TESA

ტესტიკულარული სპერმის ასპირაცია (TESA)

მამაკაცის უშვილობის, აზოოსპერმიის, გართულებული ეაკულაციის შემთხვევებში ჩვენმა კლინიკამ შეიძლება შესთავაზოს პაციენტებს მკურნალობის სანდო და ეფექტური მეთოდი – სპერმის ტესტიკულარული ასპირაცია. ამ მეთოდის მეშვეობით ჩვენი უროლოგები ახდენენ სპერმის ასპირაციას თქვენს მიერ შერჩეული პროგრამისთვის, როგორიცაა ექსტრაკორპორული განაყოფიერების (IVF) და სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექციის (ICSI) შემცველი პროგრამები. პროცედურა ხორციელდება ჩვენი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი უროლოგების მიერ, როგორც წესი, კვერცხუჯრედის ასპირაციის დილას, თუმცა შეიძლება ერთი დღით ადრეც განხორციელდეს სპერმის ინ-ვიტრო მომწიფებისთვის. თქვენი ექიმი გადაწყვეტს რომელი ვარიანტი სჯობს უკეთესი შედეგების მისაღებად.

ვისთვის არის განკუთვნილი ТЕSА?

ტესტიკულარული სპერმის ასპირაცია – წარმოადგენს პრობლემის გადაწყვეტის იდეალურ ხერხს იმ მამაკაცებისთვის, ვისაც სურს შვილების ყოლა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო (მაგ. ობსტრუქციული აზოოსპერმია ან ვაზექტომია) აღენიშნებათ რეპროდუქციის დარღვევები. ТЕSА ასევე ეფექტური მეთოდია მამაკაცებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ისეთი დარღვევები, როგორიცაა უშვილობა, აზოოსპერმია, გართულებული ეაკულაცია, რამაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს რეპროდუქციულ ფუნქციაზე აწმყოში ან მომავალში.

ეფექტური პროცედურა,რომელიც წარმატებით ხორციელდება

თუ თქვენ და თქვენი ექიმი გადაწყვეტთ, რომ ასპირაცია მისაღები მეთოდია თქვენთვის, გაითვალისწინეთ, რომ პროცედურა არის მარტივი და ეფექტური, როდესაც მას ჩვენს კლინიკაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის მსგავსი გამოცდილი პროფესიონალები ახორციელებენ. პირველ რიგში ჩვენ ვადგენთ, რამდენად მიზანშეწონილია პაციენტისთვის პროცედურა. შეფასებისას ჩვენ ვიკვლევთ თქვენს ჰორმონებს, რომ დავადგინოთ როგორი ზეგავლენა შეიძლება მოახდინონ მათ თქვენს სპერმაზე. თუ პროფესიონალი მედიკოსები დაადგენენ, რომ თქვენ აკმაყოფილებთ აღნიშნული მეთოდით მკურნალობაში ჩართვის კრიტერიუმებს, ჩვენ დავგეგმავთ შეხვედრას ჩვენს კლინიკში, სადაც თქვენ ჩაგიტარდებათ პროცედურა.

ტესტიკულარული სპერმის ასპირაცია – ფერტილობის პროგრამის ნაწილი

ჩვენს კლინიკაში ხშირად ვუწევთ რეკომენდაციას ტესტიკულარული სპერმის ასპირაციას, როგორც ფერტილობის პროგრამის ნაწილს, ბავშვის ყოლის მსურველი წყვილებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ისეთი დარღვევა, როგორიცაა მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა. ამ მეთოდის მეშვეობით ჩვენი პროფესიონალები ახდენენ სპერმის ასპირაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ პროცედურებში, როგორიცაა სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია.
თუ როდის იქნება უფრო ეფექტური TESA-ს ჩატარება, კვერცხუჯრედების ასპირაციის დილას, თუ ერთი დღით ადრე, გადაწყვეტს თქვენი ექიმი.

წარმატების მაღალი მაჩვენებლები

ჩვენ საგულდაგულოდ ვარჩევთ იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ ТЕSА-ს პროცედურის წარმატების მაღალი შანსი და შეგვიძლია სიამაყით გაუწყოთ, რომ არასდროს გვქონია მარცხი სპერმის მიღებაში და შესაბამისად წარმატებული ორსულობის მიღწევაში. საკითხის უფრო ღრმად და საფუძვლიანად შესწავლისთვის ჩვენ მკურნალობამდე ვიკვლევთ მამის ჰორმონებს. ღრმა ექსპერტული კვალიფიკაცია ხელს უწყობს წარმატების მაღალ მაჩვენებელს და შესაბამისად თქვენი და თქვენი და საყვარელი ადამინების სანუკვარი ოცნების ახდენას. ჩვენ უზრუნველვყოფთ მაღალი დონის სამედიცინო ზრუნვას და მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმატების საწინდარი – ჩვენი კლინიკის მაღალპროფესიონალი და გამოცდილი უროლოგებია.