ჩვენი ექიმები

ჩვენი ექიმები

ნათია გრიგალაშვილი

დირექტორი

ნათიას აქვს ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში და მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსურ და სამედიცინო სექტორებში წამყვან პოზიციებზე. როგორც მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული ლიდერი, იგი ხელმძღვანელობდა საქართველოში წამყვანი საბანკო დაწესებულებების ფილიალების მუშაობის და მართვის პროცესებს. საბანკო სისტემაში უზარმაზარი გამოცდილების მიღების შემდეგ, მოგვიანებით, ნათიამ კარიერა გააგრძელა სამედიცინო სერვისების მიმართულებით, სადაც იგი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ფილიალების ფინანსურ და საოპერაციო მენეჯმენტს.

მან საბუღალტრო ცოდნა მიიღო საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში, რომელიც ფუნქციონირებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; აქ მან უფრო გაიღრმავა ცოდნა წარმატებული ფინანსური სტრატეგიების განსაზღვრისა და განხორციელების მიმართულებით.

ნათიას სიღრმისეული ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირებაში, მულტიკულტურული ორგანიზაციების მართვის გამოცდილება, ასევე მისი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები, მას გუნდის მშვენიერ ლიდერად აქცევს.

ნათია ზედამხედველობს სამედიცინო საქმიანობის ყველა საოპერაციო მოქმედებას, რაც უზრუნველყოფს ბეტა კლინიკის შეუფერხებლად მუშაობას და პაციენტებზე სათანადო ზრუნვას. იგი დარწმუნებულია, რომ კლინიკის ყველა განყოფილება აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს; ზედამხედველობს და მართავს კლინიკის ყოველდღიურ საქმიანობას ადმინისტრაციულ და სამედიცინო პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ნათია აქტიურად აყალიბებს და ახორციელებს ბიზნეს სტრატეგიებს, ბეტა კლინიკის ორგანიზაციული მიზნების მიღწევისთვის. თავისი თბილი და უშუალო ხასიათიათ იგი ნამდვილად მეგობრულ გარემოს ქმნის ბეტა კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის.

თამთა ცაავა

ექსტრაკორპორული განაყოფიერების მთავარი ექიმი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი


ქალბატონმა თამთამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი. მისი სამედიცინო კარიერა ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან დაიწყო. მან გაიარა მრავალი ტრენინგი და გააჩნია ექსტრაკორპორული განაყოფიერების სფეროში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება. ქალბატონი თამთას სპეციალიზაცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ქალთა და მამაკაცთა უშვილობა, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები მესამე პირთა ჩართულობით (კვერცხუჯრედის დონაცია და სუროგაცია), გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია, კონსერვატიული გინეკოლოგია, მენოპაუზა და პერიმენოპაუზა, კონტრაცეფცია, სპონტანური აბორტების რისკის მართვა და მკურნალობა.

პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობების მიმართ, მაღალი შრომისუნარიანობა, პრობლემის გადაჭრის და რისკების მართვის, ინფორმაციის მიწოდების გამორჩეული უნარები, ინტერპერსონალური ურთიერთობის ღია და სამართლიანი ფორმატი მასთან ურთიერთობას ყველა ასპექტში სასიამოვნოს და საიმედოს ხდის.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

მაია მიქავა

ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი


ქალბატონმა მაიამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი. ორდინატურა გაიარა კიევის ბოგომოლეცის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ის ფლობს რეპროდუქტოლოგიისა და მეან-გინეკოლოგიის ლიცენზიებს.

მას აქვს რეპროდუქტოლოგად და მეან-გინეკოლოგად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთ ისეთ წამყვან კლინიკებში, როგორიცაა: ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა ინ-ვიტრო, პარიზის ბიშატ კლოდ ბერნარდის საავადმყოფო, ზურაბ საბახტარაშვილის სამედიცინო კლინიკა, კიევის #7 სამშობიარო საავადმყოფო, თბილისის ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრი.

კლინიკა ბეტა პლიუს ფერტილიტში მისი ძირითადი მიმართულებაა: ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი.

ქალბატონო მაიას გულისხმიერი, მეგობრული დამოკიდებულების დამსახურებით, კლინიკაში მოსულ ყველა პაციენტს ხვდება მშვიდი, პროფესიონალური და საიმედო გარემო.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებს.

ალიონა ბურმისტოვა

ნათია დემეტრაძე

ექიმი, მეან – გინეკოლოგი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნათიამ დაიწყო სახელმწიფო სტაჟირება და გაიარა რეზიდენტურა მეანობა – გინეკოლოგიაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროგესიული განვითარების ინსტიტუტში. 2010 წლიდან ნათია არის ლიცენზირებული მეან გინეკოლოლოგი და მუშაობდა სხვადასხვა კლინიკებში მეან გინეკოლოგად. ნათიამ გაიარა მრავალი ტრენინგი ისეთ სფეროებში როგორიცაა, კონსერვატიული გინეკოლოგია, ორსულობის მართვა და მკურნალობა, ონკო გინეკოლოგია , ლაპარასკოპიული ქირურგია.

ქეთევან პაიკიძე

მეან-გინეკოლოგი

ქეთევანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გაიარა რეზიდენტურა მეანობა – გინეკოლოგიაში. ქეთევანმა პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა როგორც თბილისის, ასევე ”დსთ”-ს ქვეყნების სხვადასხვა წამყვან კლინიკებში.

ბეტა პლიუსში ქეთევანი აწარმოებს როგორც ორსული, ასევე გინეკოლოგიური და რეპროდუქციული დარღვევების მქონე პაციენტების მონიტორინგს, კონსულტირებას და ამზადებს მათ საჭირო გამოკვლევებისa და პროცედურებისათვის.

ანანო ზედგინიძე

მეან-გინეკოლოგი

ანანომ 2018 წელს წარჩინებით დაამთავარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტუდენტობის პერიოდში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კლინიკებში. 2018 წელს წარმატებით ჩააბარა რეზიდენტურის გამოცდა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სპეციალობაზე მეანობა-გინეკოლოგია, მან 4 წლის განმავლობაში შეიძინა პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა წამყვან კლინიკაში, იღებდა მონაწილეობას კონფერენციებში, ამავე პერიოდში აგრძელებდა ჩვენს კლინიკაში მუშაობას რეპროდუქტოლოგის უმცროს ექიმად და იღებდა გამოცდილებას ამ მიმართულებით.

2023 წელს ანანომ წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდა მეანობა-გინეკოლოგიაში და გახდა ლიცენზირებული ექიმი მეან-გინეკოლოგი.

ანანოს აქვს პრაქტიკული გამოცდილება შემდგომი მიმართულებებით: ორსულობის დაგეგმვა და მეთვალყურეობა, უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, საშვილოსნოს ყელის დაავადებების პრევენცია და მკურნალობა, გენიტალური ინფექციების დიაგნოსტიკა და მართვა, საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენების მართვა, კონტრაცეფციის მეთოდების შერჩევა, მენოპაუზის მართვა.

ეკატერინე გაბაშვილი

მეან-გინეკოლოგი

ეკატერინემ 2018 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი და 6 წლის განმავლობაში შეიძინა პრაქტიკული გამოცდილება თბილისის სხვადასხვა წამყვანი კლინიკებიდან, როგორიცაა: აკად. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური საავადმყოფო (რეანიმაცია, ემერჯენსის განყოფილება, ქირურგიის განყოფილება), ო. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრი (ორსულთა პათოლოგიის განყოფილება). 2017 წელს იყო საუნივერსიტეტო გაცვლითი სამეცნიერო პროგრამის მონაწილე გერმანიაში,(ქ.მაგდებურგი) საუნივერსიტეტო კლინიკა- Otto Von Guericke University.

უნივერსიტეტის დასრულებიდან, მალევე სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით და 4 წლის განმავლობაში შეიძინა პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა წამყვანი კლინიკებიდან, როგორიცაა: დავით გაგუას კლინიკა, კლინიკა ემბრიო ამავე პერიოდში აგრძელებდა ჩვენს კლინიკაში მუშაობას რეპროდუქტოლოგის უმცროს ექიმად და იღებდა გამოცდილებას ამ მიმართულებით.

2023 წელს წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდა მეანობა- გინეკოლოგიაში და მიიღო მეან-გინეკოლოგის ლიცენზია.

ეკატერინეს აქვს პრაქტიკული გამოცდილება შემდგომი მიმართულებებით: ორსულობის დაგეგმვა და მეთვალყურეობა, უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, საშვილოსნოს ყელის დაავადებების პრევენცია და მკურნალობა, გენიტალური ინფექციების დიაგნოსტიკა და მართვა, საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენების მართვა, კონტრაცეფციის მეთოდების შერჩევა.

”ჩვენ მოხიბლულნი ვართ ეკატერინეს გულისხმიერი, თავდადებული, მეგობრული და კომპეტენტური დამოკიდებულებით” აღნიშნავენ ჩვენი პაციენტები

მეგი ქოქაშვილი

უმცროსი ექიმი

მეგიმ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და შეიძინა პრაქტიკული გამოცდილება თბილისის სხვადასხვა წარმატებული კლინიკებიდან, როგორიცაა: აკად. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური საავადმყოფო, ჯოენის სამედიცინო ცენტრი, რკინიგზის საავადმყოფო, ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, კავკასიის მედიცინის ცენტრი. ამჟამად მეგი არის მეანობა-გინეკოლოგიის პირველი კურსისი რეზიდენტურის პროგრამის სტუდენტი.

ბეტა პლიუსში მეგი აქტიურადაა ჩართული უშვილობის დიაგნოსტიკაში .ამოწმებს და ავსებს სამედიცინო ისტორიებს. ახდენს პაციენტების კონსულტირებას და ამზადებს მათ საჭირო გამოკვლევებისთვის .მისი თვისებებიდან აღსანიშნავია: შრომისმოყვარეობა, თავდადებულობა, სწრაფი ათვისების და სწავლის უნარი. მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს პაციენტებთან ურთიერთობა.

ვალერი ტოკარევი

ემბრიოლოგი, PGD/ PGS სპეციალისტი


ბატონმა ვალერიმ დაამთავრა კიევის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი. იგი წარმატებით მუშაობს ემბრიოლოგიის დარგში 2010 წლიდან. იგი სპეციალიზირებულია ყველა თანამედროვე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებში, როგორიცაა ექსტრაკორპორული განაყოფიერება (IVF), სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია (ICSI), სპერმის ფიზიოლოგიური ინტრაციტოპლაზმური ინექცია (PICSI), მორფოლოგიურად შერჩეული სპერმატოზოიდების ინტრაციტოპლაზმური ინექცია (IMSI), ლაზერული ინკუბაცია, პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა (პგდ, PGD) სპერმის, კვერცხუჯრედების, ემბრიორნის ვიტრიფიკაცია (გაყინვა), ემბრიონების გადატანა. ბატონო ვალერი, პროფესიონალური უნარების დახვეწის მიზნით, ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და თანამშრომლობს ევროპელ ემბრიოლოგებთან.

იგი ხელმძღვანელობდა სამ ლაბორატორიას და მუშაობდა წამყვან ემბრიოლოგად უკრაინის ხელოვნური განაყოფიერების ცნობილ კლინიკებში. გარდა ამისა, მან გაიარა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კურსები „ მოთხოვნები ლაბორატორიის მიმართ ISO სტანდარტების მიხედვით, ISO 17025:2017“.

მას სწამს,რომ ემბრიოლოგიური ლაბორატორია – ეს არის ბავშვის პირველი აკვანი და შესაბამისად უბადლო უნდა იყოს!

ჟადირა შაგიროვა

ემბრიოლოგი


ჟადირა არის ყაზახეთის ბიოლოგიის და ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტის (ყაზახეთი, ქ. ალმატი) კურსდამთავრებული, სადაც მან მიიღო ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ის მუშაობდა ბიოტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრში უმცროსი მკვლევარის პოზიციაზე. შემდგომში ის შეუერთდა ყაზახეთის ინვიტრო განაყოფიერების კლინიკას „პერსონა“ ემბრიოლოგის პოზიციაზე.
2019 წლიდან ჟადირა მუშაობს ბეტა პლიუს რეპროდუქტიულ კლინიკაში ემბრიოლოგის პოზიციაზე. როგორც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს მას გააჩნია გამოცდილება სპერმის ანალიზის ჩატარებაში (სპერმოგრამა, მორფოლოგია, MAR-ტესტი) და ისეთი ანალიზების ჩატარებაში როგორიცაა: დნმ-ის ტესტი სპერმის ფრაგმენტაციისათვის, AZF Y ქრომოსომის მიკროდელეციის ანალიზი, ლოკუს CFTR გენის ანალიზი, კისტოზური ფიბროზი, ოოციტების კრიოკონსერვირება და გალღვობა , ემბრიონის, თესლოვანი სითხის გამოყვანა, IVF, ICSI, PICSI; ემბრიონის ბიოფსია). ჟადირა არის ჩვენი გუნდის მზრუნველი და წარმატებაზე ორიენტირებული წევრი.

ნინო პაპელიშვილი

ემბრიოლოგი

ნინომ წარმატებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიოქიმიაში. ის ასევე აქტიურად მონაწილებდა სხვადასხვა კვლევებსა და კონფერენციებში. ბეტას გუნდს ის 2019 წლიდან შემოუერთდა. მის მოვალეობებში შედის სპერმისა და ემბრიონების გაყინვა, ემბრიონების გამოლღობა და გადატანა, სპერმოგრამა, IVF, ICSI, PICSI, ლაზერული ჰეტჩინგი, ემბრიონის ბიოფსია. ნინო თავდაჯერებული და ძალზედ შრომისმოყვარე თანამშრომელია. მისი თავდადება სამსახურის მიმართ ყოველთვის თვალშისაცემია.

ნინო როსტიაშვილი

ექიმი რადიოლოგი

ნინომ წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, რის შემდეგაც დაიწყო სახელმწიფო სტაჟირება და გაიარა რეზიდენტურა რადიოლოგიაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროგესიული განვითარების ინსტიტუტში.
ნინო არის ლიცენზირებული ექიმი-რადიოლოგი და აქვს რადიოლოგიაში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება თბილისის სხვადასხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში.

კლინიკა ბეტაპლუს ფერტილიტიში ნინო უზრუნველყოფს ორსული პაციენტების მონიტორინგს და გეგმიურ ექოსკოპიურ კვლევებს.

ლიკა ჯამბურია

ექიმი რადიოლოგი

ლიკამ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის - დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში: სარეზიდენტო პროგრამა - რადიოლოგიაში. სამედიცინო რადიოლოგიაში სახელმწიფო სეტრიფიკატის აღების შემდეგ დღემდე მუშაობს აკად. ნ ყიფშიძის სახ. ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლონიკაში(Central Republican Clinic). აქვს თბილისის სხვადასხვა ემერჯენის ტიპის კლინიკებში წარმატებით მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება.

მანანა სეფაშვილი

ექიმი რადიოლოგი

ქალბატონმა მანანამ წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. გავლილი აქვს სტაჟირება და მასტერ კლასები როგორც საქართველოში, ასევე ევროპის წამყვან კლინიკებში სამეანო გინეკოლოგიური განხრით რადიოლოგიაში.

მას აქვს 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება რადიოლოგიაში ისეთ წამყვან კლინიკებში, როგორიცაა: სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტი (აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი), გაგუას კლინიკა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა, კლინიკა „ნიუმედი“.

ასევე არის ISUOG (International Society of Ultrasound in Obstetrics and Gynecology) წევრი.

თამთა ყველიაშვილი

ექიმი რადიოლოგი

თამთამ წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ხოლო შემდგომ გაიარა ორდინატურა კიევში შუპიკის სახელობის სამედიცინო აკადემიაში. (The Shupyk National Medical Academy of Postgraduate Education (Shupyk NMAPE)). თამთას გავლილი აქვს სტაჟირება რადიოლოგიის სხვადასხვა სფეროში. არის 2016 წლიდან ESR (European Society of Radiology) და ISUOG (The International Society of Ultrasound in Obstetrics and Gynecology) -ის წევრი. აქვს 6 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა წარმატებულ კლინიკებში როგორიც არის ო. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრი, მედიკომი და
ავერსის კლინიკა.

კლინიკა ბეტაპლუს ფერტილიტიში თამთა უზრუნველყოფს ორსული პაციენტების მონიტორინგს და გეგმიურ ექოსკოპიურ კვლევებს.

თათია სოსელია

რადიოლოგი

თათიამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, შემდგომ გაიარა რეზიდენტურა რადიოლოგიაში წმ. მიქაელ მთავრანგელოზის სახელობის კლინიკაში. დღემდე მუშაობს ნია ონიაშვილის კლინიკა ბაიებში.

თათია ახლახანს შემოუერთდა ბეტა პლიუსის გუნდს, მისი პროფესიისადმი სიყვარული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა უზრუნველყოფს პაციენტების სრულფასოვან ექოსკოპიურ კვლევებს.

ანა მექვაბიძე

რადიოლოგის ასისტენტი

ანამ წარჩინებით დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის განხრით. 2005 წლიდან მუშაობს სამედიცინო სფეროში რადიოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

ბეტა პლუსში ანა უზრუნველყოფს ექიმი რადიოლოგის  ასისტირებას კვლევის ჩატარების დროს; კვლევის ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადებას.

ანა მაღალკვალიფიციურად ასრულებს თავის მოვალეობას, მას ძალიან ეხმარება თავისი პროფესია პაციენტებთან ურთიერთობაში, თოთოეული პაციენტი მისგან გრძნობს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და რაც მასთან ურთიერთობას სასიამოვნოს და საიმედოს ხდის.

მანანა ლიპარტელიანი

რადიოლოგის ასისტენტი


მანანამ წარმატებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2002 წლიდან მუშაობს ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში კომპიუტერის ოპერატორად რადიოლოგიის კაბინეტში.
მანანა ბეტა პლიუსში უზრუნველყოფს პაციენტების დოკუმენტაციის წარმოებას და ელექტრონულად მართვას, ექიმის მოთხოვნისამებრ საჭირო დოკუმენტაციის მოძიებას და მიწოდებას;დიაგნოზების ბეჭდვას, პაციენტების ინფორმირებას და მათ მომზადებას შემდგომი გამოკვლევებისათვის.
მანანა გამოირჩევა  გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარით, ასევე ორგანიზებულობის და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

ლელა გაზაშვილი

მთავარი მედდა

ლელას აქვს პაციენტების გადაუდებელი დახმარებისა და საექთნო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის, ასევე ფლობს აუდიტში სხვადასხვა სერთიფიკატს.

როგორც მთავარი მედდა, ის გეგმავს, ახორციელებს და აფასებს პაციენტებზე ზრუნვის სტანდარტებს Beta Plus Fertility კლინიკაში. ლელა მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის წარმომადგენლებთან და მათგან იღებს რჩევებს სტანდარდების გასაუმჯობესებლად. ის პასუხისმგებელია ახალი საექთნო სტრატეგიების კოორდინაციაზე. ლელა ძალიან მოტივირებული პიროვნებაა, სწრაფად სწავლობს და უყვარს ამ სფეროში თავისი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება.

ლელა თავისი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, ითვლება Beta Plus Fertility-ის ერთ-ერთ ყველაზე თავდადებულ, ენთუზიასტ და მხარდამჭერ წევრად.

ლია მაცაბერიძე

ექსტრაკორპორული განაყოფიერების ექთანი

ქალბატონი ლია – ექსტრაკორპორული განაყოფიერების სფეროს გამოცდილი ექთანია. იგი არც ისე დიდი ხანია რაც ჩვენი გუნდის წევრია. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი სერტიფიცირებული ექთანია. ხელოვნური განაყოფიერების კლინიკებში ექთნად მუშაობის მისი სტაჟი 14 წელს აღემატება. აქვს გადაუდებელი სამედიცინო ზრუნვის, პოსტ-მშობიარობის, მშობიარობაზე ზრუნვის გამოცდილება. ქალბატონი ლია ათ წელზე მეტი მუშაობდა ხელოვნური განაყოფიერების კლინიკაში Neoest ში.

„ეს საკმაოდ სტრესული პროცესია, რომელიც სავსეა დიდი მღელვარებით მშობლების მხრიდან. მე ვცდილობ სირთულეების შემცირებას, ხელს ვუწყობ მშობლების ინფორმირულობას. ეს ამცირებს მღელვარებას, რასაც საბოლოო ჯამში გაუმჯობესებულ შედეგებთან მივყავართ.“

ქალბატონი ლია – ძალიან მზრუნველი ადამიანია. მას მოსწონს პაციენტებზე ზრუნვა. იგი დადის მათთან სახლებში, მასტიმულირებელი ინექციების დროულად ჩატარებაზე მონიტორინგის განხორციელების და შესაბამისად რისკის თავიდან აცილების მიზნით.

იზოლდა მამარდაშვილი

ექთანი


ქალბატონმა იზოლდამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. როგორც სერთიფიცირებულ ექთანს, მას აქვს კლინიკებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ის არის ძალიან გამოცდილი პროფესიონალი IVF სფეროში. როგორც ექთანი, იგი პაციენტებს უწევს სამედიცინო მომსახურებას და უზრუნველყოფს რომ, თითოეული პაციენტის გამოცდილება კლინიკაში იყო სასიამოვნო.

პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეც, გამოირჩევა პაციენტებისადმი მზრუნველობით და ყოველთვის მზად არის დაეხმაროს მათ.

თათია გვენეტაძე

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის ასისტენტი

თათიამ დაამთავრა სამედიცინო კოლეჯი, გავლილი აქვს პრაქტიკები სხვადასხვა კლინიკაში. 2015 წლიდან ის მუშაობს სამედიცინო სფეროში, ხოლო 2019 წლიდან უკვე უფროსი ექთნის პოზიციაზე.

ბეტა პლუსში ის ჩართულია უშვილობის დიაგნოსტიკაში, ამოწმებს და ავსებს პაციენტის ისტორიას და ძალისხმევას არ იშურებს პაციენტის მადლიერებისთვის. თათიას პაციენტები ახასიათებენ როგორც ძალიან მზრუნველ და ყურადღებიან ადამიანს.

ქეთევან შიოშვილი

ექთანის ასისტენტი

ქალბატონ ქეთევანს პაციენტებსა და ექთნებსა და ექიმებს შორის შუამავლის ფუნქცია აკისრია. იგი აღრიცხავს და გადასცემს სამედიცინო პერსონალს ყველა საკითხს. იგი მუშაობდა ექთანის ასისტენტად მრავალ კლინიკაში და გააჩნია სამედიცინო დახმარების სფეროში მუშაობის უდიდესი გამოცდილება.

ბეტა პლიუსში ქალბატონი ქეთევანი ახდენს სტერილიზაციას, იგი ალაგებს და ასუფთავებს, თვალს ადევნებს უსაფრთხოების ზომების და ჰიგიენის ნორმების სათანადო შესრულებას. ქალბატონი ქეთევანი არაჩვეულებრივი პიროვნებაა. იგი ყველას ღიმილით ეგებება და თითოეულ ადამიანს ასაჩუქრებს სითბოთი და გულწრფელი ზრუნვით.

ნინო თოფურია

ფსიქოლოგი

ნინო ჩვენი კლინიკის, ბეტაპლუსის ფსიქოლოგია, სადაც იგი ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს პაციენტებს , სუროგატებსა და დონორებს, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და უზრუნველყოფილი იქნას, რომ მთელი პროცესი ნაკლებ სტრესულად წარიმართოს მათთვის.

ნინომ ფსიქოლოგიის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გაიარა დიპლომისშემდგომი 1 წლიანი სწავლება კოგნიტურ ბიჰევიორულ თერაპიაში. ის მუშაობდა ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ფსიქოლოგად. ჰქონდა საავტორო გადაცემა ‘’ ფსიქოლოგის კაბინეტი’’. დაარსებიდან დღემდე მუშაობს დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში. ამჟამად მონაწილეობას იღებს კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დიპლომის შემდგომ სასწავლო-სერტიფიცირებულ 5 წლიან პროგრამაში, რომლის დასრულების შემდეგ ის გახდება ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი. ნინო ასევე არის საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის ასოცირებული წევრი.

ნინოს სჯერა, რომ ემოციური მხარდაჭერა ყველაზე მეტად იმ პაციენტებს სჭირდებათ, ვინც საკმაოდ სტრესულ სამედიცინო პროცედურებს გადის. ამ მხრივ კი გამონაკლისს არც ინვიტრო განაყოფიერება წარმოადგენს. ის ცდილობს კლინიკაში შექმნას ისეთი მზრუნველო ატმოსფერო, სადაც პაციენტები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროგრამაში მონაწილეობის გადაწყვეტილებამდე ყველა სუროგატი დედა ნინოსთან გადის გასაუბრებას, რათა დარწმუნებული ვიყოთ მათ მენტალურ მზაობაში. უწვეტი ზრუნვის პოლიტიკამ ბუნებრივია თავისი შედეგებიც გამოიღო და მას შემდეგ რაც ნინო ჩვენთან არის, მუცლის მოშლის პროცენტული მაჩვენებელი 5% შემცირდა, ხოლო ინვიტრო განაყოფიერების წარმატების მაჩვენებელი კიდევ 4.3 % გაიზრდება. ‘’სწავლა და შედეგების სრულყოფა მუდმივი პროცესია’’, ამბობს ნინო და სჯერა, რომ ზრუნვა, ყურადღება და მხარდაჭერა არასოდეს არის ზედმეტი.

ნინო ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ელენე ბუბუტეიშვილი

ელენე ბუბუტეიშვილი არის დირექტორის თანაშემწე შვიდწლიანი სამუშაო გამოცდილებით. საერთაშორისო ურთიერთობების სწავლასთან ერთად მუშაობდა ინსტრუქტორად/ტრენერად ახალწვეულებისთვის სხვადასხვა ორგანიზაციაში. მას ასევე აქვს გამოცდილება კლიენტთა მომსახურების ხარისხის კონტროლის სფეროში.

ელენე სპეციალიზირებულია ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაციასა და ზედამხედველობაში. კალენდარული შეხვედრების დაგეგმვა, დირექტორთან კომუნიკაცია მიმდინარე პროექტებზე და ყოველდღიური პასუხისმგებლობის განსაზღვა უმარტივდება მას დეტალებზე ორიენტირებულობით და საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით.

ელენე იყენებს თავის პოზიტიურ განწყობას და დაუღალავ ენერგიას ყოველდღიური საქმიანობებისა და პროცედურების თანმიმდევრულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის.

ელენეს ყოველდღიურად შთააგონებს მისი ოჯახი და შინაური კატა. თავისუფალ დროს უყვარს ლაშქრობა, სპორტდარბაზში სიარული, კითხვა და ბებიასთან ერთად სხვადასხვა რეცეპტების გამოცდა.

ხატია სალია

იურისტი

ხატია სალიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიუდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. მას აქვს წამყვან რეპროდუქციულ კლინიკებში იურისტად მუშაობის გამოცდილება და გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.

ხატიას მოვალეობებია კლინიკის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; კლინიკის წარმომადგენლობა პაციენტებთან, სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებთან კომუნიკაციისას და დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა.

ხატია გამოირჩევა დეტალებისადმი ყურადღებით და სიზუსტით, რაც უზრუნველყოფს კლინიკაში ოურიდიული საკითხების დროულ და სრულყოფილად შესრულებას.

ხატია ფლობს ქართულ, რუსულ, ესპანურ და ინგლისურ ენებს.

ნინო სუხიტაშვილი

ბუღალტერი


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ, ნინო მუშაობდა საქართველოს წამყვან ბანკებში სხვადასხვა პოზიციაზე. მოგვიანებით კი გადაწყვიტა, რომ დამატებით შეესწავლა საბუღალტრო საქმე და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება დააგროვა სხვადასხვა დიდ და წარმატებულ კომპანიაში. ნინო ახლაც აგრძელებს თავისი ცოდნის გაღრმავებას და არის ACCA საერთაშორისო პროგრამის სტუდენტი.

კლინიკა ბეტაპლუს ფერტილიტიში ნინო სრულად აწარმოებს კლინიკის ფინანსურ მენეჯმენტს. ის პასუხისმგებელია მენეჯმენტისთვის ფინანსური ინფორმაციის მიწოდებაზე, დოკუმენტაციის ორგანიზებასა და ფინანსებთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხზე.

ნინო გამოირჩევა დეტალებისადმი ყურადღებით და სიზუსტით, რაც უზრუნველყოფს კლინიკაში ფინანსური საკითხების დროულ და სრულყოფილად შესრულებას. 

ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

მარიამ დანელია

ფინანსისტი

მარიამმა წარჩინებით დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტი სამართლის დარგში და წარმატებით გაიარა ტრენინგები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში და ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

მარიამს აქვს სხვადასხვა სფეროში 7 წლიანი გამოცდილება, 3 წლის განმავლობაში მუშაობდა ნიდერლანდების კონსულთან ადმინისტრაციულ მენეჯერად, ასევე სამუშაო გამოცდილება აქვს ქართულ ბაზარზე მოქმედ საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიებთან. მარიამს აქვს დროის მართვის, ლიდერობის და გუნდური მუშაობის შესანიშნავი უნარები.

მარიამის ძლიერი მხარე დეტალებზე ორიენტირება და კომუნიკაციის უნარებია.

სასაუბრო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

მაკა მებაღიშვილი

საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი

მაკა ჩვენი კლინიკის უცხოელი პაციენტების კოორდინატორია, მან წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მთარგმნელ-რეფერენტის ფაკულტეტი). ასევე მან განათლება მიიღო ესპანეთში, კერძოდ სალამანკას უნივერსიტეტში. მაკა მუშაობს უცხოელ პაციენტებთან 2008 წლიდან, იგი კოორდინირებას უწევს როგორც ინგლისურ-ესპანურენოვან პაციენტებს ასევე მომავალ პარტნიორებს. მაკა გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით ყველა არსებულ თუ მომავალ პაციენტთან, მისი მთავარი მიზანია პაციენტების დროული და დეტალური ინფორმირება მკურნალობისა და კლინიკის სერვისების შესახებ. მაკას გულისხმიერი, მეგობრული დამოკიდებულება უზრუნველყოფს კლინიკაში მოსული პაციენტებისთვის პროფესიონალურ და საიმედო გარემოს.

მაკა არის თქვენი პირველი საკონტაქტო პირი და იგი დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ და დაგეგმოთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მკურნალობის პროცესი.

მაკა ფლობს ქართულ, რუსულ, ესპანურ და ინგლისურ ენებს.

სოფი გაბრიაძე

პაციენტების კოორდინატორი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სოფომ სწავლა გააგრძელა ესტონეთში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში,სადაც მან მოიპოვა სამეცნიერო მაგისტრის ხარისხი ჯანდაცვის მენეჯმენტში. ესტონეთიდან დაბრუნების შემდეგ, როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა სოფომ მუშაობა დაიწყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, გაუძღვა რამდენიმე ყველაზე წარმატებულ პროექტს საქართველოში და შეიძინა მნიშვნელოვანი პრაქტიკული ცოდნა, უნარები და გამოცდილება.

როგორც პაციენტების კოორდინატორი სოფო კოორდინაციას უწევს როგორც უცხოელ და ქართველ პაციენტებს, ასევე მომავალ პარტნიორებს. მისი ქარიზმატული ხასიათი და ემპათიის მაღალი გრძნობა საშუალებას აძლევს მას დაეხმაროს პაციენტებს და უზრუნველყოს მათი კმაყოფილება მიღებული სერვისით.

სოფო დეტალურად პასუხობს პაციენტების მიერ დასმულ შეკითხვებს, აცნობს მათ მკურნალობის სხვადასხვა შესაძლო ვარიანტებს და უზრუნველყოფს მათ საბოლოო ჩართვას პროგრამაში.

სოფო არის თქვენი პირველი საკონტაქტო პირი როდესაც გადაწყვეტთ ჩვენს კლინიკაში მკურნალობას

ელენე კანდელაკი

პაციენტების კოორდინატორი

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში(TOU) სწავლისას და ასევე მისი წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ელენე თავდაუზოგავად გადიოდა პრაქტიკებს მენეჯმენტის განხრით. მომხარებელთა ქცევის შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება მისი მთავარი მიზანი იყო, რამაც ხელი შეუწყო, რომ ჩაეტარებინა არაერთი ტრენინგი ამ სფეროში. ელენემ დამატებით გაიარა ფსიქოლოგიის კურსი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა, უნარები და გამოცდილება მისცა მის საქმიანობაში.

ელენე ჩვენს კლინიკაში უწევს კოორდინაციას პაციენტებს, დეტალურად პასუხობს მათ მიერ დასმულ შეკითხვებს და უზრუნველყოფს მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას, როგორც პროგრამაში ჩართვამდე ასევე მის შემდგომ.

ელენე, როგორც მზრუნველი და მაღალი ემპათიის მქონე ადამიანი, ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ კლინიკა ბეტა პლიუსის თითოეული პაციენტი ჩვენგან კმაყოფილი და წარმატებული წავიდეს.

თათია მესხი

კვერცხუჯრედის დონორისა და სუროგატი დედის კოორდინატორი

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, თათიამ ამავე უნივერსტიტეში გაიარა სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგები და მოიპოვა, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ცოდნა. შემდგომ კი, გადაწყვიტა სოციალური მედია და პიარის მიმართულებით პროფესიონალური განვითარება. აღნიშნულ სფეროში რამოდენიმე წლიანი მუშაობის გამოცდილების შემდგომ, მან განივითარა ისეთი უნარები როგორებიცაა: დროის მენეჯმენტი, დაგეგმვა, ორგანიზება.

თათია ჩვენი კლინიკის გუნდს შემოუერთდა კვერცხუჯრედის დონორებისა და სუროგატი დედების კოორდინატორის პოზიციაზე. თათია ხვდება პოტენციურ დონორებსა და სუროგატებს, აცნობს მათ პროგრამის ყველა დეტალს და რწმუნდება, რომ ისინი თავს გრძნობენ თავდაჯერებულად, კომფორტულად და უსაფრთხოდ. ის ყოველთვის მზადაა პასუხი გასცეს სუროგატი დედებისა და დონორების ყველა კითხვას, რათა მათ ჰქონდეთ მაქსიმალური კომფორტი მთელ პროცესში. თათია გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით საქმისადმი, კომუნიკაბელურობით და გუნდურობით. ის ზრუნავს, რომ კლინიკა ბეტა პლიუსის თითოეული პაციენტი ჩვენგან კმაყოფილი და წარმატებული წავიდეს და მთლიანად ეს პროცესი იყოს შეუფერხებელი და საიმედო.

თამარ მუჩიაური

ფინანსური ადმინისტრატორი


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ თამარმა მოიპოვა მაგისტრის ხარისხი პროექტის მენეჯმენტში. თამარი მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში უფროსი მოლარეს პოზიციაზე,  სადაც მან დიდი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა ფინანსების მართვის მიმართულებით.
ბეტაპლუს ფერტილიტიში თამარის ფუნქციაა სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების მართვა, პაციენტების ასისტირება ფინანსურ საკითხებში, ყოველთვიური რეპორტების წარმოება.

ქეთა ენდელაძე

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ,ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალობის დასრულების შემდეგ , ქეთევანი დასაქმებული იყო რამდენიმე წამყვან ორგანიზაციაში სხვა და სხვა პოზიციაზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ის მუშაობდა სკოლის აღსაზრდელებთან კლასის კოორდინატორ-ფსიქოლოგის პოზიციაზე. რამდენიმე წლიანი გამოცდილების შემდეგ მან მუშაობა გააგრძელა კლინიკა კურაციოში ადმინისტრატორის პოზიციაზე,სადაც მიიღო გამოცდილება,როგორც მიმღები რეგისტრატორის,ასევე სამედიცინო სფეროში,მისი მიზანი კარიერული წინსვლა და რაც შეიძლება მეტი გამოცდილების დაგროვებაა ადამიანური რესურსების მართვაში.

ის თვლის, რომ პაციენტთან შეხებისას, ადმინისტრატორის კეთილგანწყობა უმთავრესია,რათა პოზიტიური განწყობა შეუქმნას კლინიკის და იქ დასაქმებული პერსონალის მიმართ,რაშიც მას მისი პროფესია ძალიან ეხმარება. პაციენტებთან მეგობრული დამოკიდებულება აძლევს სტიმულს,რომ მთელი დღის მანძილზე ენერგიულად შეძლოს სამუშაო პროცესის წარმართვა.

ელენე გელაშვილი

ადმინისტრაციული მენეჯერი

ელენე არის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული. სამუშაოს პარალელურად ამავე უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხს იღებს.

ელენე ჩვენი კომპანიისთვის დიდი ძალაა. ის ეხმარება ფინანსურ განყოფილებას დოკუმენტების არქივში დაგეგმვის, ორგანიზების და ნოტარიულად დამოწმებული კონტრაქტების შედგენის გზით. ელენე განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევა და ყოველთვის იჩენს ინიციატივას მოხალისეობით, რათა დაეხმაროს თავისი გუნდის წევრებს.

ელენე ფლობს ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებს.

თამარ გოგლიჩიძე

ხარისხის მართვის მენეჯერი

სავსე ენთუზიაზმითა და მრავალწლიანი გამოცდილებით პერსონალის მომსახურეობის სფეროში, თამარი კლინიკა „ბეტა პლუს ფერტილიტიში“ ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ თითოეული პაციენტი ჩვენგან კმაყოფილი წავიდეს.

როგორც ხარისხის მართვის მენეჯერი, თამარი ღიმილით ესალმება კლინიკაში მოსულ პაციენტებს, სიამოვნებით პასუხობს მათ კითხვებს და მთელი ვიზიტის განმავლობაში მონიტორინგს უწევს მომსახურების პროცესს. თამარი პასუხისმგებელია კლინიკაში მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფაზე და მუდმივად ნერგავს ახლებურ სტანდარტებს. მას ზუსტად ესმის პაციენტების მოთხოვნილებები და დაუზარებლად ახორციელებს სერვისის ხარისხის ეფექტური კონტროლს.

თამარის გულისხმიერი, მეგობრული დამოკიდებულება უზრუნველყოფს კლინიკაში მოსული პაციენტებისთვის მშვიდ, პროფესიონალურ და საიმედო გარემოს.

ავთანდილ ლურსმანაშვილი

ლოჯისტიკის მენეჯერი/მძღოლი

წარჩინებით დავამთავრე საქ. სახელმწიფო აგრარი უნივერსიტეტი მანქანათ მშენებლობის განხრით, რის შემდეგაც ასევე წარჩინებით გავიარე კომპიუტერული პროგრამების საგანმანათლებლო სერთიფიცირებული კურსები სასწავლო ცენტრში "ცოდნა".

ვმუშაობდი ფრანგული წარმოშობის საბანკო სისტენაში ე.წ " სოსიეტე დე ჟენერალის" " ბიზნეს ცენტრის" მთავარ მენეჯერად და ადმინისტრატორად 1 წლის განმავლობაში სადაც გავიღრმავე მენეჯერული ცოდნა (თვისებები).

შემდეგ გადავედი კომპანია "ბლექსი გრუპში" სადაც ვიმუშავე მობილიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირის შემსრულებელის თანამდებებობაზე, სადაც მივიღე და დავაგროვე უდიდეს ცოდნა. სადაც შევიძინე გუნდური მუშაობის სპეციფიკა და ვცდილობდი ჩემს სამსახურში დაქვემდებარებულ თითოეულ თანამშრომელს დავხმარებოდი განვითარებაში და ცოდნის გაღრმავებაში სხვადასხვა მიმართულებით რაც ამ სამყსახურს გახდიდა უფრო მეტად პროფესიონალებით დაკომპლექტებულს და უდიდესი პასუხისმგებლობის მქონეს, ჩემმა გუნდა ყველა პროექტში მიიღო მონაწილეობა და დაატკიცა თავისი პროფესიონალურობა და კომპანიის ხარისხის წარმოჩენა დიდ არეალზე.

შეფახსენებთ რო. ზემოთ ხსენებული კომპანია საქ. "გზების დეპარტამენტთან" ერთად ახორცილებდა და ახორციელებს და უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით კეთილმოწყობილი და ევროსტანდარტებზე დამტკიცებული გზების მშენებლობას.

წელიწადნახევრის შემდეგ კარიერა გავაგრძელე სამშენებლო კომპანია "დანი ქონსთრაქშენში" ლოჯისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე სადაც ასევე მიწევდა ჩემი დაქვემდებარების ქვეშ მყოფ გუნდდთან ერთად სამსახურეობრივი ვალდებულებებისა და სხვადა სხვა განხრით საქმის ხარისხიანად შესრულება რაც მოიცავდა კომპანიის დაქვემდებარების ქვეშ ყველა სამშ. ობიექტის მომარაგება ყველანაირი საჭირო სამშ. მასალებით თუ ტექნიკით, ყველა პრობლემის გაანალიზება გარჩევა და რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრა.

2022 წელს შევუერთდი "ბეტა პლიუსის" გუნდს ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე სადაც ასევე ვცდილობ რომ ჩემზე დაკისრებული მოვალეობა შევასრულო პირნათლად და შეცდომების გარეშე რომ სამუშაო ხარისხი და პროფესიონალიზმი იყოს ყოველთვის თავის სიმაღლეზე და უწყვეტად მიმდინარეობდეს სამუშაო პროცესი.

ხათუნა გელაშვილი

ლაბორატიორიის ხელმძღვანელი, ექიმი-ლაბორნტი

ქალბატონმა ხათუნამ წარჩინებით დამთავრა თბილისის ბიოლოგიური მედიცინის და ეკოლოგიის ინსტიტუტი (სპეციალობა-ლაბორატორიული მედიცინა) შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში - სარეზიდენტო პროგრამა ლაბორატორიულ მედიცინა (ექიმი–ლაბორანტის პოზიცია) და ფლობს ექიმი ლაბორანტის ლიცენზიას.

მას გააჩნია მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება,ისეთ წამყვან კლინიკებში, როგორიცაა:
1. ლაბორატორია"PCRდიაგნოსტიკა" 2 .შ.პ.ს. ნიკოლოზ ყიფშიძის სახ.ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ცენტრალური ლაბორატორია-პასუხისმგებელი მორიგე ექიმი-ლაბორანტი. 3. ევროპული სამედიცინო ლაბარატორია „synevo“-. 4. . ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ლაბორატორია 5. კლინიკა „ ინოვა“ლაბორატორია. 6. დ.ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი: უფროსი სპეციალისტი ექიმი-ლაბორანტი
7.შ.პ.ს.“მედიკალ სერვის ენდ კონსალტინგ“ ( SWISSdoktorLabs)-სამედიცინო ლაბორატორია. ადმინისტრაციული მენეჯერი
გამოირჩევა მაღალი შრომისუნარიანობით და პასუხისმგებლობით მასზედ დაკისრებული მოვალეობების მიმართ.

თეონა ჩანადირი

ექიმი-ლაბორანტი

თეონამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, რის შემდეგაც რეზიდენტურა გაიარა ლაბორატორიული მედიცინის განხრით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროგრესული განვითარების ინსტიტუტში.

თეონა არის ლიცენზირებული ექიმი.იგი 2014წლიდან მუშაობდა კლინიკა „ინოვაში“ -ექიმ ლაბორანტად. 2021წლიდან მუშაობს თბილისის დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში ექიმ ლაბორანტად და ასევე ბათუმის დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელად.

იგი ახლახან შემოუერთდა ბეტა პლუსის გუნდს და მზად არის მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს მაღალი პასუხისმგებლობით.

თამარ სტურუა

ექიმი ლაბორანტი

თამარ სტურუამ წარჩინებით დაამთავრა ივ.ჯავახიშვლის სახ.თსუ-ს ბიო-სამედიცინო ფაკულტეტი,შემდეგ სწავლას აგრძელებს თსსუ-ში, დიპლომის შემდგომი პროფესიული დახელოვნების პროგრამით,რის შედეგადაც მიენიჭა სერთიფიკატი და არის ლიცენზირებული ექიმი ლაბორანტი.

თამარს აქვს ლაბორატორიულ მედიციანაში 15 წლიანი გამოცდილება. მუშაობდა ექიმ ლაბორანტის პოზიციაზე თბილისის წამყვან კლინიკებში,, კერძოდ: დ.ქორიძის სამშობიარო სახლი,new hospitals-ში, synevo -ს საერთაშორისო ლაბორატორია,პერსონალიზირებული მედიცინის ინსტიტუტი,ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი,ნიუ ვიჟენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი.

თამარი, 2022წელს დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით შემოუერთდა „ბეტა პლიუსის“ გუნდს და მზად არის მისი პიროვნული თვისებები :მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი გუნდური მუშაობის პრინციპი,სრულად გამოავლინოს ლაბორატორიის და კლინიკის ყოველდღიურ საქმიანობაში.

ნათია ხუნაშვილი

უმცროსი ექიმი

ნათიამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და შეიძინა პრაქტიკული გამოცდილება თბილისის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში.

1 ავერსის კლინიკა -ლაბორანტის პოზიცია,
2 ბოჭორიშვილის კლინიკა - ლაბორანტად
3 შ.პ.ს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაის ცენტრალური ლაბორატორია- ლაბორანტად:
4. ნიუ-ჰოსპიტალის ლაბორატორიაში-უმცროსი ექიმი ლაბორანტი.

მისი თვისებებიდან აღსანიშნავია: სწრაფი ათვისების და სწავლის უნარი და ექსტრემალურ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება ,შრომისმოყვარეობა.

თამუნა ლიპარტელიანი

ორსულობა და მშობიარობის შემდგომი მოვლის კოორდინატორი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ თამუნამ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამაზე. თამუნას აქვს სადაზღვევო კომპანიაში სამედიცინო პროვაიდერების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება. მანამდე ის მუშაობდა კლინიკაში ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერად. იგი მოხალისედ მუშაობდა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში და Equality Health Foundation-ში და თარგმნიდა სამედიცინო მასალებს ინგლისურიდან ქართულ ენაზე ქართველი ემიგრანტებისთვის. თამუნა მუშაობს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი მოვლის კოორდინატორად Beta Plus Fertility Clinic-ში და ეხმარება მშობლებს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

ის კავშირშია პოტენციურ მშობლებთან, სუროგატ დედებთან და ექიმებთან, რაც ამ პროცესს ყველა მათგანისთვის მარტივ და გამჭვირვალე გამოცდილებად აქცევს. მშობიარობის შემდეგ იგი ეხმარება მშობლებს დაბადების მოწმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის დაგეგმვით, ორგანიზებით და შეგროვებით. საქართველოში ყოფნისას ის გულმოდგინედ უწევს მშობლებს საერთო დახმარებას. მისი მომხმარებელზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულება მასში არაჩვეულებრივ პროფესიონალს ქმნის.

თამუნა ფლობს ქართულსა და ინგლისურ ენებს.