პარტნიორობა

პარტნიორობა

როდესაც პარტნიორად ირჩევთ ბეტა პლიუსს , თქვენ ირჩევთ პარტნიორობას კლინიკასთან, რომელიც განუხრელად მიისწრაფის სრულყოფილებისკენ. მაღალკვალიფიციური მომსახურება, რომელიც არა მხოლოდ შეესატყვისება, არამედ აღემატება ჩვენი მშობლების და პარტნიორების მოლოდინს, იმ ადამიანების მოლოდინს, ვინც ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა და ვინც ელის ჩვენგან შესაბამის შედეგებს – ეს არის ჩვენი მუშაობის ძირითადი კონცეფცია.

აქედან გამომდინარე, ბეტა პლიუსი გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა .ეს არის კარგად განსწავლული და გამოცდილ პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით მთელი გულით ემსახურება თქვენი და თქვენი პაციენტების ოცნებების განხორციელების საქმეს.

შეიტანეთ თქვენი წვლილი დიადი საქმის განხორციელებაში

კლინიკა ბეტა პლიუსთან პარტნიორობის მეშვეობით თქვენ გახდებით თანამონაწილე პროცესისა, რომელიც სცილდება რეპროდუქციულ კლინიკასთან თანამშრომლობის ფარგლებს.

თქვენ გახდებით ჩვენი კლინიკის, ჩვენი ოჯახის ორგანული ნაწილი და ჩვენთან ერთად გაემგზავრებით ათასობით მშობლისთვის ბავშვის ოცნების ასახდენად წამოწყებულ უთვალავ მოგზაურობაში. ეს განსაკუთრებული, უნიკალური გზაა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენთან პარტნიორობა ზუსტად ასეთივე უნიკალური და განსაკუთრებული იქნება.
პარტნიორობის მეშვეობით ჩვენი კლინიკა ხდება ასევე თქვენიც და ჩვენი მიზანია, რომ არასდროს შეგეპაროთ ეჭვი თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯის სისწორეში.

მაღალხარისხიანი ზრუნვა თქვენს პაციენტებზე

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ როდესაც თქვენ ანდობთ რეპროდუქციულ კლინიკას თქვენს პაციენტებზე ზრუნვას, აბსოლუტურად უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ისინი მიიღებენ თქვენგან მოსალოდნელი დონის დახმარებას. ბეტა პლიუსი უზრუნველყოფს პაციენტებს ამგვარი ზრუნვით. ჩვენ წარმოვადგენთ გამოცდილ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც უდიდესი ყურადღებით და თანაგრძნობით ეპყრობა თითოეულ პაციენტს ბავშვისკენ მიმავალი გზის ყველა ნაბიჯზე.

ჩვენი მიზანია პაციენტების კომფორტის და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ყველა მათი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, თითოეულ მათ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა. პაციენტებისადმი მაღალი დონის ზრუნვის და მოვლის მიწოდება მოწინავე ტექნოლოგიებთან წვდომის მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით – ეს არის პაციენტისადმი ჩვენი ერთგულების ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს წარმატების მაღალი მაჩვენებლის მიღწევას.

როგორ გავხდეთ პარტნიორი

თუ თქვენ მზად ხართ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, დიდი სიამოვნებით განვიხილავთ თქვენთან ერთად თანამშრომლობის მოსალოდნელ შედეგებს. დაგვიკავშირდით დეტალების გასარკვევად. ჩვენ სიხარულით მიგიღებთ საქართველოში, ან შეგხვდებით თქვენთვის მისაღებ ადგილას. თქვენ სასურველი სტუმარი იქნებით ჩვენთვის და არ დავიშურებთ ძალისხმევას თქვენი კომფორტის უზრუნველსაყოფად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად თავი თვითდაჯერებულად და მშვიდად იგრძნოთ.