სუროგაცია

სუროგაცია

სუროგაცია ხშირად ბოლო იმედია უშვილო წყვილებისთვის.სუროგაცია კანონიერია ევროპის მრავალ ქვეყანაში, კანადაში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, ყაზახეთში, სომხეთში და უკრაინაში. საბედნიეროდ, საქართველოს კანონმდებლობაც შესაძლებლობას გვაძლევს კანონიერ საფუძველზე მივაწოდოთ ჰეტეროსექსუალ ოჯახურ წყვილებს სუროგაციის სერვისები.

სუროგატ დედებზე ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის, მათი ყველა ფსიქოლოგიური და ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების წყალობით ჩვენ მივაღწიეთ სუროგაციის პროგრამების წარმატების მაღალ მაჩვენებელს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს შევთავაზოთ მშობლებს მათი პრობლემის გადაწყვეტა და დავეხმაროთ ბავშვის ყოლაში.

ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, გესტაციურ სუროგატ დედებს არ აქვთ არანაირი უფლება ბავშვზე, დაბადების შემდეგ. მოცემულობა, რომ მშობლები შეძლებენ ბავშვის სახლში წაყვანას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მათ სიმშვიდის შეგრძნებას ანიჭებს.

ჩვენი სუროგატი დედები

ჩვენ გვესმის, რომ სუროგატი დედის არჩევა ჩვენი ერთობლივი პროგრამის კრიტიკული კომპონენტია. თქვენ გსურთ თავი დაცულად იგრძნოთ! თქვენ გსურთ დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ თქვენი ოჯახისთვის! სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი მონაცემთა ბაზის ყველა სუროგატი დედა აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს.

Surrogacy in Georgia

ყველა ჩვენი სუროგატი დედა არის ახალგაზრდა და ჯანმრთელი. მათ აქვთ შემოწმებული სამედიცინო ისტორია. ყველა მათგანი ერთგულია წარმატებული, სრული ვადით ორსულობის ტარების იდეისადმი. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. თქვენ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ და პროგრამის დასრულებისას თქვენ გეყოლებათ ჯანმრთელი ბავშვი.

განსაკუთრებული ზრუნვა სუროგატ დედებზე

კლინიკ ბეტა პლიუსის გუნდი აცნობიერებს სუროგატი დედების განსაკუთრებულ როლს. ახალი სიცოცხლის მათი უანგარო ძღვენი იმსახურებს პატივისცემას და შესაბამის ზრუნვას. ჩვენი განუხრელი მიზანია სუროგატი დედების ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. პროგრამის ყველა ეტაპზე ჩვენ მათ გვერდით ვართ და ვთავაზობთ თანადგომასა და თანაგრძნობას. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ თქვენს მიერ შერჩეულმა სუროგატმა დედამ თქვენი პროგრამის მსვლელობისას თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოს.

წარმატების მაღალი მაჩვენებელი

ჩვენ დიდი სიამაყის გრძნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენს კლინიკაში დონაცია სუროგაციის პროგრამების წარმატების მაჩვენებელი 80 პროცენტია. ასეთი მაღალი მაჩვენებლის მიღწევა შესაძლებელი გახდა სუროგატი დედების მკაცრი სკრინიგნის მეშვეობით საგულდაგულო შერჩევის და თავდადებული პროფესიონალების მიერ განხორციელების შრომის წყალობით. ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად გავიაროთ ბავშვისკენ მიმავალი, სასიამოვნო მღელვარებით აღსავსე გზა და გამოგიწოდოთ დახმარების ხელი თქვენი სანუკვარი ოცნების განსახორციელებლად.