ფერტილობის შენარჩუნება

ფერტილობის შენარჩუნება

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების მეშვეობით, კვერცხუჯრედების და სპერმატოზოიდების გაყინვის გზით, შესაძლებელი გახდა დახმარების აღმოჩენა მათთვის ვისაც სურს, ან ვისთვისაც აუცილებელია გენეტიკური მასალის შენარჩუნება მომავალი გამოყენებისათვის. აღნიშნული სერვისები თავდაპირველად განკუთვნილი იყო ონკოლოგიური ან სხვა მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებისათვის, მათი გენეტიკური მასალის იმ დროისთვის შესანარჩუნებლად, როდესაც ისინი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ შეძლებდნენ ოჯახის შექმნას ან არსებულის ზრდას.

ასეთი პაციენტების მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა. ჩვენ ვთავაზობთ მათ ფერტილობის შენარჩუნების მომსახურებას რეპროდუქციული უჯრედების საჭირო მომენტამდე შენახვა/შენარჩუნებისთვის. აღნიშნული სამედიცინო მომსახურება ასევე განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს ბავშვის ყოლა, თუმცა არ გეგმავს ამას მოცემულ ეტაპზე ან უახლოეს მომავალში.

ქიმიოთერაპიამ ან რადიოთერაპიამ შესაძლოა დააზიანოს პაციენტების რეპროდუქციული უჯრედები და ამით უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მათ რეპროდუქციის უნარზე, რის გამოც ისინი ვეღარ შეძლებენ იყოლიონ ბავშვი მომავალში.
მიღწევები სამედიცინო სფეროში სულ უფრო მეტ ადამიანს ეხმარება კიბოს დამარცხებაში. სამწუხაროდ მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სტერილურობა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ფერტილობის შენარჩუნების მეთოდი ანიჭებს ასეთ პაციენტებს შესაძლებლობას დაიცვან სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები დაზიანებისგან მკურნალობის დროს და გამოიყენონ ისინი მომავალში, როდესაც მკურნალობა დადებით შედეგს გამოიღებს და ისინი დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ფერტილობის შენარჩუნების სამედიცინო ჩვენებები

მრავალი პაციენტი მოგვმართავს ფერტილობის შენარჩუნების თხოვნით. ისინი შეშფოთებული არიან გარკვეული დაავადებების და შესაბამისი მკურნალობის გამო რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის რისკით.

ფერტილობის შენარჩუნება პირადი ხასიათის მოსაზრებებით

ბევრ დაოჯახებულ წყვილს ან მარტოხელა ქალს უნდა საკუთარი ბიოლოგიური შვილის ყოლა, მაგრამ სურთ ამ მოვლენის გადავადება შესაფერისი დროისთვის. ხშირად ეს არის განათლების მიღება ან კარიერული ზრდის გარკვეული ეტაპების გავლა. სამწუხაროდ, მედიცინა იუწყება, რომ ასაკის მატებასთან ერთად (განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ) ქალებში იკლებს განაყოფიერების უნარი. განვითარებულმა გართულებებმა შეიძლება შეუქცევადი ხასიათიც კი მიიღოს.
ასეთ პაციენტებს ჩვენ ვთავაზობთ კვერცხუჯრედის და სპერმის გაყინვის სერვისებს. ეს მეთოდიკა შესაძლებლობას იძლევა შევინარჩუნოთ ორივე, ან ერთ-ერთი პარტნიორის გენეტიკური მასალა შემდგომი გამოყენებისთვის, იმ დროისთვის, როდესაც ისინი მზად იქნებიან ოჯახის ზრდისთვის.

კვერცხუჯრედის გაყინვა – ეს არის ფერტილობის შენარჩუნების მეთოდი. ამ დროს ხდება ქალის კვერცხუჯრედების გაყინვა, მისი ან პარტნიორის მიერ დასახული მიზნების განხორციელების შემდეგ, ბავშვის ყოლის მზადყოფნის მომენტის დადგომისას, მათი გამოყენებისთვის.

კვერცხუჯრედების გაყინვა – დადებითი მხარეები და რისკები

კვერცხუჯრედების გაყინვა – წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის ეფექტურ მეთოდს ქალებისთვის, ვისაც ბავშვის ყოლის გადავადება სურთ. გამოცდილი, პროფესიონალი მედიკოსის მიერ პროცედურის ჩატარებისას რისკი ძალიან მცირეა. ქალების უმრავლესობა არ განიცდის არანაირ გვერდით მოვლენებს. იმ მცირე რაოდენობას კი ვისაც აღენიშნება გვერდითი მოვლენები, ისინი პრემენსტრუალური სინდრომის ნიშნების მსგავსია- თავის სუსტი ტკივილი და მცირე სპაზმები. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, განიხილეთ მასთან ერთად ყველა თქვენი კითხვა, გაუზიარეთ მას თქვენი შეშფოთების მიზეზები დაგეგმილ პროცედურასთან დაკავშირებით.