კვერცხუჯრედის დონაცია

კვერცხუჯრედის დონაცია

კვერცხუჯრედის დონაციის ჩვენი პროგრამა პრობლემის გადაწყვეტის იდეალური ხერხია უშვილო ქალბატონებისათვის, რომელთა საკვერცხეები კვერცხუჯრედებს ვეღარ გამოიმუშავებენ. პროგრამის განხორციელების თითოეული ნაბიჯის დროს თქვენთან ერთად იქნება ჩვენი მზრუნველი, თანაგრძნობით აღსავსე, თავდადებული გუნდი. ჩვენი უპირველესი მიზანია თქვენი კეთილდღეობის და კომფორტის უწყვეტი უზრუნველყოფა. პროგრამის მსვლელობისას მოგვმართეთ კითხვებით, გაგვიზიარეთ თქვენი წუხილი, გამოთქვით მოსაზრებები იმის თაობაზე თუ რა შეგვიძლია დამატებით გავაკეთოთ თქვენთვის და თქვენი მზარდი ოჯახისთვის.

კვერცხუჯრედის ადგილობრივი და საერთაშორისო დონორები

ჩვენს კლინიკას აქვს ადგილობრივი ქართველი დონორების მონაცემთა ბაზა. თუმცა ჩვენ გვესმის, რომ თითოეულ ოჯახს გააჩნია განსხვავებული სურვილები და მოთხოვნები. თუ თქვენ ეძებთ თქვენი ოჯახისთვის სპეციფიკურად შესატყვისს საერთაშორისო დონორს, ჩვენ დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით თქვენთვის შესაფერისი დონორის მოძიებაში. ვინც არ უნდა აირჩიოთ დონორად, იყავით დარწმუნებული, რომ მასზე სათანადოდ ზრუნავენ და რომ იგი სრულად აკმაყოფილებს ყველა აუცილებელ კრიტერიუმს. ჩვენი ამოცანაა დაგეხმაროთ ჯანმრთელი ბავშვის დაბადებაში, რომელსაც თქვენ წაიყვანთ სახლში ჩვენი ერთობლივი გზის დასრულებისას.

Egg Donation in Georgia

კვერცხუჯრედების დონორის შერჩევა

კვერცხუჯრედების დონორის შერჩევა – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც თქვენ, როგორც მშობელს, პროგრამის მსვლელობისას მოგიწევთ. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით თქვენთვის ჯანმრთელი დონორის კანდიდატურის მოწოდების ვალდებულებას. თითოეულ დონორს ჩვენი ადგილობრივი და საერთაშორისო დონორების მონაცემთა ბაზაში ჩართვამდე უტარდება საგულდაგულო გამოკვლევა. როდესაც დადგება დონორის შერჩევის დრო, თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას მრავალი ახალგაზრდა, ჯანმრთელი, ქარიზმატული, კრეატიული, ჭკვიანი და მშვენიერი დონორის შესახებ. ყველა მათგანი დიდი სიამოვნებით დაგეხმარებათ თქვენი მიზნის განხორციელებაში. ყველა დონორს უტარდება გამოკვლევები, იმის დასადასტურებლად, რომ:

  • ისინი ჯანმრთელნი არიან და მათ არ აქვთ სგგდ (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები)
  • ისინი ფსიქოლოგიურად ჯანმრთელნი არიან
  • ისინი არ ეწევიან ან არ მოიხმარენ ნარკოტიკს
  • მათ აქვთ რეგულარული მენსტრუალური ციკლი
  • ისინი ათვითცნობიერებენ მათზე დაკისრებულ დონორის როლს

დონორის შერჩევისას, წვდომა დონორების პროფილთან გაამარტივებს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებას. დონორების პროფილი მოიცავს მნიშვნელოვან მონაცემებს, როგორიცაა დონორების ფოტოსურათები, ბიოგრაფია, ინფორმაცია განათლების, ოჯახის ისტორიის, გენეტიკის, ჯანმრთელობის, კერძოდ კი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. 

განსაკუთრებული ზრუნვა – წარმატების მაღალი მაჩვენებლის საწინდარი

კლინიკა Beta Plus Fertility-ს არჩევისას, შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენი დონორი ღებულობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას და ზრუნვას და მას სათანადო პატივისცემით ეპყრობიან პროგრამაში მისი ჩართულობის მთელი პერიოდის განმავლობაში. დონორების თავდადება, თქვენი მიზნის განსახორციელებლად, იმსახურებს საუკეთესო მოპყრობას. ჩვენ ვთხოვთ დონორებს ნებისმიერ დროს შეგვატყობინონ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი კეთილდღეობისთვის და კომფორტისთვის. დონორებისთვის კომფორტული პირობების შექმნით, მათ ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე უწყვეტი ზრუნვით, ჩვენ ვინარჩუნებთ წარმატების მაღალ მაჩვენებელს და უზრუნველვყოფთ პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის კმაყოფილებას და ბედნიერებას.