როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე?ათი რჩევა მათთვის, ვინც ინვიტრო მკურნალობისა და ხელოვნური განაყოფიერების ხანგრძლივ პროცესს იწყებს

ზოგიერთი წყვილისთვის ინ-ვიტრო განაყოფიერება ოჯახში ბავშვის შეძენის ერთადერთი გზაა. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა უშვილო წყვილებისთვის ინვიტრო ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მკურნალობა მაინც ხანგრძივი და რთული პროცესია. იგი მნიშვნელოვანი ფიზიკური და ჰორმონალური ცვლილებების გარდა, სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც უკავშირდება. ფსიქოლოგიურ პრობლემებს ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად უმკლავდება, ზოგი ადვილად ინარჩუნებს წონასწორობას და ამიტომ მთელი პროცესის მანძილზე მშვიდად ყოფნას ახერხებს. ზოგიერთ წყვილს კი ძალიან უჭირს გაურკვევლობასთან შეგუება და შფოთვასთან გამკლავება. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვასთან ერთად ინვიტრო პროცედურა მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საერთო სტრესულ სიტუაციას.
თუკი თქვენ უკვე დაიწყეთ ინვიტროსათვის მზადება ან ამას უახლოეს მომავალში გეგმავთ, მაშინ ეს სტატია გზის სწორად და მშვიდად გაკვლევაში დაგეხმარებათ.
ინვიტრო მკურნალობისთვის მომზადება სერიოზული პროცესია. პირველ რიგში, საჭიროა ხელოვნური განაყოფიერების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გაცნობა. ამ მიზნით შეგიძლიათ, ინტერნეტში არსებულ უამრავ ვებ-გვერდს გადაავლოთ თვალი და ყურადღებით შეისწავლოთ ხელოვნური განაყოფიერების თითოეული ეტაპის თავისებურებანი. გირჩევთ, გადახედოთ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებულ სხვა სტატიებსაც, აუცილებლად იპოვით თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას. წარმატებული პაციენტების გამოცდილებით, რაც უფრო უკეთ მოემზადებით პროცედურისთვის, მით უფრო უკეთ შეძლებთ საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მართვას და სირთულეებთან გამკლავებას.
მკურნალობის პროცესში ხანდახან საჭირო ხდება ინვიტრო პროცედურის განმეორებით ჩატარება. ამაზე წყვილები ხშირად მტკივნეულად რეაგირებენ. ასეთ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ სტრესი განაყოფიერების პროცესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ უნდა მოერიდოთ დაძაბულობას, იყოთ მშვიდად და ამ გზით თქვენი მკურნალობის შედეგზე დადებითი გავლენა მოახდინოთ. ნაკლები სტრესის შემთხვევაში პროცედურის დროს თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ.
გთავაზობთ ათ რჩევას, რომელიც ინვიტრო განაყოფიერების დროს სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ:

ეცადეთ, უმიზეზოდ არ იღელვოთ და არ დაიძაბოთ

გამოცდილებამ აჩვენა, რომ მომლოდინე წყვილების უმრავლესობა ისეთ დეტალებზე ფიქრობს და ღელავს, რაც მხოლოდ მათი წარმოსახვის ნაყოფია და სინამდვილეში მათ ცხოვრებაში არ ხდება. ისინი თვითონ ქმნიან ასეთ წარმოსახვით და არარსებულ პრობლემებს და იწყებენ უმიზეზოდ ნერვიულობას, ხშრად პანიკაშიც კი ვარდებიან. ასეთ დროს უნდა გაიხსენოთ, რომ თქვენს მკურნალობას გამოცდილი სპეციალისტი მართავს, ამიტომ აუცილებლად უნდა მიენდოთ მას, გაითვალისწინოთ მისი რჩევები და მაქსიმალურად მოდუნდეთ.

ნუ ეცდებით მოვლენების წინასწარ წარმოდგენას

მართალია, ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხანდახან ინტერნეტის საშუალებით მიღებული მრავალფეროვანი და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია პანიკის მიზეზი შეიძლება გახდეს. რაც უფრო მეტს კითხულობთ, მით უფრო მეტს ფიქრობთ მკურნალობის შესაძლო შედეგებზე. ნეგატიურ გამოსავალზე ფიქრი და ამის გამო გამუდმებული შიშის ქვეშ ყოფნა საკმაოდ არაჯასაღი პრაქტიკაა და ცუდ გავლენას ახდენს მომლოდინე წყვილის განწყობაზე. ეცადეთ, მართოთ თქვენი აზრები, იფიქრეთ პოზიტიურად და ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი საბოლოო მიზანი.

აკონტროლეთ თქვენი გარემო სახლშიც და სამსახურშიც
უშვილობის მკურნალობისა და სუროგაციის პროცესის დროს უკიდურესად მნიშვნელოვანია მშვიდ გარემოში ყოფნა. მოერიდეთ ყველაფერს, რაც გაწუხებთ და რაც პოტენციურად თქვენი შფოთვისა და ღელვის საბაბი შეიძლება გახდეს. მაგალითად, მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს, სამსახურეობრივ დაძაბულობას, კონფლიქტურ სიტუაციებს, გადატვირთულ გზებს და სხვა ყველაფერს, რაც წონასწორობას დაგირღვევთ. ეცადეთ, თქვენი გარემო და გარემოცვა მაქსიმალურად კომფორტული და პოზიტიური იყოს.

თვითგანათლების პროცესში მიიღეთ სწორი ინფორმაცია

დარმტკიცებული ფაქტია, რომ მომლოდინე წყვილის გადაჭარბებული შფოთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი ხელოვნური განაყოფიერების შესახებ არასწორად და არასაკმარისად ინფორმირებულობა წარმოადგენს. ამიტომ ეცადეთ, მეტი შეისწავლოთ საკითხის შესახებ. ინფორმაციის წყაროს შერჩევისას მიენდეთ თქვენი პროგრამის კოორდინატორს და ექიმს. სწორი ცოდნა აუცილებლად დაგეხმარებათ პოზიტიურობისა და სიმშვიდის შენარჩუნებაში.

სცადეთ იოგა

იოგას გაკვეთილები ემოციების კონტროლის და დაბალანსების საუკეთესო მეთოდია. იოგა და მედიტაციის სხვადასსხვა პრაქტიკები მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ გონებისა და სხეულის გაჯანსაღებაში.

მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს

ჯანსაღი ცხოვრების წესის საფუძველს დაბალანსებული კვება და ვარჯიში წარმოადგენს. ასეთი რეჟიმით მნიშვნელოვნად შეამცირებთ დაძაბულობისა და სტრესის დონეს. გარდა ამისა, ჯანსაღი, ნოყიერი საკვები ჩასახვის უნარზეც დადებითად მოქმედებს. შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესი ინვიტრო მკურნალობის პროცესის წარმატებით დაგვირგვინებაშიც დაგეხმარებათ.

გამოიყენეთ სხვადასხვა რელაქსაციური მეთოდები

დღესდღეისობით, დაძაბულობისგან გათავისუფლების უამრავი მეთოდი არსებობს. მაგალითად, სცადეთ კუნთების მოდუნება, მასაჟი, მედიტაცია, ღრმა სუნთქვის ტექნიკა. ეცადეთ, შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი მეთოდი, რომელიც საკუთარი ფიქრებისა და ემოციების მართვაში ყველაზე უფრო ეფექტურად დაგეხმარებათ.

დაუთმეთ გარკვეული დრო სუროგატ დედასთან ურთიერთობას

მომლოდინე წყვილმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ სუროგატ დედასაც ისეთივე თანადგომა სჭირდება, როგორც თავად მომლოდინე წყვილს. სუროგაცია ორმხრივი პროცესია, ამიტომ რეკომენდირებულია მეტი დრო დაუთმოთ სუროგატ დედასთან ურთიერთობას. გახსოვდეთ, მხარეებს შორის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება წარმატებული შედეგის საწინდარია!

შეინარჩუნეთ სიახლოვე თქვენს პარტნიორთან

მეგობრულ და ემოციურად ძლიერ წყვილს ბევრად უფრო უკეთესი შედეგის მიღწევა შეუძლია. მომლოდინე წყვილისთვის მეგობრული სიახლოვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მკურნალობის მთელი პროცესის განმავლობაში ერთმანეთი უნდა გაამხნეოთ და გააძლიეროთ. ამიტომ იყავით ერთად და იზრუნეთ როგორც საკუთარ, ასევე პარტნიორის სიმშვიდესა და პოზიტიურ განწყობაზე.

ნებისმიერი გზით შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა

ყოველთვის იფიქრეთ კარგ გამოსავალზე და აუცილებლად ასეც მოხდება. ეს უბრალოდ ბუნების კანონია. პოზიტიური ფიქრები გაგაძლიერებთ, შესაბამისად, იქნებით მშვიდი, გაწონასწორებული და კარგი შედეგიც არ დააყოვნებს!