ჩვენი ექიმები

ჩვენი ექიმები

ეკა ურუშაძე

კლინიკა ბეტაპლუსის დირექტორი, ექიმი

ეკამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და რეზიდენტურის გავლის შემდეგ გახდა ლიცენზირებული პედიატრი. მოგვიანებით მან ასევე გაიარა მაგისტრატურა ჯანდაცვის მენეჯმენტსა და ეკონომიკაში.

მისი პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე ეკა მუშაობდა მენეჯერულ პოზიციებზე პედიატრიულ კლინიკაში, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის პროექტში, თბილისის მერიაში და ასევე იყო მთაწმინდის პარკის დირექტორი.

ბეტაპლუსში ეკა ანხორციელებს კლინიკის მენეჯმენტს და ახდენს მონიტორინგს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისას როგორიცაა: ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, ხარისხის კონტროლი, მომსახურების სტანდარტების კონტროლი, ფინანსური ანალიზი და მენეჯმენტი.

როგორც ძალიან მზრუნველი და მაღალი ემფატიის მქონე ადამიანი, ეკასთვის თითოეული წარმატებული პაციენტი ძალიან ბევრს ნიშნავს.

თამთა ცაავა

ექსტრაკორპორული განაყოფიერების მთავარი ექიმი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი

+995 598355155

tamta@betaplusfertility.com

ქალბატონმა თამთამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი. მისი სამედიცინო კარიერა ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან დაიწყო. მან გაიარა მრავალი ტრენინგი და გააჩნია ექსტრაკორპორული განაყოფიერების სფეროში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება. ქალბატონი თამთას სპეციალიზაცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ქალთა და მამაკაცთა უშვილობა, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები მესამე პირთა ჩართულობით (კვერცხუჯრედის დონაცია და სუროგაცია), გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია, კონსერვატიული გინეკოლოგია, მენოპაუზა და პერიმენოპაუზა, კონტრაცეფცია, სპონტანური აბორტების რისკის მართვა და მკურნალობა.

პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობების მიმართ, მაღალი შრომისუნარიანობა, პრობლემის გადაჭრის და რისკების მართვის, ინფორმაციის მიწოდების გამორჩეული უნარები, ინტერპერსონალური ურთიერთობის ღია და სამართლიანი ფორმატი მასთან ურთიერთობას ყველა ასპექტში სასიამოვნოს და საიმედოს ხდის.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ია ხიზანიშვილი

ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი

ქალბატონმა იამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, მიღებული აქვს კვალიფიკაცია საქართველოსა და უკრაინაში.იგი მუშაობდა თბილისის ისეთ წამყვან კლინიკებში, როგორებიცაა: ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სამედიცინო ცენტრი ინოვა და გააჩნია ექსტრაკორპორული განაყოფიერების სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. ქალბატონი ია არის ESHRE-ევროპის რეპროდუქტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოებისა და ASRM-ამერიკის რეპროდუქციული საზოგადოების წევრი. გამოქვეყნებული აქვს 19 სამეცნიერო ნაშრომი, ასევე არის მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტის მონაწილე და ავტორი.
ქალბატონი იას სპეციალიზაცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ქალთა და მამაკაცთა უშვილობა, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები მესამე პირთა ჩართულობით (კვერცხუჯრედის დონაცია და სუროგაცია), გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია, კონსერვატიული გინეკოლოგია, კონტრაცეფცია, სპონტანური აბორტების რისკის მართვა და მკურნალობა.
ქ-ნი ია ცდილობს პირველივე კონსულტაცია იყოს მაქსიმალურად ინფორმაციული და მოსახერხებელი პაციენტისათვის, იქმნება ინდივიდუალური კვლევისა და მკურნალობის სქემა. მისი დამსახურებაა მრავალრიცხოვანი მადლიერი პაციენტების არსებობა.
სრულყოფილად ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ვალერი ტოკარევი

ემბრიოლოგი, PGD/ PGS სპეციალისტი

valeri@betaplusfertility.com

valeri@betaplusfertility.com

ბატონმა ვალერიმ დაამთავრა კიევის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი. იგი წარმატებით მუშაობს ემბრიოლოგიის დარგში 2010 წლიდან. იგი სპეციალიზირებულია ყველა თანამედროვე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებში, როგორიცაა ექსტრაკორპორული განაყოფიერება (IVF), სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია (ICSI), სპერმის ფიზიოლოგიური ინტრაციტოპლაზმური ინექცია (PICSI), მორფოლოგიურად შერჩეული სპერმატოზოიდების ინტრაციტოპლაზმური ინექცია (IMSI), ლაზერული ინკუბაცია, პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა (პგდ, PGD) სპერმის, კვერცხუჯრედების, ემბრიორნის ვიტრიფიკაცია (გაყინვა), ემბრიონების გადატანა. ბატონო ვალერი, პროფესიონალური უნარების დახვეწის მიზნით, ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და თანამშრომლობს ევროპელ ემბრიოლოგებთან.

იგი ხელმძღვანელობდა სამ ლაბორატორიას და მუშაობდა წამყვან ემბრიოლოგად უკრაინის ხელოვნური განაყოფიერების ცნობილ კლინიკებში. გარდა ამისა, მან გაიარა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კურსები „ მოთხოვნები ლაბორატორიის მიმართ ISO სტანდარტების მიხედვით, ISO 17025:2017“.

მას სწამს,რომ ემბრიოლოგიური ლაბორატორია – ეს არის ბავშვის პირველი აკვანი და შესაბამისად უბადლო უნდა იყოს!

ჟადირა შაგირი

ემბრიოლოგი

ჟადირამ დაამთავრა ყაზახეთის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის დამთავრებიდან იგი მალევე გაემგზავრა საფრანგეთში სადაც ის მუშაობდა ბიოლოგად ლაბორატორიაში, რომელიც კვლევებს აწარმოებდა პროტეინებზე.
საფრანგეთიდან ყაზახეთში დაბრუნების შემდეგ ჟაზირა მუშაობდა გენური ინჟინერიის ლაბორატორიაში უმცროსი მკვლევარის თანამდებობაზე, შემდეგ კი ეპიდემიოლოგიის ცენტრში ვიროლოგად. 2015 წლიდან ჟადირამ განაგრძო მუშაობა ემბრიოლოგად ხაზახეთის ინვიტრო განაყოფიერების კლინიკაში ხოლო 2018 წლიდან ჟადირა ჩვენი გუნდის წევრი გახდა.
როგორც მაღალი პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ადამიანი, ჟადირა წარმატებით უძღვება ყველა იმ პროცედურას რაც ჩვენს ლაბორატორიაში ტარდება. იგი ყოველთვის იღებს მაღალი ხარისხის ემბრიონებს და მზად არის რამოდენიმე საათი გაატაროს თითოეულ კვერცხუჯრედთან, რათა იმედგაცრუებული არ დატოვოს პაციენტი მიღებული ემბრიონების რაოდენობით. ჩვენს კლინიკაში არსებული ძალიან მაღალი წარმატების კოეფიციენტი, სწორედ ჩვენი ემბრიოლოგების, ჟადირასა და ვალერის დამსახურებაა.

ნათია დემეტრაძე

ექიმი, მეან – გინეკოლოგი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნათიამ დაიწყო სახელმწიფო სტაჟირება და გაიარა რეზიდენტურა მეანობა – გინეკოლოგიაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროგესიული განვითარების ინსტიტუტში.2010 წლიდან ნათია არის ლიცენზირებული მეან გინეკოლოლოგი და მუშაობდა სხვადასხვა კლინიკებში მეან გინეკოლოგად. ნათიამ გაიარა მრავალი ტრენინგი ისეთ სფეროებში როგორიცაა, კონსერვატიული გინეკოლოგია, ორსულობის მართვა და მკურნალობა, ონკო გინეკოლოგია , ლაპარასკოპიული ქირურგია.

თამარ ჩხაიძე

ექიმი რადიოლოგი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თამარმა გაიარა ინტერნატურა და სახელმწიფო სტაჟირება მეან გინეკოლოგიასა და რადიოლოგიაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში., რის შემდეგაც იგი არის ლიცენზირებული ექიმი მეან-გინეკოლოგი და რადიოლოგი. ქალბატონმა თამარმა პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა თბილისის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში: და გააჩნია რადიოლოგიაში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება.
კლინიკა ბეტაპლუს ფერტილიტიში თამარი განსაზღვრავს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ჩატარების  ტაქტიკას თითოეული პაციენტის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით; უზრუნველყოფს ორსული პაციენტების მონიტორინგს და გეგმიურ ექოსკოპიურ კვლევებს.
სრულყოფილად ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ნინო როსტიაშვილი

ექიმი რადიოლოგი

ნინომ წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, რის შემდეგაც დაიწყო სახელმწიფო სტაჟირება და გაიარა რეზიდენტურა რადიოლოგიაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროგესიული განვითარების ინსტიტუტში.
ნინო არის ლიცენზირებული ექიმი-რადიოლოგი და აქვს რადიოლოგიაში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება თბილისის სხვადასხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში.
კლინიკა ბეტაპლუს ფერტილიტიში ნინო უზრუნველყოფს ორსული პაციენტების მონიტორინგს და გეგმიურ ექოსკოპიურ კვლევებს.

მანანა ლიპარტელიანი

რადიოლოგის ასისტენტი

მანანამ წარმატებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2002 წლიდან მუშაობს ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში კომპიუტერის ოპერატორად რადიოლოგიის კაბინეტში.
მანანა ბეტა პლიუსში უზრუნველყოფს პაციენტების დოკუმენტაციის წარმოებას და ელექტრონულად მართვას, ექიმის მოთხოვნისამებრ საჭირო დოკუმენტაციის მოძიებას და მიწოდებას;დიაგნოზების ბეჭდვას, პაციენტების ინფორმირებას და მათ მომზადებას შემდგომი გამოკვლევებისათვის.
მანანა გამოირჩევა  გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარით, ასევე ორგანიზებულობის და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

სოფიო შარიქაძე

ადმინისტრაციული მენეჯერი

sophie@betaplusfertility.com

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სოფიომ განაგრძო სწავლა პოლიტიკის მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე ქ. რენის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საფრანგეთში. მან მოიპოვა განათლების საერთაშორისო ცენტრის სრული სტიპენდია, რომელიც საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობების დაფინანსებით შეიქმნა. სოფიოს აქვს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება ადმინისტრაციულ მენეჯმენტსა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროში.
როგორც ადმინისტრაციული მენეჯერი კლინიკა “ბეტა პლუს ფერტილიტიში“, სოფიოს ფუნქციაა პაციენტების დახვედრა, მათი  სამედიცინო ისტორიების გახსნა; იგი ასევე ახორციელებს სატელეფონო ზარების მონიტორინგს და უზრუნველყოფს პაციენტების ვიზიტს ექიმთან.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ანა მექვაბიძე

რადიოლოგის ასისტენტი

ანამ წარჩინებით დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის განხრით. 2005 წლიდან მუშაობს სამედიცინო სფეროში რადიოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.
ბეტა პლუსში ანა უზრუნველყოფს ექიმი რადიოლოგის  ასისტირებას კვლევის ჩატარების დროს; კვლევის ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადებას.
ანა მაღალკვალიფიციურად ასრულებს თავის მოვალეობას, მას ძალიან ეხმარება თავისი პროფესია პაციენტებთან ურთიერთობაში, თოთოეული პაციენტი მისგან გრძნობს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და რაც მასთან ურთიერთობას სასიამოვნოს და საიმედოს ხდის.

ელენე ჭეიშვილი

უმცროსი ექიმი

ელენემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც მან შეიძინა პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში ამერიკასა და გერმანიაში. სხვადასხვა დროს ის ასისტირებას უწევდა ექიმთა კვალიფიციურ გუნდს და აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო კვლევებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
ბეტა პლუსში ელენე მონაწილეობს უშვილობის დიაგნოსტიკაში, ავსებს სამედიცინო ისტორიებს, ახდენს პაციენტების კონსულტირებას და ამზადებს მათ საჭირო გამოკვლევებისათვის, ასევე ეხმარება ექიმებს სხვადასხვა ქირურგიული მანიპულაციების ჩატარებისას.

თამარ მუჩიაური

ფინანსური ადმინისტრატორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ თამარმა მოიპოვა მაგისტრის ხარისხი პროექტის მენეჯმენტში. თამარი მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში უფროსი მოლარეს პოზიციაზე,  სადაც მან დიდი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა ფინანსების მართვის მიმართულებით.
ბეტაპლუს ფერტილიტიში თამარის ფუნქციაა სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების მართვა, პაციენტების ასისტირება ფინანსურ საკითხებში, ყოველთვიური რეპორტების წარმოება.

სოფიო შარიქაძე

ადმინისტრაციული მენეჯერი



თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სოფიომ განაგრძო სწავლა პოლიტიკის მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე ქ. რენის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საფრანგეთში. მან მოიპოვა განათლების საერთაშორისო ცენტრის სრული სტიპენდია, რომელიც საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობების დაფინანსებით შეიქმნა. სოფიოს აქვს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება ადმინისტრაციულ მენეჯმენტსა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროში.
როგორც ადმინისტრაციული მენეჯერი კლინიკა “ბეტა პლუს ფერტილიტიში“, სოფიოს ფუნქციაა პაციენტების დახვედრა, მათი  სამედიცინო ისტორიების გახსნა; იგი ასევე ახორციელებს სატელეფონო ზარების მონიტორინგს და უზრუნველყოფს პაციენტების ვიზიტს ექიმთან.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ირმა წივწივაძე

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის ასისტენტი

ირმამ დაამთავრა თბილისის სავაჭრო-ეკონომიკური უნივერსიტეტი. 2016 წლიდან აქტიურად მუშაობს სამედიცინო სფეროში, რამდენიმე წელი მუშაობდა პირველადი ჯანდაცვის ცენტრში საყოველთაო დაზღვევის სპეციალისტის პოზიციაზე.
ბეტა პლიუსში ირმა აქტიურადაა ჩართული უშვილობის დიაგნოსტიკაში, ამოწმებს და ავსებს სამედიცინო ისტორიებს, ახდენს პაციენტების კონსულტირებას და ამზადებს მათ საჭირო გამოკვლევებისათვის. ირმას პაციენტები ახასიათებენ როგორც ძალიან მზრუნველ და მაღალი ემპათიის მქონე ადამიანს, რადგან იგი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ კლინიკა ბეტა პლიუსის თითოეული პაციენტი ჩვენგან კმაყოფილი და წარმატებული წავიდეს

ეკატერინე გაბაშვილი

უმცროსი ექიმი

ეკატერინემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და შეიძინა პრაქტიკული გამოცდილება თბილისის სხვადასხვა წამყვანი კლინიკებიდან.
ბეტა პლიუსში ეკატერინე აქტიურადაა ჩართული როგორც უშვილობის დიაგნოსტიკაში , ასევე ორსული პაციენტების მონიტორინგში.იგი ამოწმებს და ავსებს სამედიცინო ისტორიებს, ახდენს პაციენტების კონსულტირებას და ამზადებს პაციენტს საჭირო გამოკვლევებისათვის.
”ჩვენ მოხიბლული ვართ ეკატერინეს გულისხმიერი, თავდადებული, მეგობრული და კომპეტენტური დამოკიდებულებით” ამბობენ ჩვენი პაციენტები

ნინო ნაცვლიშვილი

ექიმი რადიოლოგი

ნინომ დაამთავრა სახელწმიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და რეზიდენტურა რადიოლოგიაში.
მას გავლილი აქვს ტრეინინგები სხვადასხვა ცნობილ კლინიკებში და აქვს 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება რადიოლოგიაში.
კლინიკა „ბეტა პლუს ფერტილიტიში“ ნინო ატარებს გეგმიურ ექოსკოპიურ კვლევებს.

ლელა ცალუღელაშვილი

უმცროსი ექიმი

ლელამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მან შეიძინა პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა წამყვან კლინიკებში, ასისტირებას უწევდა სხვადასხვა სფეროში ექიმთა კვალიფიციურ გუნდს და ასევე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საუნივერსიტეტო კვლევებში, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. ბეტა პლუსში ლელა აქტიურადაა ჩართული უშვილობის დიაგნოსტიკაში, ავსებს სამედიცინო ისტორიებს, ახდენს პაციენტების კონსულტირებას და ამზადებს მათ საჭირო გამოკვლევებისათვის, ასევე ასისტირებას უწევს ექიმებს სხვადასხვა ქირურგიული მანიპულაციების ჩატარებისას.

ქეთევან პაიკიძე

უმცროსი ექიმი

ქეთევანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გაიარა რეზიდენტურა მეანობა – გინეკოლოგიაში. ქეთევანმა პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა როგორც თბილისის, ასევე ”დსთ”-ს ქვეყნების სხვადასხვა წამყვან კლინიკებში.
ბეტა პლიუსში ქეთევანი აწარმოებს როგორც ორსული, ასევე გინეკოლოგიური და რეპროდუქციული დარღვევების მქონე პაციენტების მონიტორინგს, კონსულტირებას და ამზადებს მათ საჭირო გამოკვლევებისa და პროცედურებისათვის.

ლია მაცაბერიძე

ექსტრაკორპორული განაყოფიერების ექთანი

lia@betaplusfertility.com

ქალბატონი ლია – ექსტრაკორპორული განაყოფიერების სფეროს გამოცდილი ექთანია. იგი არც ისე დიდი ხანია რაც ჩვენი გუნდის წევრია. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი სერტიფიცირებული ექთანია. ხელოვნური განაყოფიერების კლინიკებში ექთნად მუშაობის მისი სტაჟი 14 წელს აღემატება. აქვს გადაუდებელი სამედიცინო ზრუნვის, პოსტ-მშობიარობის, მშობიარობაზე ზრუნვის გამოცდილება. ქალბატონი ლია ათ წელზე მეტი მუშაობდა ხელოვნური განაყოფიერების კლინიკაში Neoest ში.

„ეს საკმაოდ სტრესული პროცესია, რომელიც სავსეა დიდი მღელვარებით მშობლების მხრიდან. მე ვცდილობ სირთულეების შემცირებას, ხელს ვუწყობ მშობლების ინფორმირულობას. ეს ამცირებს მღელვარებას, რასაც საბოლოო ჯამში გაუმჯობესებულ შედეგებთან მივყავართ.“

ქალბატონი ლია – ძალიან მზრუნველი ადამიანია. მას მოსწონს პაციენტებზე ზრუნვა. იგი დადის მათთან სახლებში, მასტიმულირებელი ინექციების დროულად ჩატარებაზე მონიტორინგის განხორციელების და შესაბამისად რისკის თავიდან აცილების მიზნით.

ბრაიან იადენი (Brian Yaden)

უცხოელი პაციენტების კოორდინატორი

+17876792800

brian@betaplusfertility.com

ატონმა ბრაიანმა წარჩინებით დაამთავრა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 2010 წელს მან და მისმა ოჯახმა წამოიწყეს სუროგაციის საკუთარი გზა. ამ დროიდან, ბატონი ბრაიანი მოწვეული მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობს რეპროდუქტოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ მრავალ კონფერენციაში. ბ-ნი ბრაიანი თავად გახდა საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი ამ სფეროში. იგი ეხმარება სუროგაციის გზაზე მდგომ მრავალ ოჯახს, უწევს მათ კონსულტირებას და ეხმარება საერთაშორისო სუროგაციის საკითხებში გარკვევაში. 2014 წელს ბ-ნი ბრაიანის ცხოვრებაში ბედნიერი მოვლენა მოხდა. ტაილანდში, არაჩვეულებრივი სუროგატი დედის დახმარებით გაჩნდა მისი შვილი, პატრიცია. ბატონი ბრაიანი ჩვენი გუნდის ფასეული წევრია. იგი აშშ-ში კლინიკა ბეტა პლიუსის -ს ექსკლუზიური, უფლებამოსილი წარმომადგენელია.

ქეთევან შიოშვილი

ექთანის ასისტენტი

ქალბატონ ქეთევანს პაციენტებსა და ექთნებსა და ექიმებს შორის შუამავლის ფუნქცია აკისრია. იგი აღრიცხავს და გადასცემს სამედიცინო პერსონალს ყველა საკითხს. იგი მუშაობდა ექთანის ასისტენტად მრავალ კლინიკაში და გააჩნია სამედიცინო დახმარების სფეროში მუშაობის უდიდესი გამოცდილება.

ბეტა პლიუსში ქალბატონი ქეთევანი ახდენს სტერილიზაციას, იგი ალაგებს და ასუფთავებს, თვალს ადევნებს უსაფრთხოების ზომების და ჰიგიენის ნორმების სათანადო შესრულებას. ქალბატონი ქეთევანი არაჩვეულებრივი პიროვნებაა. იგი ყველას ღიმილით ეგებება და თითოეულ ადამიანს ასაჩუქრებს სითბოთი და გულწრფელი ზრუნვით.