რამდენად განსაზღვრავს კვერცხუჯრედების რაოდენობა მიღებული ემბრიონების რიცხვს: არსებობს თუ არა გარანტია ?

კვერცხუჯრედის მიღების პროცესთან დაკავშირებით უშვილო წყვილებს ყველაზე ხშირად აინტერესებთ ორი საკითხი:

  • რამდენ კვეცხუჯრედსა და რამდენ ემბრიონს მივიღებთ ერთი პროცედურის შედეგად?
  • მივიღებთ თუ არა ზუსტად იმდენივე რაოდენობის ემბრიონს, რამდენი კვერცხუჯრედიც გვქონდა?

ამ კითხვებზე ყველაზე ზუსტი და დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემა მხოლოდ თქვენს ინვიტრო ექიმს შეუძლია, რადგან მან უკეთ იცის თქვენი ინდივიდუალური სიტუაცია და სპეციფიური ნიუანსები. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ პროცესის ზოგად თავისებურებებს და დეტალებს, რომელიც თქვენი ინდივიდუალური სიტუაციის რეალურად შეფასებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
მოკლედ პასუხი ზემოთ დასმულ ორივე შეკითხვაზე არის: არა! შეუძლებელია კვერცხუჯრედისა და ემბრიონის რაოდენობასთან და მათ ერთმანეთთან კორელაციაზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება და გარანტიის გაცემა. სამაგიეროდ, მზად ვართ აგიხსნათ პროცესის არსი და სამედიცონო ნიუანსები, რომელიც თქვენი მოლოდინების მართვაში დაგეხმარებათ.

კვეცხუჯრედის მიღება

მიღებული კვეცხუჯრედების რაოდენობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. როგორც წესი, წინასწარ 100% სიზუსტით შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა რეაქცია ექნება ქალის ორგანიზმს სტიმულაციაზე. არსებობს საკვერცხის სტიმულაციის რამდენიმე პროტოკოლი. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი პროტოკოლით მოხდება მოცემული პაციენტის სტიმულაცია, მხოლოდ ექიმი იღებს. ეს გადაწყვეტილება ანამნეზის და გამოკვლევის საკმაოდ სერიოზული ანალიზის შედეგად ყალიბდება. ალბათ, იცით, რომ სტიმულაციის მთავარი მიზანი მაქსიმალური რაოდენობის მაღალი ხარისხის კვეცხუჯრედის მიღებას წარმოადგენს.
ზოგიერთი ქალი სტიმულაციაზე კარგად რეაგირებს, ზოგის რეაქცია საშუალოა, ზოგის კი-სუსტი. შესაბამისად, მიღებული კვეერცხუჯრედების რაოდენობა სტიმულაციის რეაგირების ხარისხზე არის დამოკიდებული.
ჩვეულებრივ, როდესაც ქალს სტიმულაციზე კარგი რეაქცია აქვს, მაშინ მაღალი ხარისხის და მეტი რაოდენობით კვერცხუჯრედის მიღება ხდება. შესაბამისად, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სტიმულაციაზე მისი რეაქციის მიხედვით ექიმს შესაძლებლობა აქვს მიახლოებითი პროგნოზი გააკეთოს და განსაზღვროს სავარაუდოდ მისაღები კვერცხუჯრედების რაოდენობა.

განაყოფიერება

კვერცხუჯრედის მიღების შემდეგ მისი მომწიფება და ნაყოფიერება ლაბორატორიაში გრძელდება. ეს პროცესი ექიმი-ემბრიოლოგის უშუალო დაკვირვების ქვეშ ხორციელდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა კვერცხუჯრედს განაყოფიერების სხვადასხვა ალბათობის ხარისხი გააჩნია. განაყოფიერების ალბათობის ხარისხი შემდეგ ფაქტორებზე არის დამოკიდებული:

  • კვერცხუჯრედების რაოდენობა
  • სპერმატოზოიდების ხარისხი
  • კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის ურთიერთქმედების ხასიათი

დადგენილია გარკვეული სახის პროპორციული დამოკიდებულება დედის ასაკს, ემბრიონის სავარაუდო რაოდენობასა და მის სავარაუდო ხარისხს შორის. ქალის ასაკის მატებასთან ერთად მისი საკვერცხის მიერ გამომუშავებული კვერცხუჯრედების რაოდენობა და ხარისხი თანდათან ქვეითდება.
რასაკვირველია, დიდი რაოდენობით კვერცხუჯრედების მიღება წარმატების უფრო მაღალ ალბათობას ნიშნავს და შესაბამისად, მიღებული ემბრიონების უფრო მეტ რაოდენობას. გახსოვდეთ, რომ ამ პროცესში არ არსებობს არანაირი გარანტია და წინასწარი ზუსტი პროგრნოზი, რადგან პროცესზე ძალიან ბევრი სხვადასხვა ფაქტორი ზემოქმედებს. ნებისმიერი პროგნოზი, რომელსაც ამ პროცესის დასრულებამდე მიიღებთ არის მხოლოდ სავარაუდო და არა 100%-ით ზუსტი.
კვერცხუჯრედების მიღებისა და განაყოფიერების შემდეგ ხდება მათი ხარისხის მიხედვით დაჯგუფება. იმპლანტაციის მიზნით, როგორც წესი, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ემბრიონების, ბლასტოციტების გამოყენება ხდება, რადგან ასეთ შემთხვევაში წარმატების ალბათობაც შედარებოთ მაღალია.