კავშირი კვებითი ქცევის დარღვევებსა და უშვილობას შორის

უნაყოფობა შეიძლება გამოწვეული იყოს რიგი მიზეზებით. კვების ქცევითი დარღვევები წარმოადგენს უნაყოფობის წარმოქმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. კვების ქცევითი დარღვევებს მიეკუთვნება ბულიმია, ანორექსია, გადაჭარბებულ კვება და კვების სხვა კომპულსური ფორმები.

ენდოკრინულ სისტემას მიყენებული ზიანი

ანორექსია, ბულიმია, გადაჭარბებული კვება იწვევს წონის არაჯანსაღ მატებას, რასაც უნაყოფობისკენ მივყავართ. კვების ქცევითი დარღვევები ადამიანისთვის კვებითი ნივთიერებების არასრულფასოვანი მიწოდების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რამაც შეიძლება ქალის ენდოკრინულ სისტემაზე დიდი ზეგავლენა იქონიოს. გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში, რომ ენდოკრინული სისტემას ევალება რეპროდუქციული და ზრდის ჰორმონების გამომუშავება. ქალის ენდოკრინულ სისტემაზე ნებისმიერმა მავნე ზეგავლენამ შეიძლება შეაფერხოს ოვულაციის პროცესი. მას შესაძლებელია ჩამოუყალიბდეს არარეგულარული მენსტრუალური ციკლი და ნაადრევი მენოპაუზაც კი. კვერცხუჯრედების ხარისხი ქვეითდება, შესაძლებელია საკვერცხეების დისფუნქციის დადგომა. ეს ყველაფერი ამცირებს ბუნებრივი ჩასახვის ალბათობას და ზრდის სპონტანური აბორტების რისკს. კვების ქცევითი დარღვევების მქონე ადამიანები უფრო მიდრეკილნი არიან სტრესისკენ და დეპრესიისკენ, რაც ისეთი მავნე ჩვევების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, როგორიცაა მოწევა და ალკოჰოლის მიღება, რაც თავის მხრივ ორსულობის დაგეგმისთვის ბარიერს წარმოქმნის.

იმედისმომცემი ცნობები

კვების ქცევითი დარღვევების მქონე ქალების 70-დან 80 %-მდე შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი თავი და იმკურნალონ უნაყოფობაზე. ერთადერთი რაც არის საჭირო თქვენი მხრიდან – თქვენი ექიმის მიერ ჩატარებული დეტალური გამოკვლევა, ექიმის დანიშნულების შესრულება და კონტროლი კვების ჩვევებზე.

იყავით გულახდილი ექიმთან კონსულტაციების დროს და გაუმხილეთ მას ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ფაქტი კვების ჩვევების შესახებ. თუ გაქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება საკვების მიმართ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მას. ექიმმა უნდა იცოდეს ყველაფერი თქვენთვის დამახასიათებელი კვების დარღვევების შესახებ იმისათვის, რომ ჩაგრთოთ მხარდაჭერის ჯგუფში. თერაპია და კვებაზე კონტროლის მეთოდები დაგეხმარებათ უნაყოფობის მკურნალობისთვის მომზადებაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უნაყოფობის მკურნალობა უფრო ეფექტური აღმოჩნდება, თუ თქვენ პირველ რიგში შეძლებთ კვების ქცევითი დარღვევების კორექტირებას. როდესაც სწორად იკვებებით, თქვენი ორგანიზმი მარაგდება აუცილებელი კვებითი ნივთიერებებით და პრენატალური ვიტამინებით. თქვენი და თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის ასევე მნიშვნელოვანია სათანადო ჰიდრატაცია.

კვების ქცევითი დარღვევები და უშვილობა

კვების ქცევითი დარღვევები პირდაპირ კავშირშია ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციასთან. ორგანიზმი განიცდის კვებითი ნივთიერებების და სხვა კვებითი საჭიროებების უკმარისობას, რადგანაც არ ღებულობს სათანადო კვებას. წონის მატებასთან შეჭიდული მაღალი არტერიული წნევა და დიაბეტი ასევე ზემოქმედებს ორგანიზმზე. არასწორი კვება ასუსტებს ორგანიზმს. ქალის სხეული კარგავს უნარს შეინარჩუნოს ორსულობა და გააჩინოს ბავშვი. მნიშვნელოვანია, რომ ქალის საშვილოსნო იყოს სათანადოდ მომზადებული ბავშვის ტარებისთვის სპონტანური აბორტის რისკის თავიდან ასაცილებლად.

არასრულფასოვანი კვების ნეგატიური ეფექტი

კვების სწორი რეჟიმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაორსულების და წარმატებული ორსულობის ტარების უნარის ჩამოყალიბებაში. გრძელვადიანი არასწორი კვება ახდენს უარყოფით ზეგავლენას ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე და ქმნის სპონტანური აბორტების რისკს. არაჯანმრთელი სხეული შეიძლება რისკ-ფაქტორი გახდეს, როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის.

როდესაც ქალი იწყებს უშვილობის მკურნალობას, მან უნდა გაიაროს კვების ქცევითი დარღვევების ისტორიის შეფასება. იმ შემთხვევებში თუ სახეზეა წარსულში წონის კლების განმეორებითი ეპიზოდები, მან უნდა იფიქროს ჯანსაღი კვების სტანდარტების დანერგვაზე, უშვილობის მკურნალობის დაწყებამდე. ფაქტობრივად, სათანადო რეაგირება კვების ქცევით დარღვევებზე წინ უნდა უძღოდეს უშვილობის მკურნალობის წამოწყებას.

ორსულობის გართულების რისკები

ქალის კვების ქცევითმა დარღვევებმა შეიძლება გართულების რისკი შეუქმნას თავად მას და ბავშვს. კვების ქცევითი დარღვევების მკურნალობა ამცირებს რისკს. წარმატებული მკურნალობისთვის აუცილებელია თერაპიის მსვლელობისას პაციენტის რეგულარული მონიტორინგი. სწორი კვების ამოცანები უნდა შესრულდეს უშვილობის მკურნალობის დაწყებამდე. აღნიშნული ზრდის უშვილობის მკურნალობის წარმატებული შედეგებით დასრულების და ორსულობის მიღწევის ალბათობას.
მნიშვნელოვანია, პოტენციურმა მშობლებმა გაათვითცნობიერონ, რომ მკურნალობა არ იქნება წარმატებული, თუკი ერთ-ერთ მათგანს აღენიშნება კვების ქცევითი დარღვევები. აღნიშნული მდგომარეობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე. შესაბამისად მნიშვნელოვანია როგორც ქალის, ასევე მამაკაცის კვების ქცევით დარღვევებთან ბრძოლა უშვილობის მკურნალობის დაწყებამდე .

დასკვნა

თუ თქვენ ჩაუღრმავდებით საკითხის შესწავლას, აღმოაჩენთ, რომ კვების ქცევითი დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურ მშობლებში დესტრუქციული ქცევის სინდრომი. მათ, კვების პროლონგირებული დარღვევის გამო, შეიძლება ჩამოუყალიბდეთ დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე. შესაძლებელია დეპრესიის განვითარებაც კი. დეპრესიული მდგომარეობისთვის დამახასიათებელი დაბალი თვითშეფასება, უშვილობის კიდევ ერთ ფაქტორს ქმნის.

პროფესიონალური კონსულტირება და თერაპია დაგეხმარებათ, უშვილობის გამომწვევ, კვების ქცევით დარღვევებთან ბრძოლაში. გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ ამ ბრძოლაში. თქვენს გვერდით ჯგუფის დანარჩენი წევრებიც არიან. ასე რომ, განეწყეთ ოპტიმისტურად და გადადგით ნაბიჯი უნაყოფობის პრობლემის გადაჭრის გზაზე.