კანონმდებლობა

ექსტრაკორპორული განაყოფიერების სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს გააჩნია ექსტრაკორპორული განაყოფიერების მარეგულირებელი უნიკალური კანონმდებლობა, რაც მას სასურველ დანიშნულების პუნქტად ხდის სპეციფიკური გარემოებების მქონე წყვილებისთვის მთელი მსოფლიოდან. ჩვენ სიამოვნებით ვთავაზობთ მათ უშვილობის პრობლემის მოგვარებას, სხვადასხვა პროგრამებში ჩართული მშობლების დაცვისთვის განკუთვნილი ჩვენი კანონების და სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით. აღნიშნული პროგრამები ხორციელდება კანონის შემდეგი მუხლების მიხედვით :

143 მუხლის თანახმად ექსტრაკორპორული განაყოფიერება (ეკგ) ნებადართულია წყვილის სავალდებულო წერილობითი თანხმობით, შემდეგ შემთხვევებში:

  • უშვილობის მკურნალობა
  • დედის ან მამის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობა
  • განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის გადატანა და გამოზრდა სუროგატი დედის საშვილოსნოში

კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ წყვილს ენიჭება ბავშვის მშობლებად ცნობის იურიდიული უფლება, რაც ამარტივებს და საჭირო დოკუმენტების (მაგ. დაბადების მოწმობა) მიღების პროცესს.

რადგანაც არც კვერცხუჯრედის დონორს და არც სუროგატ დედას არა აქვთ დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება, ჩვენს მშობლებს შეუძლიათ მშვიდად იყვენ იმ სასიამოვნო შეგრძნებით, რომ ისინი ხელში აიყვანენ თავის შვილს დონორის ან სუროგატი დედის მხრიდან რაიმე გართულების გარეშე.

144-ე მუხლის მიხედვით, ხელოვნური განაყოფიერების მიზნით შესაძლებელია გაყინვის მეთოდით კონსერვირებული ქალის და მამაკაცის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენება. კონსერვაციის დრო განისაზღვრება წყვილის სურვილისამებრ, დადგენილი წესით.

სუროგაციის და კვერცხუჯრედის დონაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა

სუროგაციით დაბადებული ბავშვის დაბადებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში ხდება ბავშვის დაბადების მოწმობა გაცემა , სადაც მითითებულია მხოლოდ წყვილი, როგორც ბავშვის მშობლები. დაბადების მოწმობა ზუსტად ისეთივეა, როგორც ნებისმიერი სხვა, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების პროგრამების ჩარევის გარეშე, დაბადებული ბავშვის მოწმობა.
დაბადების მოწმობის გაცემა მარტივი პროცედურაა და არ მოითხოვს მშობლების მხრიდან იურისტის ჩართვას. თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საჭირო იქნება შემდეგი დოკუმენტები:

  • წყვილის მიერ ხელმოწერილი სუროგაციის კონტრაქტი;( ნოტარიულად დამოწმებული)
  • ექსტრაკორპორული განაყოფიერების კლინიკის მიერ გაცემული სერტიფიკატი სუროგატი დედის საშვილოსნოში ემბრიონის გადატანის ნებართვით;
  • სამშობიარო სახლის მიერ გაცემული ბავშვის დაბადების სერტიფიკატი.

როგორც კი გაიცემა დაბადების მოწმობა, მშობლების შეუძლიათ წაიყვანონ ბავშვი ახალ, სიყვარულით გასხივოსნებულ სახლში!