ზრუნვა ორსულობაზე

Pregnancy Care

პაციენტი – ჩვენი კლინიკის პრიორიტეტია. ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას ამგვარი დამოკიდებულების შესანარჩუნებლად. ჩვენ დავნერგეთ თითოეული პაციენტის მიმართ, ინდივიდუალურ მიდგომის პრინციპი მათი მოთხოვნილებების და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ორსული პაციენტების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მათ უტარდებათ ყველა აუცილებელ გამოკვლევა და ანალიზი. გარდა ამისა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მათ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სრულვადიანი ორსულობისთვის და პროგრამის ბოლოს ჯანმრთელი ბავშვის დაბადებისთვის.

ინდივიდუალური მიდგომა

ბეტა კლინიკის თანამშრომლებმა შესანიშნავად იციან, რომ თითოეულ ორსულ პაციენტს თავისი უნიკალური განცდები აქვს. ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, საბოლოო მიზნის, სრულვადიანი ორსულობის და შედეგად ჯანმრთელი ბავშვის დაბადების მისაღწევად.

ამიტომ ყოველთვის ვიყენებთ ინდივიდუალური მიდგომის პრინციპს ყველა ცალკე აღებული პაციენტის მიმართ. ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ამ გზის ყველა ნაბიჯზე, სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს მოთხოვნილებებს, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი კეთილდღეობის და კომფორტის უზრუნველსაყოფად. ვიმედოვნებთ, რომ მთელი პროგრამის მსვლელობისას თავს თავისუფლად იგრძნობთ, რომ შეიგრძნობთ ჩვენს ზრუნვას თქვენს მიმართ.

საგულდაგულო ზრუნვა ჯანმრთელი ბავშვის დაბადებისთვის

ჩვენი მიზანია ყოველი ორსული პაციენტისთვის განსაკუთრებულად მაღალი დონის ზრუნვის აღმოჩენა, ზრუნვის, რომელიც ყოველგვარი მოლოდინის ზღვარს სცილდება. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ გეგმიური, სათანადო მონიტორინგი , ორსული პაციენტების საჭიროებების მიმართ ყურადღება, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება რუტინული სკანირებით, და ანალიზებით არის სრულყოფილი, ჯანმრთელი ბავშვის დაბადების ძირითადი პირობა. ორსულობის დაწყებიდან, მშობიარობისას და ბავშვის გაჩენისას, პროცესის თითოეულ ეტაპზე, პაციენტი მიიღებს ყველაფერს, რაც აუცილებელია მისი ფსიქოლოგიური, ემოციური და ფიზიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ დამატებით შეგვიძლია რაიმე გავაკეთოთ თქვენთვის, თუ გჭირდებათ რამე, აუცილებლად შეგვატყობინეთ. პაციენტთან უკუკავშირი – ეს არის კიდევ ერთი გზა, დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ჩვენი ერთობლივი გზა დასრულდეს ჯანმრთელი ბავშვის დაბადებით.

წარმატების მაღალი მაჩვენებელი თქვენთვის და თქვენი შვილისთვის

ჩვენი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას უზრუნველვყოთ წარმატების მაღალი მაჩვენებელი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პროგრამის დასასრულს თქვენ გეყოლებათ ჯანმრთელი ბავშვი,რომელსაც თქვენ სიყვარულით და მზრუნველობით აავსებთ. ჩვენი ერთგულება მაღალხარისხიანი ზრუნვის იდეის მიმართ გვეხმარება დადებითი შედეგების მიღწევაში. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პაციენტების უმრავლესობას სრულვადიანი ორსულობა აქვს. ეს არის მიღწევა, რომელსაც დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ თქვენ და თქვენს ოჯახს. როდესაც ირჩევთ ბეტა პლიუს , თქვენ ირჩევთ კლინიკას, რომელიც თქვენს გვერდით იქნება ორსულობის პროცესის ყველა ეტაპზე. ამგვარი მიდგომა ამცირებს სპონტანური აბორტების და ნაადრევი მშობიარობის რისკს. ასე რომ, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ აუცილებლად გეყოლებათ შვილი, რომელზეც ასე ოცნებობთ.