წარმატების მაჩვენებელი

წარმატების მაჩვენებელი

ჩვენ ვამაყობთ ჩვენს მიერ მიღწეული და შენარჩუნებული წარმატების მაღალი მაჩვენებლით. 80% – ზე მეტი – ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი ხელოვნური განაყოფიერების სფეროში. ჩვენ უდიდესი სერიოზულობით ვეკიდებით ჩვენს მდგომარეობას და პასუხისმგებლობას მშობლების მიმართ.

გარკვეულ წილად წარმატების მაღალი მაჩვენებელი უკავშირდება ჩვენს გამოცდილ, კარგად განსწავლულ, მაღალკვალიფიციურ მედიკოსებს. მათ აქვთ წვდომა ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებთან, რაც პაციენტისთვის მიზნის მიღწევის მაღალი შანსის მინიჭების ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ჩვენი გუნდი სრულად არის მიმართული პაციენტებისთვის კომფორტული და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უშფოთველი, სტრესისგან თავისუფალი ატმოსფერო ხელს უწყობს ჯანსაღ ორსულობას და სრულვადიანი ბავშვის დაბადებას.

წარმატების 80% -ნი მაჩვენებელი

ჩვენ ვათვითცნობიერებთ, რომ ხელოვნური განაყოფიერების კლინიკის არჩევისას მშობლებს სურთ დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ პროგრამის დასრულებისას განხორციელდება მათი მიზანი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ გაუმჯობესებული შედეგების მისაღწევად და წარმატების მაღალი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად. წარმატების 80%-ნი მაჩვენებელი ბევრ რამეზე მეტყველებს. ასეთი შედეგის მიღწევა შესაძლებელია, მხოლოდ ერთდროულად მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით.

ჩვენი გუნდის ფუნდამენტია პროფესიონალური ეთიკა, თანაგრძნობა და თითოეული მშობლის იმედების და სურვილების მიმართ ურყევი ერთგულება. ჩვენ, უშვილობასთან ბრძოლაში, ათასობით მშობელს აღმოუჩინეთ დახმარება. მზად ვართ თქვენს გამოგიწოდოთ ხელი და დაგეხმარებით სანუკვარი სურვილის ასრულებაში.

თქვენი ისტორია – თქვენი შვილი

თითოეული ისტორია, უშვილობასთან ბრძოლის თითოეული გზა არის ინდივიდუალური და განუმეორებელი. თუმცა არავინ უარყოფს, რომ არის ერთი რამ, რაც აერთიანებს ყველა ამ ისტორიას. ეს არის გადაწყვეტილების ძებნასთან დაკავშირებული ემოციური და ფინანსური ტვირთი. ჩვენ კლინიკაში დარწმუნებული ვართ, რომ შესაძლებელია წარმატებული, ჯანსაღი ორსულობის მიღწევა ზედმეტი სირთულეების გარეშე. სწორედ ამიტომ, შევიმუშავეთ ხელმისაწვდომი და ეფექტური პროგრამები, რომლის მეშვეობით შეძლებთ თქვენი პრობლემის გადაჭრას და აიხდენთ ნანატრი შვილის დაბადების სურვილს. ეს თქვენი ისტორიაა, ეს თქვენი შვილია.