ბლოგი

ინვიტრო განაყოფიერება სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის

სიმსივნე და რეპროდუქციული ფუნქცია დღევანდელ დღეს სიმსივნე აღარ ითვლება დაუმარცხებელ დაავადებად. თანამედროვე მედიცინას სიმსივნის განკურნების ან ეფექტურად კონტროლის უამრავი ახალი მეთოდი გააჩნია. შვილოსნობის შენარჩუნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს აღელვებთ, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ეს დიაგნოზი ახალგაზრდა ასაკში დაუსვეს. შვილოსნობის შენარჩუნების თემა სწორედ ასეთი პაციენტებისთვის არის აქტუალური. საბედნიეროდ, შვილოსნობის შენარჩუნების უამრავი თანამდეროვე ტექნოლოგია […]

განაგრძეთ კითხვა


თქვენი ორსულობის ბეტა-ტესტის შედეგი დადებითია: რა უნდა იცოდეთ ამ ეტაპზე?

მომავალი დედა უზომო ბედნიერებასა და სიხარულს განიცდის როცა იგებს, რომ მისი ორსულობის ბეტა-ტესტის შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ამავე დროს, ეს ფაქტი მომლოდინე დედას და მის ექიმს უამრავ ახალ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას აკისრებს. ეს არის ყველაზე კრიტიკული მომენტი, როცა ქალმა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს, რათა ორსულობა სასურველ წარმატებულ შედეგამდე მიიყვანოს. ბეტა ტესტის შედეგი ჩვეულებრივი რიცხვის ფორმით […]

განაგრძეთ კითხვა


გაყინული ემბრიონით ინვიტრო-განაყოფიერების უპირატესობა და წარმატების მაჩვენებლები

ინვიტრო-განაყოფიერებით მკურნალობის არსი შემდეგში მდგომარეობს, იღებენ ქალის კვერცხუჯრედს და მას ლაბორატორიაში სპერმატოზოიდის ნიმუშით ანაყოფიერებენ. განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს გარკვეული დროის მანძილზე სპეციალურ ინკუბატორში ინახავენ, რათა უჯრედების გამრავლება და ემბრიონის ჩამოყალიბება მოხდეს. მიღებული ემბრიონი ქალის საშვილოსნოში გადააქვთ და წარმატებული ინპლანტაციის მერე ქალი ფეხმძიმდება. ინვიტრო-განაყოფიერების ციკლი საკვერცხის სტიმულაციით იწყება. სტიმულაციის მიზანი დიდი რაოდენობით კვერცხუჯრედების მიღებაა. ემბრიონის მისაღებად ყველაზე მაღალი […]

განაგრძეთ კითხვა


აზოსპერმიის დიაგნოზი და მკურნალობა

ტერმინი აზოსპერმია სპერმაში სპერმატოზოიდის არარსებობას ნიშნავს. აზოსპერმია მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევაა, რომელიც მამაკაცის უშვილობის ერთ-ერთ მიზეზს წარმოდგენს. აზოსპერმიის შემთხვევაში მამაკაცის სათესლე სითხე, ანუ სპერმა, სრულიად ნორმალურად გამოიყურება და ეაკულაციის პროცესიც სრულიად ჩვეულებრივად ხდება. მამაკაცს არ აღენიშნება არც აღგზნების ანუ ერექციის, არც სპერმის გამოყოფის, ანუ ეაკულაციის და არც ორგაზმის პროცესების რაიმე დარღვევა. აზოსპერმიის აღმოჩენა მხოლოდ ლაბორატორიაში […]

განაგრძეთ კითხვა


შიდსი და უშვილობა

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) მატარებელ პაციენტს თავისუფლად შეუძლია, რომ ბიოლოგიური შვილი იყოლიოს. მაღალგანვითარებული დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, თანამედროვე ლაბორატორიები და მკურნალობის ახალი, დახვეწილი მეთოდები ერთად აღებული პაციენტს შესაძლებლობას აძლევს, გახდეს მშობელი, მიუხედავად მისი აივ-სტატუსისა. ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ დროულად აღმოჩენის შემდეგ აივ საკმაოდ ადვილად მართვადი ინფექციაა. ამ ვირუსის საკონტროლოდ ანტირეტროვირუსული თერაპია გამოიყენება, რომლის პრეპარატები სულ უფრო […]

განაგრძეთ კითხვა


ორსულობის ტესტი და ინვიტრო განაყოფიერება

ბუნებრივია ინვიტრო განაყოფიერებისა და ემბრიონის გადატანის შემდეგ, ყველა პაციენტი მოუთმენლად ელის 12 დღის გასვლას, რათა გაიგოს დადგა თუ არა ნანატრი ორსულობა. როგორც წესი, ორსულობის დადგენა ინვიტრო პაციენტებში ბეტა ტესტის საშუალებით ხდება, რადგან შარდის ტესტი დადებით პასუხს ოვულაციიდან 6-8 დღის მერე იძლევა, თუმცა არც თუ ისე სანდოა. სისხლის ანალიზი ექიმის დანიშნულებით ტარდება და სრულიად ბუნებრივია, რომ […]

განაგრძეთ კითხვა


საკვერცხის პოლიკისტოზი და მისი მკურნალობა

რა არის საკვერცხის პოლიკისტოზი საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომი ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ქალს ორგანიზმში მომატებული რაოდენობით აღენიშნება მამაკაცის სასქესო ჰორმონი, ანდროგენი. ჰორმონალური დისბალანსის გამო საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის დროს ხშირად პაციენტს გარეგნული ცვილილებებიც აღინიშნება. ასევე პაციენტს დარღვეული აქვს საკვერცხის ფუნქცია და შესაბამისად მენსტრუაციის ციკლიც. საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომი ქალს სქესობრივი მომწიფების შემდეგ ნებისმიერ ასაკში შეიძლება განუვუთარდეს. ეს სინდრომი […]

განაგრძეთ კითხვა


საკვერცხის სტიმულაციის პროტოკოლები

ინვიტრო-განაყოფიერებით მკურნალობის დროს საკვერცხის სტიმულაციის ეტაპის ჩასატარებლად სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება. მეთოდს სპეციალისტი არჩევს და გადაწყვეტილების მიღება პაციენტის ასაკზე, ჰორმონალურ სტატუსზე, განაყოფიერების წინა ისტორიასა და სხვა უამრავ ფაქტორზე დაყრდნობით ხდება. ამ სტატიაში საკვერცხის სტიმულაციის ორ ძირითად პროტოკოლს განვიხილავთ: 1. მოკლე ანუ ანტაგონისტური პროტოკოლი, რომელიც გონადოტროპინ-მასტიმულირებელი ჰორმონის გამოყოფის დამთრგუნველი პრეპარატებით ტარდება. ანტაგონისტი არის ისეთი ნივთიერება, რომელიც ჰორმონის […]

განაგრძეთ კითხვა


აშერმანის სინდრომი

სამედიცინო პრაქტიკაში არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც ქალის უშვილობის მიზეზი აშერმანის სინდრომია. დიაგნოზის გაგების მომენტამდე ქალების უმრავლესობამ ამ სინდრომის არსებობის შესახებ არაფერი იცის. ეს ბლოგი დაგეხმარებათ აშერმანის სინდრომის შესახებ მთავარი ინფორმაციის მიღებაში, კერძოდ, აგიხსნით, რას ნიშნავს აშერმანის სინდრომი, რა იწვევს ამ მდგომარეობას, შესაძლებელია თუ არა მისი განკურნება, და ბოლოს, შეუძლია თუ არა შვილის ყოლა აშერმანის სინდრომის […]

განაგრძეთ კითხვა


კარიოტიპის ტესტის მნიშვნელობა ინვიტრო-განაყოფიერების პროგრამაში

გამოკვლევის ეს მეთოდი ინვიტრო-პროგრამის აუცილებელი, ანუ ბაზისური კვლევების რიცხვში არ შედის, მაგრამ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანია. გენეტიკური ტესტის შესახებ უამრავი მცდარი შეხედულება არსებობს, უფრო მეტიც, ბევრი ადამიანი ამ გამოკვლევას არაეთიკურად მიიჩნევს და თვლის, რომ ეს ანალიზი უარყოფით გავლენას ახდენს შობადობაზე. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რისთვის არის საჭირო გენეტიკური კვლევის ჩატარება და კარიოტიპის განსაზღვრა. კარიოტიპის განსაზღვრა […]

განაგრძეთ კითხვა