PGD/PGS

პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა

პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა ხორციელდება სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როდესაც პროცედურას შეუძლია გაზარდოს ჯანსაღი, სრულვადიანი ორსულობის შანსი. პიჯიდი გამოიყენება სხვადასხვა გენეტიკური ანომალიების გამოსავლენად, როგორიცაა ანეუპლოიდია და მონოგენური დაავადებები და ამცირებს ბავშვებზე გენეტიკური დაავადებების გადაცემის რისკს. ჩვეულებრივ ტარდება ტესტირება შემდეგ დაავადებებზე: ცისტური ფიბროზი, X-ქრომოსომის სინდრომი, მიოტონიური დისტროფია, ტეი-საჩის დაავადება და თალასემია.  
ამასთანავე პიჯიდი ჩვეულებრივ გამოიყენება ექსტრაკორპორული განაყოფიერების პროგრამების ფარგლებში იმ მშობლებისთვის, ვისაც სურთ ოჯახის დაბალანსება ან უბრალოდ გარკვეული სქესის ბავშვის ყოლა. საქართველოს კანონმდებლობით სქესის შერჩევა ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით, იმ შემთხვევაში თუ არსებობს სქესთან შეჭიდული გენეტიკური დაავადებების გადაცემის რისკი.

პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი

პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი (პიჯიეს) პიჯიდი ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება ჯანსაღი ორსულობის ალბათობის ზრდის მიზნით ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ განმეორებითი სპონტანური აბორტები და უშვილობა. სკრინინგის დროს ემბრიონებს იკვლევენ ანეუპლოიდიაზე, ქრომოსომების რიცხვის დარღვევაზე, ქრომოსომების ნორმალური რაოდენობის მქონე ემბრიონების იდენტიფიცირების და მათი საშვილოსნოში გადატანის მიზნით. ამ პროცედურის დახმარებით ბევრმა ქალმა მიაღწია ჯანსაღ, წარმატებულ ორსულობას.

პიჯიდი და პიჯიესთან ასოცირებული რისკები

როდესაც პროცედურა ტარდება ჩვენს კლინიკაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის მსგავსი გამოცდილი პროფესიონალების მიერ, რისკი შედარებით დაბალია. თუმცა ისევე როგორც ნებისმიერი პროგრამის და პროცედურის შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებამდე, ჩვენი გუნდი, თქვენი სრული ინფორმირულობის მიზნით, განიხილავს თქვენთან ერთად ყველა ასპექტს. ზოგადად, ემბრიონების სხვადასხვა უჯრედებში არსებულმა ქრომოსომების შეუსაბამისობამ, შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი ან ცრუ დადებითი შედეგი.

ამგვარმა შედეგმა ზოგჯერ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს პროცედურის სიზუსტეზე და მთლიანობაში ექსტრაკორპორული განაყოფიერების წარმატების მაჩვენებელიც კი შეამციროს. გარკვეულ შემთხვევებში, ემბრიონების შეზღუდული რაოდენობისას, მკურნალობის წარმატების მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით, ეს მეთოდები შეიძლება არც კი იყოს რეკომენდებული. სხვა შემთხვევებში, პირიქით ამ მეთოდიკამ შეიძლება ჯანსაღი ორსულობის მიღწევას შეუწყოს ხელი. ყველა პრო- და კონტრარგუმენტი ყოველთვის უნა იყოს განხილული თქვენს ექიმთან ნებისმიერი პროგრამის დაწყებამდე.

ხართ თუ არა თქვენ პიჯიდის -ს ან პიჯიესის -ს კანდიდატი?

ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს თქვენს მოთხოვნებს, სურვილებს, თქვენს ინდივიდუალურ მდგომარეობას თქვენთვის ყველაზე შესაფერისი მკურნალობის კურსის განსაზღვრისთვის. ქვემოთ მოყვანილი ჩვენებები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ პგდ ან პგს შესაძლოა თქვენი პროგრამის ნაწილი გახდეს:

პიჯიდის -ს ჩვენებები

  • ქრომოსომების ანომალური რიცხვი
  • გენეტიკური მუტაციები
  • შთამომავლებში გენეტიკური დაავადების გავრცელების პრევენცია
  • განმეორებითი სპონტანური აბორტები
  • მომავალი ბავშვის სქესის შერჩევა

პიჯიესის -ს ჩვენებები

  • ოჯახში ქრომოსომული დარღვევების არსებობა
  • განმეორებითი სპონტანური აბორტები
  • წარუმატებელი ექსტრაკორპორული განაყოფიერების მცდელობები
  • როდესაც დედის ასაკი 35 წელს აღემატება