ბლოგი

რამდენად განსაზღვრავს კვერცხუჯრედების რაოდენობა მიღებული ემბრიონების რიცხვს: არსებობს თუ არა გარანტია ?

კვერცხუჯრედის მიღების პროცესთან დაკავშირებით უშვილო წყვილებს ყველაზე ხშირად აინტერესებთ ორი საკითხი: რამდენ კვეცხუჯრედსა და რამდენ ემბრიონს მივიღებთ ერთი პროცედურის შედეგად? მივიღებთ თუ არა ზუსტად იმდენივე რაოდენობის ემბრიონს, რამდენი კვერცხუჯრედიც გვქონდა? ამ კითხვებზე ყველაზე ზუსტი და დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემა მხოლოდ თქვენს ინვიტრო ექიმს შეუძლია, რადგან მან უკეთ იცის თქვენი ინდივიდუალური სიტუაცია და სპეციფიური ნიუანსები. ამ სტატიაში […]

განაგრძეთ კითხვა


„გოლფის ბურთის“ სინდრომი და ორსული პაციენტი

ნაყოფის განვითარების მონიტორინგის მიზნით ორსულ პაციენტს ყოველთვიურად გარკვეული სახის გამოკვლევები უტარდება. ნაყოფის მდგომარეობისა და განვითარების ხარისხის შესაფასებლად მთავარი მეთოდი ულტრაბგერითი ანუ ექოსკოპიური გამოკვლევაა. ამ სტატიაში გვსურს, წყვილის ყურადღება ექოსკოპიური ანგარიშის ერთ-ერთ სპეციფიურ პრობლემაზე გავამახვილოთ, რათა სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და ავარიდოთ ზედმეტი შფოთვა. ეს გახლავთ ეგრედ წოდებული „გოლფის ბურთის“ სინდრომი. „გოლფის ბურთი“ მცირე ზომის თეთრი ლაქაა, […]

განაგრძეთ კითხვა


რა ინფორმაცია გჭირდებათ საუკეთესო ინვიტრო-კლინიკის შესარჩევად

კლინიკის შერჩევის სტრატეგია გლობალიზაციის პროცესმა და ინტერნეტმა სრულიად შეცვალა სამყარო. თანამედროვე პირობებში ინფორმაცია სინათლის სიჩქარის ტემპით ვრცელდება სამყაროს ერთი ბოლოდან მეორეში. მაგალითად, ელექტრონული მედიის წყალობით ყოველთვის ვიცით, რა ხდება ჩვენს გარშემო და რა ხდება მსოფლიოში. დღეს ადამიანების უმრავლესობას ვერც კი წარმოუდგენია ცხოვრება ისეთი სოციალური ქსელების გარეშე, როგორიცაა, მაგალითად, „ფეისბუქი“ და „თვიტერი“. შესაბამისად, არც იმის გაგებაა […]

განაგრძეთ კითხვა


რა როლს ასრულებს ანტი-მიულერის ჰორმონის დონე ინვიტრო-განაყოფიერების წარმატებაში?

ჯანმრთელ ქალს საკვერცხეში კვერცხუჯრედები ბუნებრივად წარმოექმნება. ასაკის მატებასთან ერთად კვერცხუჯრედის ხარისხი და რაოდენობა კლებულობს. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჰორმონი, AMH ჰორმონი ჩვეულებრივი ცილის მოლეკულაა, რომელიც საკვერცხის ფოლიკულში მას მერე წარმოიქმნება, რაც კვერცხუჯრედი მემბრანით შემოისაზღვრება და ფოლიკულის განვითარება იწყება. AMH დონე ქალის სისხლში კვერცხუჯრედის გამომუშავების პოტენციალისა და ხარისხის შეფასების საუკეთესო ინდიკატორს წარმოადგენს. ქალის ორგანიზმში AMH-დონეზე მენსტრუალური […]

განაგრძეთ კითხვა


ნარცისიზმი და უშვილობა

ყოველდღიურობაში, ადამიანები ერთმანეთს ხშირად ხუმრობით ვუწოდებთ ხოლმე ნარცისს. ასე ვეხუმრებით იმ ახლობლებს, მეგობრებს თუ ნათესავებს, ვინც საკუთარ თავს გამორჩეულად ანებივრებს და მეტისმეტ ყურადღებას უთმობს. ხანდახან იმასაც ვხვდებით, რომ ზოგიერთი ადამიანი გადაჭარბებულად მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული, მაგრამ ამ ამბავს მაინცდამაინც არ ვუღრმავდებით. მოდით, დროებით დავივიწყოთ განმარტებები და საკმაოდ საინტერესო ფაქტი განვიხილოთ: ნარცისიზმი ფსიქოლოგიური აშლილობების რიცხვს მიეკუთვნება […]

განაგრძეთ კითხვა


რა შემთხვევაში ურჩევენ ქალს კვერცხუჯრედის გაყინვას?

დროის ცვლასა და ტექნოლოგიების განვითარებას საზოგადოების ცვლილებაც მოსდევს. თანამედროვე სამყაროში ქალები ბევრად უფრო მეტად ზრუნავენ საკუთარ კარიერულ, პროფესიონალურ თუ პიროვნულ განვითარებაზე. სწორედ ამ მიზეზის გამო ისინი უფრო გვიან ასაკში ქორწინდებიან, ვიდრე ამას წარსულში არსებული ქორწინების ასაკის სტანდარტი გულისხმობს. საქმით დაკავებულობის გარდა, ხშირად ქორწინების გადადება იმის გამოც ხდება, რომ ქალი ვერ პოულობს ისეთ შესაფერის პარტინიორს, რომელსაც […]

განაგრძეთ კითხვა


მითი და სინამდვილე: რა უნდა ვიცოდეთ პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოზისა და სკრინინგის შესახებ?

როცა საქმე პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოზისა (პიჯიდი) და სკრინინგის (პიჯიესი) ჩატარებას ეხება, გარშემო, როგორც წესი, უამრავი მრჩეველი ჩნდება: მეგობრები, ნათესავები, კოლეგები, უბრალოდ, ახლობლები. სამწუხაროდ, ვიდრე პაციენტი ბოლოსდაბოლოს ხვდება, რომ ამ საქმეში მისთვის ყველაზე მთავარი მრჩეველი მისი ექიმი ან კონსულტანტია, ამ დროისთვის მას უკვე უამრავი მცდარი და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია უგროვდება და სტრესში ვარდება. გარდა იმისა, რომ ასეთი […]

განაგრძეთ კითხვა


გენეტიკური დარღვევები და მამაკაცის უშვილობა

დამხმარე რეპროდუქტოლოგიის სფეროში ბოლო წლების მიღწევებმა რევოლუციური ცვლილება მოახდინა უშვილობის პრობლემის მიმართ მიდგომებში, მათ შორის, უშვილობის მიზეზის დადგენის პროცესის მართვაში. წლების მანძლზე, უშვილობის მიზეზის კვლევაში ყველაზე ნაკლებ შესწავლილ ასპექტს გენეტიკური დარღვევები წარმოადგენდა. დღეს უკვე სრულიად ნათელია, რომ უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის გენეტიკური დარღვევები. თანამედროვე კვლევების დახმარებით უშვილობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ქრომოსომული […]

განაგრძეთ კითხვა


რა არის ენდომეტრიოზი და რა ზეგავლენას ახდენს ინვიტრო განაყოფიერების წარმატებაზე?

ენდომეტრიოზის დროს ყველაზე მთავარი სიმპტომი მცირე მენჯის ღრუში ტკივილია. ეს ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება მენსტრუაციის პერიოდში. ქალების უმრავლესობისთვის საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა სპაზმური ტკივილები მენსტრუაციის პერიოდში, თუმცა ენდომეტრიოზის შემთხვევაში ტკივილი ბევრად უფრო ძლიერია. როგორც წესი, დროთა განმავლობაში მენსტრუაციის დროს განცდილი ტკივილი კიდევ უფრო მატულობს. ენდომეტრიოზის ზოგადი ნიშნები: მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა)-ენდომეტრიოზის შემთხვევაში მენსტრუაციის დროს მცირე მენჯის ღრუში ტკივილი […]

განაგრძეთ კითხვა


გუნება-განწყობის დარღვევა საკვერცხის სტიმულაციის პროცესში: როგორ გავუმკლავდეთ?

ხელოვნური, ანუ ინვიტრო განაყოფიერების, პროცედურის ყველაზე მნიშვნელოვანი, შრომატევადი და ხანგრძლივ ეტაპს საკვერცხის სტიმულაცია წარმოადგენს. როგორც წესი, მას წინ უსწრებს ეგრედ წოდებული ინდუქციის, ანუ სტიმულაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ინდუქციის დროს პაციენტს კონტრაცეპტიული პრეპარატი ენიშნება. ამ ჯგუფის პრეპარატები ორგანიზმში ნებისმიერ არასასურველ ჰორმონალურ პროცესს თრგუნავს. შეიძლება ითქვას, რომ ინდუქციის დროს საკვერცხეს ვასვენებთ და ასეთი მიდგომით ექიმს ინვიტროს ციკლის უკეთ […]

განაგრძეთ კითხვა