განსხვავება ხელოვნური განაყოფიერების წარმატების მაჩვენებელსა და ცოცხლადშობადობის მაჩვენებელს შორის

ხელოვნური განაყოფიერება იმედია მრავალი წყვილისთვის, რომელიც ეძებეს უშვილობასთან გამკლავების გზებს. ეს ბრძოლა დიდ ემოციურ, ფსიქოლოგიურ და ფინანსურ ტვირთთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, როდესაც წყვილები მიმართავენ რეპროდუქციულ კლინიკას, ისინი, როგორც წესი, სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის ინტერესდებიან სტატისტიკური მონაცემებით

მრავლისმეტყველი სტატისტიკა

რეპროდუქციულ კლინიკაში თქვენ გაგაცნობენ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა ტყუპების გაჩენის და ექტოპიური ორსულობის ალბათობა. ბევრი ამ მონაცემებისგან დამოკიდებულია თქვენს ინდივიდუალურ გარემოებებზე და მკურნალობის რეკომენდებულ სქემაზე. მაგრამ არსებობს სტატისტიკური მონაცემების ორი სახეობა, რომელსაც უნდა იცნობდეს ყველა მშობელი ექსტრაკორპორული განაყოფიერების გამოყენების საკითხის განხილვისას. ეს არის ექსტრაკორპორული განაყოფიერების წარმატების მაჩვენებელი და ცოცხლადშობადობის მაჩვენებელი.

ინვიტროს წარმატების მაჩვენებელი და ცოცხლადშობადობის მაჩვენებელი

თქვენი წარმატების მაჩვენებელი, რომელსაც ასევე ორსულობის დადგომის კლინიკურ მაჩვენებელს უწოდებენ – ეს არის წარმატებული ორსულობის დადგომის ალბათობა.
ცოცხლადშობადობის მაჩვენებელი, რომელსაც ასევე ბავშვის სახლში წაყვანის მაჩვენებელს უწოდებენ – ეს არის ინვიტრო-ს გამოყენებით მიღწეული წარმატებული ორსულობის შედეგად ცოცხლადშობის ალბათობა, მკვდრადშობის, სპონტანური აბორტის და ორსულობის სხვა გართულების საპირისპიროდ.

რეპროდუქციული კლინიკის შერჩევისას, მშობლების უმეტესობა გადამწყვეტ მნიშვნელობას კლინიკის წარმატების მაჩვენებელს ანიჭებს, თუმცა მათ უნდა შეაფასონ ცოცხლადშობადობის მაჩვენებელი, როგორც ასე რომ ვთქვათ, მათი წარმატების ჭეშმარიტი მაჩვენებელი. როგორც წესი, ცოცხლადშობადობის მაჩვენებელი ნებისმიერ კლინიკაში 10%-ით ნაკლებია, ვიდრე ორსულობის წარმატების მაჩვენებელი. მიზეზი კი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ბუნებრივი ჩასახვით დამდგარი ორსულობა, ასევე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად მიღწეული ორსულობა შეიძლება დასრულდეს სპონტანური აბორტით და ბავშვის დაკარგვით.

ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება

ცოცხლადშობადობის მაჩვენებელი,რომელიც დაახლოებით 10%-ით დაბალია, ვიდრე ორსულობის მიღწევის კლინიკის წარმატების მაჩვენებელი წარმოადგენს თქვენს ჭეშმარიტ მაჩვენებელს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იძლევა ჭეშმარიტ წარმოდგენას მოსალოდნელ შედეგებზე. განაყოფიერების პროგრამის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ორსულობის მიღება ყოველთვის არ ნიშნავს ბავშვის დაბადებას. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა და მედიკოსები ძალისხმევას არ იშურებენ წარმატებული, ჯანსაღი ორსულობისთვის, რომლის შედეგად გაჩნდება სრულვადიანი ჩვილი, არსებობს ორსულობის გართულების წარმოქმნის ალბათობა. გართულების შესაძლო შედეგებია ბიოქიმიური ორსულობა, სპონტანური აბორტი, ბავშვის დაკარგვა და მკვდრადშობაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ მიზანი უცვლელია – ჯანმრთელი, სრულვადიანი ბავშვის დაბადება, არსებობს ხელისშემშლელი გარემოებების წარმოქმნის ალბათობა. გამომდინარე იქიდან, რომ უშვილობასთან ბრძოლა – ეს არის უზარმაზარი ემოციური ტვირთი, ჩვენ გვინდა, რომ მშობლებმა წინასწარ იცოდნენ, რომ არსებობს მოვლენების არასასურველი განვითარების პოტენციური შესაძლებლობაც. ყოველთვის ღიად და გულწრფელად გაუზიარეთ კლინიკის პროფესიონალებს თქვენი შიში, თქვენი ინდივიდუალური სიტუაცია, იმისთვის, რომ შეგექმნათ ნათელი წარმოდგენა მოსალოდნელი შედეგების შესახებ.