საკვერცხის პოლიკისტოზი და კვერცხუჯრედის დონაცია

საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი, ანუ საკვერცხის პოლიკისტოზი, ქალის უშვილობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ეს სინდრომი მეტ-ნაკლები გამოხატულებით მსოფლიოში ქალების თითქმის 40%-ს აღენიშნება. საკვერცხის პოლიკისტოზის დიაგნოზის მქონე პაციენტებბს, როგორც წესი, უშუალოდ ჩასახვის პროცესთან დაკავშირებული პრობლემა არ აქვთ. მათ შემთხვევაში საკვერცხეში ფოლიკულის წარმოქმნისა და კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესია დარღვეული. კვერცხუჯრედის მომწიფების დარღვევას, როგორც წესი ჰორმონალური ბალანის დარღვევა განაპირობებს, კერძოდ კი ჰიპოფიზის ერთერთი ჰორმონის, ლუთეინ-მასტიმულირებელი ჰორმონის (LH) მომატებული რაოდენობა.

ძირითადი სიმპტომები

სიტყვა სინდრომი სიმპტომების ერთობლიობას ნიშნავს. საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომს რამდენიმე მკვერთრად გამოხატული, ძირითადი სიმპტომი ახასიათებს. ასეთი სიმპტომების რიცხს მიეკუთვნება:

მენსტრუაციული ციკლის დარღვევა: საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი არარეგულარული, ხანმოკლე ან მეტისმეტად ხანგრძლივი მენსტრუალური ციკლია. სწორედ ამიტომ, მენსტრუალური ციკლის ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში ამ დარღვევის მიზეზის გასარკვევად პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს. საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომს ასევე ახასიათებს ხანგრძლივი მენსტრუაცია და მენსტრუაციის პერიოდში შედარებით ძლიერი სისხლდენა.

ანდროგენების მომატებული კონცენტრაცია: ქალის ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონების (ანდროგენების) მომატება ქალისთვის უჩვეულო ადგილებში (მაგალითად, სახეზე, ზურგზე, მკლავებზე და ა.შ.) თმის ჭარბ ზრდას იწვევს. ამ დროს ასევე იკვეთება სხვა სიმპტომებიც, მაგალითად გამონაყარი სახეზე-აკნე, მამაკაცის ტიპის თმის ცვენა, ანუ ანდროგენური ალოპეცია. მსგავსი სიმპტომების მქონე პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ გინეკოლოგს.

საკვერცხეში მრავლობითი ცისტის არსებობა: საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის დროს საკვერცხე ზომაში მომატებულია. ეს მასში არსებული სითხით სავსე ბუშტების, ე.წ. მრავლობითი ცისტების არსებობით არის განპირობებული. აღნიშნული ცისტები კვერცხუჯრედის გარშემო განლაგდებიან და სწორედ ამ ცისტების გამო ირღვევა კვერცხუჯრედის ფუნქცია.

რა იწვევს საკვერცხის პოლიკისტოზურ სინდრომს?

საკვერცხის პოლიკისტოზის წარმოშობის მიზეზი ბოლომდე დადგენილი არ არის. არსებობს რამდენიმე თეორია, მაგალითად ერთ-ერთი თეორია მიიჩნევს, რომ ამ სინდრომის მიმართ განწყობა ქალს გენეტიკურად გადაეცემა, თუმცა სპეციფიური გენეტიკური მარკერები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. მეორე თეორია, ე.წ. ორი უჯრედის გონადოტროპული თეორია, საკვერცხის პოლიკისტოზის დროს არსებულ დარღვევებს უჯრედების ჰისტოლოგიური ცვლილების გამო გამოწვეულ ჰორმონალურ დისბალანსს მიაწერს. საკვერცხის პოლიკისტოზის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ჰიპერინსულინემიაც ითვლება. ჰიპერინსულინემია ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანის ორგანიზმშ ჭარბი რაოდენობით ინსულინი გამომუშავდება. ჭარბი ინსულინი კი, თავის მხრივ, ანდროგენების მომატებას ასტიმულირებს, რაც შედეგად ესტროგენების კონცენტრაციის დაქვეითებას იწვევს.

როგორც წესი, საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი გოგონებში ადრეულ ასაკში, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვლინდება, თუმცა დიაგნოზი მხოლოდ მაშინ ისმება, როდესაც ის უშვილობის პრობლემის წინაშე დგება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გოგონამ მენსტრუაციის კალენდარი იქონიოს და ციკლის პერიოდულობას თვალყური ადევნოს. ასეთი თვითდისციპლინა საკვერცხის პოლიკისტოზის ნაადრევ ეტაპზე გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა, ანუ იმ ეტაპზე, როდესაც სხვა სახის სიმპტომები ჯერ კიდევ არ გამომჟღავნებულა. მენსტრუაციის ციკლის მცირე დარღვევები გარკვეულ პირობებში ნორმად ითვლება, ამიტომ ხშირად საკვერცხის პოლიკისტოზის დიაგნოზი დაგვიანებით ისმება. ექიმთან დროული კონსულტაცია ამ პრობლემას ადვილად მოაგვარებს, რადგან სწორედ ექიმს შეუძლია, დაადგინოს, რამდენად ნორმის ფარგლებშია მენსტრუაციის ციკლის დარღვევა თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.

როდესაც საკვერცხის პოლიკისტოზის მქონე ქალი სქესობრივ ცხოვრებას იწყებს, მას უკვე უჭირს დაორსულება და იგებს, რომ მისი უშვილობის მიზეზი საკვერცხის პოლიკისტოზია. ინვიტრო-განაყოფიერების ტექნოლოგიები პოლიკისტოზით გამოწვეული უშვილობის მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა ასეთი დიაგნოზის დროს ქალებს ხშირად კვერცხუჯრედის დონორის გამოყენება უწევთ. ამ დროს შესაძლებელია, გაყინული კვერცხუჯრედის გამოყენებაც, რადგან ეს მეთოდი შედარებით იაფია. სამწუხაროდ, წყვილს ხშირად ჰგონია, რომ გაყინული კვერცხუჯრედი დაბალი ხარისხით გამოირჩევა. სინამდვილეში, ეს შეხედულება მცდარია. გაყინული კვერცხუჯრედის გამოყენება ინვიტრო-პროცედურის ფასს ამცირებს, რაც უშვილო წყვილისთვის დიდი შეღავათია.

საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი და ემბრიონის ხარისხი

ბუნებრივია, გაგიჩნდათ კითხვა, მოქმედებს თუ არა პოლიკისტოზი კვერცხუჯრედისა და ემბრიონის ხარისხზე? მოკლე და პირდაპირი პასუხია, დიახ, სამწუხაროდ, მოქმედებს!
ინვიტრო-განაყოფიერებით მკურნალობის დროს ზოგიერთი პაციენტი, რომელსაც პოლიკისტოზი აწუხებს, უზომოდ დიდი რაოდენობის მაგრამ, სამწუხაროდ, დაბალი ხარისხის კვერცხუჯრედებს გამოიმუშავებს, რომელბსაც განაყოფიერების ძალიან დაბალი პერსპექტივა გააჩნიათ. სწორედ ამიტომ ურჩევენ პოლიკოსტოზის მქონე ქალებს დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებას.
საბედნიეროდ, ინვიტრო-განაყოფიერების კლინიკებს კვერხუჯრედის დონორების საკმაოდ მდიდარი ბაზები გააჩნიათ. წყვილს ასევე შესაძლებლობა აქვს, საკუთარი დონორი დაიქირავოს.

კვერცხუჯრედის დონაცია

საკვერცხის პოლიკისტოზის მქონე პაციენტებს საკმაოდ ხშირად უწევთ კვერხუჯრედის დონაციის პროგრამის გამოყენება, რადგან მათთვის ხშირად ეს შვილის ყოლის ერთადერთი გზაა. საბედნიეროდ, ინვიტრო-განაყოფიერების თანამედროვე ტექნოლოგიები და კლინიკის პროგრამები ამის შესაძლებლობას იძლევა.

დონორობის კანდიდატი ქალი წინასწარ სამედიცინო შემოწმებას გადის კლინიკაში და დონორი მხოლოდ მას მერე ხდება, რაც ინვიტრო-კლინიკის საკმაოდ მკაცრ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ჩვენი კლინიკის დონორები არ მოიხმარენ თამბაქოს, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელები არიან და რეპროდუქციული ფუნქციის თვალსაზრისით ოპტიმალურ ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნებიან.
ამრიგად, ინვიტრო-კლინიკები პოლიკისტოზის მქონე ქალებს ყოველთვის საუკეთესო ხარისხის კვერცხუჯრედებს სთავაზობს.

ინვიტრო-კლინიკები, როგორც წესი აქტიურად თანამშრომლობენ კვერცხუჯრედის დონაციის სააგენტოებთან და სუროგაციის ცენტრებთან. უშვილო წყვილი მონაცემთა ბაზიდან თავად ირჩევს დონორს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უშვილო წყვილს შესაძლებლობა ეძლევა, პირადად გაესაუბრონ დონორს. თუკი წყვილი გაყინულ კვერცხუჯრედს ირჩევს, მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ დონორის მონაცემებს და კვერცხუჯრედის ხარისხის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, რომელიც თითოეულ გაყინულ (კრიოპრეზერვირებულ) კვერცხუჯრედს თან ერთვის.

უშვილო წყვილმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ გაყინული კვერცხუჯრედი არ არის „ნარჩენი“ და „ცუდი“ კვერცხუჯრედი. უბრალოდ საკვერცხის სტიმულაციის დროს იმაზე ბევრი კვერცხუჯრედი წარმოიქმნება, ვიდრე სინამდვილეში საჭიროა, ამიტომ მაღალი ხარისხის კვერცხუჯრედები, რომლებიც ვერ გამოიყენეს განაყოფიერებისთვის, კრიოპრეზერვაციის გზით იყინება და დონაციის პროგრამას გადაეცემა.

ჩვენი კლინიკის სპეციალისტებს კარგად ესმით, თუ რას განიცდის უშვილო წყვილო დონორის კვერცხუჯრედის გამოყენების გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამიტომ მაქსიმალურად ვეხმარებით ყველა ნიუანსში გარკვევასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.