მენსტრუალური ციკლი

მენსტრუალური ციკლი არის რთული ციკლური ფიზიოლოგიური პროცესი ქალის ორგანიზმში.
მენსტრუალური ციკლი ითვლება ნორმად თუ არ არის 21 დღეზე ხანმოკლე და 35 დღეზე მეტი. სისხიანი გამონადენი გრძელდება 3-7 დღე. სისხლის დანაკარგი დაახლოებით მერყეობს 50-150 მლ-ის ფარგლებში.
პირველი მენსტრუაცია- მენარქე იწყება 9-13 წლის ასაკში. 15-16 წლის ასაკში დაწყებულ მენსტრულურ ციკლს დაგვიანებულს უწოდებენ.

არსებობს მენსტრუალური ციკლის 4 ფაზა:

  • მენსტრუაცია
  • ფოლიკულური ფაზა
  • ოვულაცია
  • ლუთეინური ფაზა.

თითოეული ფაზის ხანგრძლივობა ყველა ქალში ინდივიდუალურია.

მენსტრუაცია

მენსტრუაცია არის მენსტრუალური ციკლის პირველი ფაზა, როდესაც ქალს აქვს სისხლიანი გამონადენი საშოდან.
ეს ფაზა იწყება მაშინ, როდესაც წინა ციკლის კვერცხუჯრედის განაყოფიერება არ მოხდება. რადგანაც არ დადგა ორსულობა, ჰორმონების- ესტროგენისა და პროგესტერონის დონე სისხლში საგრძნობლად ქვეითდება.
საშვილოსნოს გასქელებული ენდომეტრიუმი, რომელიც საჭიროა ორსულობისთვის აღარ არის საჭირო და ხდება მისი ჩამოფრცქვნა, რაც გამოიყოფა საშოდან სისხლის,ლორწოსა და ქლოვილის კომბინაციით.
ამ პერიოდში შესაძლოა გამოხატული იყოს:

  • მასტალგია (მკერდის ტკივილი);
  • ძუძუს დვრილების მგრძნობელობა
  • მუცლის შებერილობა
  • ემოციური ლაბილობა
  • ხასიათის ცვლილება, გაღიზიანებადობა
  • ცეფალგია (თავის ტკივილი)
  • დაღლილობა
  • ტკივილი წელის არეში.

მენსტრუალური ფაზის ხანგრძლივობა საშუალოდ მერყეობს 3 დან 7 დღემდე. ზოგიერთ ქალბატონს აღენიშნება შედარებით ხანგრძლივი მენსტრუალური ფაზა.

ფოლიკულიკულური ფაზა

ფოლიკულური ფაზა იწყება მენსტრუაციის დაწყებიდან პირველ დღეს (ამ დროს ხდება გადაკვეთა მენსტრუალურ და ფოლიკულურ ფაზებს შორის) და სრულდება ოვულაციით (საკვერცხეში მომწიფებული ფოლიკულის გასკდომა)
ამ ფაზის დასაწყისში ჰიპოთალამუსიდან ხდება რილიზინგ ჰორმონის გაგზავნა ჰიპოთალამუსის წინა წილში (ადენოჰიპოფიზში) საიდანაც ხდება ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის გამოყოფა, რაც ასტიმულირებს სარკვერცხეებში ფოლიკულების ზრდას, დაახლოებით 5-20 მცირე ზომის ფოლიკულები. თითოეული მათგანი შეიცავს უმწიფარ კვერცხუჯრედს.
მხოლოდ ერთი (იშვიათად 2) ფოლიკული ხდება დომინანტი, დანარჩენი ფოლიკულები რეაბსორბირდება (გაიწოვება)
ამ პერიოდში ხდება ესტროგენების სეკრეცია, რაც იწვევს საშვილოსნოს ენდომეტრიუმის გასქელებას. ეს ქმნის შესაბამის გარემოს, იმისათვის რომ ნორმალურად მოხდეს ემბრიონის განვიათარება.
საშუალოდ ფოლიკულური ფაზის ხანგრძლივობა არის 16 დღე. შესაძლოა მერყეობდეს 11 დან 27 დღემდე. დამოკიდებულია ინდივიდუალური მესტრუალური ციკლის ხანგრძლივობაზე.

ოვულაცია

ფოლიკულური ფაზის პერიოდში მომატებული ესტროგენების რაოდენობა ასტიმულირებს ჰიპოფიზის წინა წილიდან მალუთეინიზებელი ჰორმონის გამოყოფას. ეს არის ის, რაც იწყებს ოვულაციას.
ოვულაცია არის, როდესაც ფოლიკულურ ფაზაში წარმოქმნილი დომინანტი ფოლიკული, რომელშიც არის მომწიფებული კვერცხუჯრედი, სკდება. კვერცხუჯრედის დაჭერა ხდება ფალოპის მილის ფიმბრიების მეშვეობით, ფალოპის მილის ამპულარულ ნაწილში ხდება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრა და განაყოფიერება. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილის მეშვეობით მოემართება საშვილოსნოს ღრუსკენ.
მაშასადამე, მხოლოდ ოვულაციის ფაზა არის ის პერიოდი, როდესაც ქალს შეუძლია დაორსულდეს.
ოვულაციის პერიოდში ქალს აღენიშნება:

  • ბაზალური ტემპერატურის მცირედი მომატება
  • ბლანტი, თეთრი ფერის გამონადენი საშოდან.

ოვულაცია ხდება ციკლის მე-14 დღეს, როდესაც მენსტრუალური ცილი რეგულარულად არის 28 დღიანი. ოვულაცია გრძელდება 24 საათი. შემდეგ დღეს თუ მისი შეხვედრა არ მოხდება სპერმატოზოიდებთან, იღუპება ან უკუგანვითარებას განიცდის.

ლუთეინური ფაზა

ოვულაციის დროს, დომინანტი ფოლიკულის გასკდომის შედეგად წარმოიქმნება ყვითელი სხეული. ეს არის ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონებს, ძირითადად პროგესტერონს და გარკვეული რაოდენობთ ესტროგენს. აღნიშნული ჰორმონების მომატებული დონე იწვევს გასქელებული ენდომეტრიუმის შენარჩუნებას და მზაობას განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის (მიმაგრებისათვის)
როდესაც დგება ორსულობა, ქორიონის ბუსუსები, რაც შემდგომ ქმნის პლაცენტას, გამოიმუშავებს ჰორმონს- ადამიანის ქორიონალურ გონადოტროპინს. იზრდება სისხლში მისი დონე. ეს არის ზუსტად ის ჰორმონი, რომლის მეშვეობითაც ხდება ორსულობის დადგენა.
ყვითელი სხეული, ორსულობისას ინარჩუნებს საკუთარ ფუნციას მანამ სანამ არ ჩამოყალიბდება პლაცენტა, მას შემდეგ ხდება მისი უკუგანვითარება.
თუ ორსულობა არ დადგება, ხდება ყვითელი სხეულის რეზორბცია, უკუგანვითარება. ეს იწვევს სისხლში ესტროგენისა და პროგესტერონის დონე საგრძნობლად ქვეითდება, რის გამოც ხდება გასქელებული ენდომეტრიუმის ჩამოფრცქვნა, მენსტრუაცია.
ამ ფაზაში, როდესაც არ დგება ორსულობა, ქალს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი სიმპტომები:
(პრემენსტრუალური სინდრომი)

  • მუცლის შებერილობა
  • მასტალგია(მკერდის ტკივილი); შესიება ან ძუძუს დვრილების მგრძნობელობა.
  • ხასიათის ცვლილებები
  • ცეფალგია(თავის ტკივილი)
  • წონაში მატება
  • სექსუალური ცხოვრების დარღვევა
  • გაძლიერებული მადა
  • ძილის დარღვევა.

ლუთეინური ფაზა გრძელდება 11 დან 17 დღემდე. საშუალო ხანგრძლივობა- 14 დღე.

ის რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ!!!

ყველა ქალის მენსტრუალური ციკლი ინდივიდუალურია. ზოგიერთი ქალბატონის მენსტრუაცია იწყება 28- 30 დღეში ერთხელ; ზოგს აღენიშნება არარეგულარული მენსტრუალური ციკლი.
ქალბატონების გრკვეულ ნაწილს აღენიშნებათ სხვებთან შედარებით ჭარბი და ხანგრძლივი მენსტრუაცია.
მენსტრუალური ციკლი შესაძლოა შეიცვალოს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, მაგალითად შეიძლება გახდეს არარეგულარული, მანამ დადგება მენოპაუზა. (მენსტრუაციის არარსებობა)
არსებობს გზა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ დაადგინოთ გაქვთ თუ არა მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ყოველ თვე ჩაინიშნეთ მენსტრუაციის პირველი დღე, ხანგრძლივობა, სისხლიანი გამონადენის რაოდენობა, კლინიკური ნიშნები.

მებისმიერ მათგანს შეუძლია შეცვალოს თქვენი მენსტრუალური ციკლი:

  • ჩასახვის საწინააღმდეგო ორალური კონტრაცეპტივები- გარკვეულ მათგანს შეუძლია შეამციროს და მსუბუქი გახადოს მენსტრუალური გამონადენი. ზოგიერთი მათგანის მიღების პერიოდში ქალბატონი არ მენსტრუირებს. მენსრუალური გამონადენი იწყება მედიკამენტის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
  • ორსულობა- ორსულობის პერიოდში ქალბატონს არ აღენინება მენსრუაცია. მენსტრუაციის გადაცდენა არის სწორედ ის პირველი ნიშანი შესაძლო ორსულობისა.
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი- ამ დროს ჰორმონალური დისბალანსი იწვევს ნორმალურად ფოლიკულების მომწიფებისა და ოვულაციის დარღვევას, რის გამოც აღინიშნება არარეულარული მენსტრუალური ციკლი, გადაცდენის ეპიზოდებით.
  • საშვილოსნოს ფიბრომები- აღნიშნულ კეთილთვისებიან წანაზარდებს შეუძლიათ გამოიწვიონ ნორმასთან შედარებთ ხანგრძლივი და ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა.
  • კვების დარღვევა- ანორექსია, ბულიმია და სხვა კვების დარღვევები იწვევს მენსტრუალური ციკლის დისბალანსს და ამენორეას (მენსტრუაციის შეწყვეტას)

მენსტრუალური ციკლის დარღვევის სახეები რომლებიც შეიძლება თქვენ აღგენიშნებათ:

  • გაქვთ მენსტრუაციის გადაცდენები, ან უეცრად შეგიწყდათ მენსტრუაცია და 1 თვეზე მეტია არ გქონიათ სისხლიანი გამონადენი.
  • გაქვთ არარეგულარული მენსტრუაცია
  • მენსტრუალური გამონადენი გრძელდება 7 დღეზე მეტხანს
  • მენსტრუაციებს შორის დაწყების დრო არის 21 დღეზე ნაკლები ან 35 დღეზე მეტი.
  • გაქვთ მენსტრუაციებს შორის სისხლიანი გამონადენი.

თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა ტიპის მენსტრუალური ციკლის დარღვევა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგ გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგს.

Information for Egg Donors