TM7

ჩვენ ვართ რევიტალი და იანაი, წყვილი ისრაელიდან. 10 წლის განმავლობაში ვცდილობდით, რომ შვილი გვყოლოდა. ერთ -რთმა ახლო მეგობარმა გვირჩია ბეტაპლუს კლინიკის შესახებ საქართველოში. მოვიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტითაც. ძალიან კარგი რეპუტაცია აღმოაჩნდა კლინიკას. ჩამოვედით თბილისში და დავგეგმეთ პროგრამა. პირველი შვილი ბიჭი დორიაც სუროგაცცის გზით გვყავს გაჩენილი საქართველოში. მან სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ამიტომაც ბევრი არ გვიფიქრია , რომ განმეორებითი პროგრამა დაგვეგეგმა.
მეორე პროგრამა ადვილი არ აღმოჩნდა ჩვენთვის, რადგან სამი წარუმატებელი პროგრამა გვქონდა ბეტა კლინიკაში და მეოთხე ცდაზე დარჩა ჩვენი სუროგატი ორსულად. მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკაში საოცრად მყიდრო და ოჯახური გარემოა. შესაბამისად ჩვენ იმედი არასდროს დაგვიკარგავს. ექიმები ძალიან ყურადღებიანი და კვალიფიციურნი არიან. რა კითხვითაც არ უნდა მიმემართა მათთან ყოველთვის, ყოველთვის ამომწურავ პასუხს ვიღებდით. შესაბამისად ჩემი გამოცდილება ამ კლინიკასთან უბრადოლ არაჩვეულებრივია.

«
»