მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ევროპული კლინიკა საქართველოში

“You’ll Love The Way

We Care

Fertility
Testing

Fetal
Medicine

Genetic
Centre

Infertility
Treatment

Women
Consultation

World Class
Treatment

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლინიკა ბეტა პლიუსში

ბეტა პლიუსი არის ერთადერთი ევროპული კლინიკა საქართველოში, რომელიც უშვილო წყვილებს სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებებს: ექსტრაკორპორული განაყოფიერება, კვერცხუჯრედის დონაცია, გესტაციური სუროგაცია, პრედიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტირება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენი პროფესიონალი ექიმების და უცხოელი ემბრიოლოგების დახმარებით გვაქვს შესაძლებლობა, შევთავაზოთ უშვილო წყვილებს რეპროდუქციული ხასიათის პრობლემების გადაჭრა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აპრობირებული მიდგომებითა და ტექნოლოგიებით. როდესაც თქვენ ირჩევთ ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა ბეტა პლუსს, თქვენ ირჩევთ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელთა მიზანი თქვენი თანადგომა და სანუკვარი ოცნების ახდენაა.

წარმარტებული ორსულობის
87%
ზე მეტი შემთხვევა

ჩვენი კლინიკის შესახებ

Highly Qualified Specialists

მაღალკვალიფიციური სპეციალისტები

ჩვენი გუნდი გამორჩეულია მაღალი დონის პროფესიონალი ექიმებით. თითოეულ მათგანს აქვს ექსტრაკორპორული განაყოფიერების (ეკგ) და უშვილობის მკურნალობის სფეროში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება. ყველა მათგანმა გაიარა ტრენინგი და ისწავლა აშშ-სა თუ ევროპაში და შეიძინა თქვენთვის მაღალკვალიფიციური ზრუნვის აღმოჩენისთვის აუცილებელი კვალიფიკაცია.

We Provide All Types of Fertility Solutions

ჩვენ გთავაზობთ რეპროდუქციული პრობლემების გადაჭრის ყველა შესაძლო მეთოდს

ჩვენს გუნდს შესწევს უნარი და მზადაა დაგეხმაროთ უშვილობის პრობლემის დაძლევაში. ჩვენ გთავაზობთ რეპროდუქციული ხასიათის სირთულეების, უშვილობის და სხვა გინეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას.

Latest High Tech Equipment

მოწინავე ტექნოლოგიები

კლინიკა ბეტა პლიუსი აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე, მოწინავე ტექნიკით. ჩვენი უწყვეტი თანხვედრა პროგრესულ ეკგ ტექნოლოგიებთან შესაძლებლობას გვაძლევს შევთავაზოთ მშობლებს ქვეყანაში წარმატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

ჩაეწერეთ კონსულტაციაზე დღესვე!

უფასო კონსულტაცია

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ხელოვნური განაყოფიერება არ არის აუცილებელი პროცედურა ყველა უშვილო პაციენტისათვის. უშვილობის თითოეული შემთხვევა უნიკალურია, შესაბამისად, როდესაც მოგვმართავთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი მკურნალობის სქემის განსაზღვრის მიზნით, პირველ რიგში ჩავატარებთ თქვენი რეპროდუქციული ფუნქციის დიაგნოსტიკურ გამოკვლევას და შემოგთავაზებთ შესაფერისი მკურნალობის სქემას. მკურნალობის სქემა ვარირებს სხვადასხვა ხასიათის რეპროდუქციული პრობლემების მიხედვით, როგორიცაა პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი, ენდომეტრიოზი, მეორადი უშვილობა, იმუნური დარღვევებით გამოწვეული უშვილობა, საშვილოსნოს ფიბრომა, ოვულაციის დარღვევა, შეხორცებები მცირე მენჯის ღრუში და ა.შ.

Many couples know they want to have children, but they also want to wait until they feel the time is right. For these couples, we offer egg and sperm freezing services. These services are intended to preserve the genetic materials of each parent for future use when they are ready to either start or grow their family.

მრავალი ადამიანი დარწმუნებულია, რომ სურთ შვილის ყოლა, თუმცა მათ ასევე სურთ დაელოდონ ამისათვის შესაფერის დროს. ასეთ პაციენტებს ჩვენ ვთავაზობთ კვერცხუჯრედის და სპერმის გაყინვის სერვისებს. აღნიშნული პროცედურების მეშვეობით ხდება ორივე მშობლის გენეტიკური მასალის შენარჩუნება, რათა მათ შეძლონ მისი გამოყენება, მაშინ, როდესაც მზად იქნებიან ამისათვის.

მკურნალობის ეს მეთოდი შესაძლოა იდეალური იყოს წყვილებისთვის, რომლებშიც აღინიშნება გაურკვეველი გენეზის ან მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უშვილობა. მკურნალობა დიფერენცირებულია ექიმის რეკომენდაციების მიხედვით, თუმცა თავისი არსით საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია – დაბალი რისკის შემცველი მარტივი პროცედურაა, რომელიც გეხმარებათ თქვენი საბოლოო მიზნის – ბავშვის ყოლის განხორციელებაში. ინსემინაციის წარმატების კოეფიციენტი ჩვენს კლინიკაში საკმაოდ მაღალია და 50 % უტოლდება.

ჩვენს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს აქვთ წვდომა უახლეს ტექნოლოგიებთან, რაც პაციენტებისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენი მიზანია – კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში თქვენი წარმატების უზრუნველყოფა. ექიმები ევროპიდან და აშშ-დან აწარმოებენ ხარისხის კონტროლს დასახულ მიზანთან მუდმივი თანხვედრის უზრუნველყოფის მიზნით. სრულყოფილებისკენ ჩვენი სწრაფვის შედეგად ჩვენ მივაღწიეთ საკუთარი კვერცხუჯრედებით ექსტრაკორპორული განაყოფიერების 50%-იან წარმატების მაჩვენებელს, ხოლო დონორის კვერცხუჯრედით ექსტრაკორპორული განაყოფიერების წარმატების მაჩვენებელი 80%-ს აღემატება.

ჩვენ გვესმის, თუ რამდენად რთულია კვერცხუჯრედის დონორის აყვანაზე გადაწყვეტილების მიღება. გვესმის ისიც, რომ თითოეულ ოჯახს აქვს განსხვავებული სურვილები და მოთხოვნები კვერცხუჯრედის დონორის მიმართ., ჩვენ დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით შესაფერისი დონორის მოძიებაში. ვინც არ უნდა აირჩიოთ დონორად, იყავით დარწმუნებული, რომ მასზე სათანადოდ იზრუნენებ ჩვენი ექიმები. დონორებისთვის კომფორტული პირობების შექმნით, მათ ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე უწყვეტი ზრუნვით, ჩვენ ვინარჩუნებთ წარმატების მაღალ მაჩვენებელს, და უზრუნველვყოფთ პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის კმაყოფილებას და ბედნიერებას.

სუროგაცია ხშირად ბოლო იმედია უშვილო წყვილებისთვის. სუროგაცია კანონიერია ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, ასევე აშშ ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, რუსეთში და სომხეთში. საბედნიეროდ, საქართველოს კანონმდებლობაც გვაძლევს შესაძლებლობას კანონიერ საფუძველზე მიაწოდოს ქორწინებაში მყოფ წყვილებს სუროგაციის სერვისები.
სუროგატ დედებზე ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის, მათი ყველა ფსიქოლოგიური და ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების წყალობით ჩვენ მივაღწიეთ სუროგაციის პროგრამების წარმატების მაღალ მაჩვენებელს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს შევთავაზოთ მშობლებს მათი პრობლემის გადაწყვეტა და დავეხმაროთ ნანატრი ბავშვის ყოლაში.

მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უშვილობის, აზოოსპერმიის, გართულებული ეაკულაციის შემთხვევებში ჩვენს კლინიკას შეუძლია შესთავაზოს პაციენტებს სპერმის ტესტიკულარული ასპირაციის მეთოდი. ამ მეთოდის მეშვეობით ჩვენი უროლოგები ახდენენ თქვენს მიერ შერჩეული ექსტრაკორპორული განაყოფიერების (IVF) და სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექციის (ICSI) შემცველი პროგრამისთვის სპერმის ასპირაციას. პროცედურა ხორციელდება ჩვენი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი უროლოგების მიერ, როგორც წესი, კვერცხუჯრედის ასპირაციის დილას, თუმცა შეიძლება ერთი დღით ადრეც განხორციელდეს სპერმის ინ-ვიტრო მომწიფებისთვის. თქვენი ექიმი გადაწყვეტს რომელი ვარიანტი სჯობს უკეთესი შედეგების მისაღებად.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა

ჩვენი პროგრამები

ჩვენ დიდი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით ვეკიდებით პაციენტებთან და ოჯახებთან მიმართებაში ჩვენი საქმიანობის ყველა ასპექტს. რაც შეეხება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების დანერგვას და მათ მიმდევრობას, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი დარწმუნებულია იმაში, რომ ყველა კომპანიას, ყველა შესაძლო სფეროდან ჩვენსავით რომ ქონდეს გააზრებული ეს ცნება, სამყარო აუცილბლად გახდებოდა უკეთესი ადგილი საცხოვრებლად. ამიტომ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპზე და ამის საფუძველზე ჩვენ გარკვეული პერიოდულობით ვთავაზობთ პაციენტებს სხვადასხვა სახის დახმარებას.

უფასო კონსულტაციები, განმეორებითი ტრანსფერი გაყინული ემბრიონით და სხვადასხვა ფასდაკლებები ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამებია. ისინი განკუთვნილია იმ წყვილებისთვის, რომლებიც განიცდიან ფინანსურ სირთულეებს და გაიარეს ხელოვნური განაყოფიერების რამდენიმე უშედეგო მცდელობა. ჩვენ დიდ სიხარულს გვანიჭებს აღნიშნული პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე.

სუროგაცია

ბოლო იმედი მრავალი წყვილისათვის

სუროგაცია ხშირად ბოლო იმედია უშვილო წყვილებისთვის. სუროგატ დედებზე ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის, მათი ყველა ფსიქოლოგიური და ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების წყალობით ჩვენ მივაღწიეთ სუროგაციის პროგრამების წარმატების მაღალ მაჩვენებელს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს შევთავაზოთ მშობლებს მათი პრობლემის გადაწყვეტა და დავეხმაროთ ნანატრი ბავშვის ყოლაში. საქართველოს კანონმდებლობით სუროგაციის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ ქორწინებაში მყოფ წყვილებს.

მომსახურების სტანდარტები

მოლოდინს მიღმა

ბეტა პლიუსის გუნდი დარწმუნებულია იმაში, რომ ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა ის წმინდა ადგილია, სადაც, ყოველდღიურად განხორციელებული საქმიანობა უნდა აჭარბებდეს ყოველგვარ მოლოდინს, იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი სიცოცხლის სასწაული და იმედგაცრუებული არ დავტოვოთ ჩვენს იმედად მყოფი არც ერთი პაციენტი. ჩვენი მიზანია გამოვიჩინოთ შეუდარებელი თანადგომა და თანაგრძნობა თითოეული პაციენტის მიმართ. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის ყოველი წევრი მიიჩნევს თავის პერსონალურ მოვალეობად და მორალურ პასუხისმგებლობად, მომავალი მშობლების წინაშე გააკეთოს ყველაფერი მათი სანუკვარი ოცნების ასრულებისთვის.

თითოეულ პიროვნებას თავისი საჭიროებების, მოთხოვნილებების, სურვილების, შეძენილი გამოცდილების მიხედვით შეიძლება გააჩნდეს საკუთარი მოლოდინი მიღებულ შედეგებთან თუ სერვისთან მიმართებაში. ამიტომ ჩვენი მიზანი და ამოცანა არა მხოლოდ ახალი სიცოცხლის შექმნა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებაა, არამედ ისიც, რომ ყურადღებით მოვუსმინოთ თითოეულ პაციენტს, გავითვალისწინოთ მათი შენიშვნები, ვიზრუნოთ მათ კომფორტზე და განვათავისუფლოთ ისინი ზედმეტი სტრესისგან და ტვირთისგან.

ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ნებისმიერი მოსაზრება,შენიშვნა თუ განხვავებული აზრი, რადგან , სწორედ ეს გვეხმარება მომსახურების დახვეწაში და მომავალი მშობლებისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენაში. ამრიგად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, გამოთქვით მოსაზრებები მომსახურების გაუმჯობესების თაობაზე. თქვენი აზრი, თქვენი აბსოლუტური კმაყოფილება – ჩვენთვის ყველაზე დიდი ფასეულობაა. საბოლოო ჯამში, ჩვენი მამოძრავებელი ძალა ხომ თქვენი ოჯახია.