული მეორესთან შედარებით. თუმცა, კონკრეტულ შემთხევაში, ერთ-ერთი მათგანის განხორციელება შეიძლება უფრო ოპტიმალური იყოს.

ძირითადი სხვაობა ამ ორ მეთოდს შორის სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედში შეღწევის გზაა. ექსტრაკორპორული განაყოფიერებისას სპერმა და კვერცხუჯრედები თავსდება ერთად შემდგომი სპონტანური განაყოფიერებისთვის. სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექციის დროს კი ხდება სპერმატოზოიდის უშუალოდ კვერცხუჯრედში შეყვანა მიკრო-ნემსის მეშვეობით, მიკროსკოპით მეთვალყურეობის ქვეშ. ორივე მეთოდი შეიცავს ემბრიონის გადატანამდე ინკუბაციის პერიოდს, რომლის დროსაც ხდება ემბრიონის მომწიფება.