საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია

მკურნალობის ეს მეთოდი შესაძლოა იდეალური იყოს წყვილებისთვის, რომლებშიც აღინიშნება გაურკვეველი გენეზის უშვილობა, ან მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უშვილობა. მკურნალობა დიფერენცირებულია, თქვენს კონკრეტულ შემთხვევაზე დაფუძნებული, ექიმის რეკომენდაციების მიხედვით. თუმცა, თავისი არსით, საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია – დაბალი რისკის შემცველი მარტივი პროცედურაა, რომელიც გეხმარებათ თქვენი საბოლოო მიზნის – ბავშვის ყოლის განხორციელებაში.

როდის არის რეკომენდებული საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია

საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის მეთოდით მკურნალობა განხილულ იქნება თქვენს ექიმთან, იმის შემდეგ, რაც მდგომარეობის შეფასება და ანალიზი უჩვენებს თქვენთვის ამ მეთოდის გამოყენების ოპტიმალურობას. ზოგადად, იგი შეიძლება იყოს რეკომენდებული პაციენტისთვის, რომელსაც აღენიშნება ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი:

  • უშვილობის წარუმეტებელი მედიკამენტოზური მკურნალობა
  • პათოლოგიური ცერვიკალური ლორწო
  • მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უშვილობა
  • იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია სქესობრივი აქტის განხორციელება ტკივილის გამო
  • დონორის სპერმის გამოყენება
  • გაურკვეველი გენეზის უშვილობა

როგორ ტარდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია

პაციენტის მღელვარება საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის ჩატარების წინ – სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. გთხოვთ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიმართეთ ნებისმიერი კითხვებით ექიმს პროცედურამდე და პროცედურის დროს. თავისთავად ეს არის რუტინული და შედარებით მარტივი მანიპულაცია, რომელიც შეიძლება ჩვენს კლინიკაში ჩატარდეს. დასაწყისში მამის ან დონორის სპერმა იწმინდება მინარევებისგან ექიმის მიერ. რჩება მხოლოდ ჩასახვისთვის საჭირო მასალა, რომელიც საშვილოსნოს ყელში მოთავსებული მცირე ზომის კატეთერით შეყავთ საშვილოსნოს ღრუში.

პროცედურის შემდეგ თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პროგესტერონი. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ თქვენ მობრძანდებით კლინიკაში ესტროგენის და პროგესტერონის დონის განსაზღვრისთვის სისხლის ანალიზის ჩასატარებლად. პროცედურის შემდეგ მე-10, მე-14 დღეს თქვენ ჩაიტარებთ სახლში ორსულობის ტესტირებას, ან მობრძანდებით კლინიკაში ორსულობაზე სისხლის ანალიზის ჩასატარებლად. ლოდინის პერიოდი პროცედურის განხორციელებიდან შედეგების დადგენამდე შეიძლება ემოციურად რთული იყოს. ამიტომ, იყავით ჩვენთან მუდმივ კონტაქტში. ჩვენ აღმოგიჩენთ საჭირო მხარდაჭერას.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაციასთან დაკავშირებული რისკები

პროცედურის გამოცდილი, პროფესიონალი მედიკოსის მიერ ჩატარებისას, რისკი მინიმალურია. პროცედურის შემდეგ მიმდინარეობს საგულდაგულო მონიტორინგი, გართულებების არარსებობის დადასტურების მიზნით. გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ჩვენს გუნდს ნებისმიერი დისკომფორტის, ან შეშფოთების შემთხვევაში.

წარმატების მაჩვენებელი

საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის წარმატების მაჩვენებელი დამოკიდებულია თქვენს ინდივიდუალურ გარემოებებზე. თუმცა, სიხარულით გაუწყებთ, რომ, საშუალოდ, ჩვენს მიერ მიღწეული წარმატების მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე პროცედურის საერთო მაჩვენებელი და, როგორც წესი, 50%-ს შეადგენს. ასეთ მაღალ შედეგს მივაღწიეთ ჩვენი პროფესიონალთა გუნდის უდიდესი თავდადების წყალობით. ჩვენი გუნდისთვის პაციენტი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას. ჩვენ არ ვზოგავთ ძალისხმევას იმისათვის, რომ შევადგინოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი მკურნალობის გეგმა, იმისათვის, რომ დაგეხმაროთ თქვენი მიზნის, , ჯანმრთელი, საყვარელი, ნანატრი ბავშვის დაბადების მიღწევაში.