წარმოიდგნეთ ასეთი სიტუაცია: 52 წლის ასაკის ქალი პირველად მოგვმართავს დახმარების თხოვნით და ჩვენს კლინიკაში პირველად ვიზიტზე ეწერება. ტელეფონით საუბრისას მან გვითხრა, რომ ‘ჰორმონების ანალიზის’ გაკეთება სურს. პირადი შეხვედრის შემდეგ ვიგებთ, რომ მას კვლავ აქვს მენსტრუალური ციკლი, თუმცა უკვე შედარებით არარეგულარული და ხანდახან საკმაოდ უხვი გამონადენიც აღენიშნება. პერიოდულად ‘ალებიც’ აქვს, მაგრამ ეს არც თუ ისე აწუხებს. მუდმივად აღენიშნება ძლიერი სისუსტე და დაღლილობის შეგრძნება, მიუხედავად იმისა, რომ თავი ოპტიმისტურად უჭირავს და ცდილობს, საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთოს. პაციენტი ამჩნევს, რომ თმა თანდათან უთხელდება და რამდენიმე კილოგრამიც მოემატა, რაც ძირითადად მუცლის არეში და წელის გარშემო დეტყო.პაციენტი ამბობს, რომ გვიანობამდე იშვიათად იძინებს, უძილობაც აწუხებს და ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მას ლიბიდო (სექსუალური ლტოლვა) თანდათან დაუქვეითდა.იმის საფუძველზე, რაც მოვისმინეთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქალბატონისთვის ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუმცა ისიც გვესმით, რომ მხოლოდ ინტუიციას ვერ ვენდობით და აუცილებლად უნდა შეამოწმოთ მისი ჰორმონალური სტატუსი. როგორ შეიძლება შევაფასოთ პაციენტი ქალის მიმდინარე ჰორმონალური სტატუსი და როგორ დავაკვირდეთ რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია მისთვის დანიშნული ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია?
ადრე ყველა ჰორმონის ანალიზი, ტრადიციულად, სისხლის შრატში ხდებოდა. დღეს ლაბორატორიული ტესტების შესაძლებლობები გაფართოვდა და ანალიზის ჩატარება ასევე ნერწყვის და შარდის საშუალებითაც გახდა შესაძლებელი. ჰორმონების ანალიზის თითოეულ მეთოდოლოგიას თავისი უპირატესობა და შეზღუდვები გააჩნია, ამიტომ მათი სწორად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ თქვენთვის საჭირო სრული ინფორმაციის მისიღებად საჭირო ხდება რამდენიმე ტესტის კომბინაციის გამოყენება.
შრატის ანალიზი ჰორმონებზე დიდი ხანია ტრადიციული მედიცინის მიერ ჰორმონების გაზომვის სტანდარტად არის აღიარებული. ამ ანალიზის უპირატესობა ის გახლავთ, რომ ადვილია მასალის-სისხლის აღება და პაციენტის მონაწილეობა პროცესში ნაკლებად ხდება საჭირო. გარდა ამისა, ანალიზის პასუხის საინტერპრეტაციო ნიშნულებიც საკმაოდ კარგად არის განსაზღვრული. აი, მაგალითად, სისხლის გამოყენება იდეალურია ისეთი პეპტიდური ჰორმონების გაზომვისას, როგორიცაა ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონი (FSH), მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH), პროლაქტინი, ინსულინი უზმოზე და თიროიდული ჰორმონები, მათ შორის T3-ის რეზერვი და თიროიდული ანტისხეულები. სისხლის შრატში იზომება აგრეთვე სასქესო ჰორმონის საშენი-მასალა გლობულინი (SHBG), და შედარებით იშვიათად -კორტიზოლის საშენი-მასალა გლობულინი (CBG).
უნდა აღინიშნოს, რომ სასქესო ჰორმონების გაზომვისას სისხლის შრატი ნაკლებად გამოყენებადი მასალაა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: სისხლის შრატში ვერ ხერხდება უმეტესი სქესობრივი ჰორმონების თავისუფალი და შეკავშირებული ფორმების გარჩევა. ასე რომ, მაგალითად, ესტრადიოლის, ესტრონის, ესტრიოლის და პროგესტერონის მხოლოდ საერთო რაოდენობა დგინდება და მათი თავისუფალი რაოდენობის განსაზღვრა ვერ ხერხდება. შესაბამისად, ასეთმა ანალიზმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს და გვაფიქრებინოს, რომ ჰორმონების დონე ნორმალური ან მომატებულია, სინამდვილეში, კი არ ვიცით, როგორია შეკავშირებული ჰორმონის ხვედრითი წილი საერთო რაოდენობაში. შესაბამისად, ასეთი ანალიზის პასუხის საფუძველზე შეიძლება ვიფიქროთ, რომ პაციენტის ჰორმონების დონე ნორმალურია, სინამდვილეში კი ეს ასე არ იყოს, რადგან ნორმაში საერთო რაოდენობაა და არა თავისუფალი. ასეთი ‘ნორმის’ დროს, შესაძლებელია, რომ პაციენტი ჰორმონების ფუნქციონალურ დეფიციტს განიცდიდეს, ანალიზის შედეგით კი ეს არ ჩანდეს. გამონაკლისს მხოლოდ ტესტოსტერონი წარმოადგენს, შრატში შესაძლებელი მისი როგორც საერთო, ასევე თავისუფალი რაოდენობის განსაზღვრა, შესაბამისად, ტესტოსტერონის დონის შესაფასებლად შრატის ანალიზი სრულიად საკმარისია.
სისხლის შრატში ჰორმონის რაოდენობის განსაზღვრისას კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. როგორც წესი, ადამიანის ორგანიზმში ჰორმონების გამომუშავება დღე-ღამის განმავლობაში ეტაპობრივად მიმდინარეობს და მათი სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადატყორცნა იმპულსიურად ხდება. შესაბამისად, ანალიზის პასუხი ვერასოდეს გვეტყვის, რომელი მომენტი გვაქვს დაჭერილი: პიკის, მინიმუმის თუ სადღაც შუაში. ეს თავისებურება მკურნალობის შედეგების მონიტორინგსაც ართულებს, და მონაცემების შედარებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის (მაგალითად, იმიტომ, რომ ერთ დღეს შეიძლება, პიკის დონე დაფიქსირდეს ანალიზის პასუხში, მეორე დღეს კი მინიმუმი, ამ ორი მონაცემის შედარება კი ინფორმატიულად სრულიად გამოუსადეგარია).
ესტრადიოლი(E2) ქალის სასქესო ჰორმონია, რომელიც ყველაზე ხშირად სწორედ შრატში იზომება. ესტრონის (E1) გაზომვაც საკმაოდ ბევრ ლაბორატორიაში ტარდება. შრატში ესტრიოლის (E3) გაზომვა კი ნაკლებ პოპულარულია. სინამდვილეში, E3 ძალიან მნიშვნელოვანი ესტროგენია, რომელსაც დამცავი ხასიათი აქვს. ის ესტროგენის ბეტა-რეცეპტორს (ERb) უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ უჯრედების დიფერენციაციის პროცესზე ახდენს გავლენას.
პერორალურად მიღებული პროგესტერონის შრატში მონიტორინგიც საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ტრანსდერმალურ პროგესტერონს შეუძლია, შრატში პროგესტერონის დონეზე სტატისტიკურად სარწმუნო გავლენა მოახდინოს, თუმცა ეს განსხვავების ხარისხი რიცხვობრივად შეიძლება უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს. ასეთმა ანალიზმა შესაძლებელია, ექიმი შეცდომაში შეიყვანოს, ან ზედოზირებისკენ უბიძგოს, ან სწორი თერაპიული დოზის შერჩევის შესაძლებლობა შეუზღუდოს.
და ბოლოს, შრატში ჰორმონების განსაზღვრა არ გვაძლევს სწორ ინფორმაციას ესტროგენების, ანდროგენების და ადრენალური მეტაბოლიტების ზუსტი რაოდენობის შესახებ. არადა დასახელებული ჰორმონების ზუსტი რაოდენობის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი ექიმისთვის, რადგან ეს ცოდნა მას მკურნალობის ვარიანტებიდან ყველაზე სწორის შერჩევის საფუძველს უქმნის.
ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ნერწვის ანალიზი მედიცინის პრაქტიკოსების წრეებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. ნეწყვის ანალიზის მთავარი უპირატესობა მისი არაინვაზიური ხასიათია. ამ მიზეზის გამო, მისი ჩატარება სრულიად ხელმისაწვდომია არა მარტო ექიმებისთვის, არამედ ისეთი პრაქტიკოსებითვის, როგორიც არიან ნატუროპათები, ქიროპრაქტიკოსები და აკუპუნქტურის სპეციალისტები (რომლებაც, მაგ აშშ-ში, შეიძლება არ ქონდეთ სისხლის აღებისა და ანალიზის ჩატარების ლიცენზირება). ნერწყვის ანალიზის ჩატარებისას სრულიად შესაძლებელია, ნიმუში დღის ან თუნდაც თვის განმავლობაში რამდენიმეჯერ ჩატარდეს და ამ გზით უფრო ნათელი გახადოს ჰორმონის ცვლილების დონის ნორმიდან გადახრები (მაგ. შემოკლებული ლუთეალური ფაზა).
ნერწყვის ანალიზი საუკეთესო მეთოდია მენსტრუალური ციკლის მქონე ქალის ორგანიზმში ესტროგენისა და პროგესტერონის დონეებისა და მათი ბალანსის დასადგენად. მეთოდი ასევე წარმატებით გამოიყენება კორტიზოლის სეკრეციის ნიმუშის შეფასებისას, რადგან მეთოდი შესაძლებლობას გვაძლევს, ნერწყვის ნიმუში დღისა და ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ავიღოთ. ნერწყვში კარგად იზომება თავისუფალი ჰორმონის დონე და ამ მეთოდის მოქნილობის წყალობით პაციენტის ჰორმონალური სტატუსის შეფასებისთვის ბევრად ზუსტ მონაცემს ვიღებთ, ვიდრე შრატის ანალიზის შემთხვევაში.
ბოლო წლებში, ნერწყვის ჰორმონული ანალიზი განსაკუთრებული წარმატებით ორსულობის შემთხვევაში გამოიყენება: ნერწყვში ესტრიოლის დონის ნახტომი მშობიარობის დაწყებამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე აღინიშნება. შესაბამისად, ამ მეთოდის საშალებით ნაადრევი მშობიარობის რისკის დადგენა შეგვიძლია.
ნერწყვის აღების პროცესსაც აქვს გარკვეული სირთულეები, მაგალითად, მაშინ, როდესაც პაციენტს ნერწყვის სეკრეცია გართულებული აქვს. გარდა ამისა, შესაძლებელია, პაციენტისთვის რთული აღმოჩნდეს ზოგიერთი იმ აკრძალვების დაცვა, რომელიც მასალის სწორად აღებისთვის აუცილებელია. მაგალითად,. საკვებსა და სასმელთან დაკავშირებული შეზრუდვა, საღეჭი რეზინის გამოყენების, მაკიაჟის, კბილის გამოხეხვის რეჟმის დაცვა. კბილის გახეხვის დროს მირებულმა მიკრო-დაზიანებამ (როცა სისხლის ნიშნები თვალით უხილავია) შეიძლება ნერწყვში ტესტოსტერონის დონის მატება გამოიწვიოს გახეხვიდან დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
ნეერწყვის ანალიზი სტეროიდული ჰორმონების შეფასებისთვისაც გამოიყენება. თუმცა ნერწყვში ვერ ისაზღვრება ისეთი პეპტიდური ჰორმონები, როგორიცაა ზრდის და თიროიდული ჰორმონები.
ლაბორატორიების უმრავლეობა ნერწყვით განსაზღვრავს ესტრადიოლის, ესტრონის და ესტრიოლის, პროგესტერონის, ტესტოსტერონის, DHEA-ს (დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატის) და კორტიზოლის რაოდენობებს. ნერწყვში არ განისაზღვრება სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიტები, რაც ამ მეთოდის ერთ-ერთ შეზღუდვად შეიძლება ჩაითვალოს.
ნერწყვში ჰორმონის მაჩვენებლებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეგზოგენური ჰორმონები. კერძოდ, ტრანსდერმალური პროგესტერონისა და ტესტოსტერონის გავლენით შესაძლებელია მივიღოთ ჰორმონის ე.წ. სუპრა-ფიზიოლოგიური დონე. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეგზოგენური ჰორმონების გავლენა მხოლოდ ნერწყვში ანალიზზე არ ვრცელდება და გარკვეულწილად ყველა ანალიზის შედეგზე ახდენს გავლენას. ამ მიზეზის გამო, ანალიზისთვის ნიმუშის აღებამდე პაციენტებს ურჩევენ, რომ 12-36 საათით ადრე შეწყვიტონ ჰორმონის მიღება (ზუსტი დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რომელ ჰორმონს იღებს პაციენტი). სწორედ ამიტომ არის ჰორმონალური თერაპიის მონიტორინგი ძალიან რთული საქმე. ესტროგენი, მაგალითად, სისტემიდან სრულიად გამოირეცხება 20 საათის განმავლობაში, ხოლო მიღებიდან 12 საათის შემდეგ მისი კონცენტრაცია მკვეთრად ეცემა.
ჰორმონების განსაზღვრის მიზნით ნერწყვის ნიმუშის აღების პრიცედურა, ისევე როგორც სისხლის აღება, ერთსა და იმავე დროს ტარდება. კორტიზოლის რაოდენობის განსაზღვრისას ანალიზის ნიმუშის აღება სხვადასხვა დროსაც შეიძლება, სასქესო ჰორმონების განსაზღვრისას ნიმუშის აღება , როგორც წესი, დილით ხდება. თუმცა ისევე როგორც სისხლის ანალიზის დროს, ნიმუშის ერთსა და იმავე დროს აღება არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ აუცილებლად ‘დავიჭერთ’ ჰორმონის გამოყოფის ციკლის ერთსა და იმავე მომენტებს, მაგალითად, პიკს ან მინიმუმს. ამრიგად, მონაცემთა შედარებასა და მონიტორინგის სირთულესთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც შრატის ანალიზის ქვეთავში აღვწერეთ, ნერწყვით ანალიზის მეთოდის დროსაც ძალაში რჩება.
კლინიკურ პრაქტიკაში ჰორმონების შარდში განსაზღვრა კლინიკოსების მიერ შედარებით ნაკლებად გამოიყენება, ვიდრე შრატის და ნერწყვის ანალიზები. 24-საათის განმავლობაში დაგროვებული შარდის ანალიზი გამოიყენება იმ ჰორმონების რაოდენობის განსაზღვრისთვის, რომლებიც ღამით, ღრმა ძილის დროს გამოიყოფა, მაგალითად, ზრდის ჰორმონი და მელატონინი. შარდის ანალიზი ასევე ყველაზე ეკონომიური და სანდო მეთოდია სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიტების შესაფასებლად. შარდში ჰორმონების განსაზღვრის მეთოდი პირველად 1980 წელს დოქტორმა ჯონათან ვრაითმა შემოიღო და მას მერე ეს მეთოდი პრაქტიკოსი სპეციალისტების წრეში სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს.
უნდა აღინიშნოს, რომ შარდში ჰორმონების განსაზღვრასაც თავისი სპეციფიკა აქვს და ეს მეთოდი ყველა ჰორმონისთვის და ყველა სიტუაციაში თანაბრად ღირებული არ არის. მაგალითად, ანალიზისთვის ნიმუშის ერთჯერადად აღების შემთხვევაში ვერ ხერხდება ჰორმონის სეკრეციის ინდივიდუალური სხვაობების დაფიქსირება. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ პაციენტებს, ვისაც მუშაობის და, შესაბამისად, ჰორმონების გამოყოფის სპეციფიური ნიმუში აღენიშნებათ (მაგ. ღამის ცვლის მუშაკებს). სამაგიეროდ შარდის 24-საათიანი ნიმუში შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს ჰორმონის დღიური სეკრეცია. ეს მეთოდი ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე ნიმუშის ერთჯერადი აღების შემთხვევაში, რომელიც შესაძლებელია პიკის ან მინიმუმის დონეებს დაემთხვეს და შესაბამისად, პაციენტის ჰორმონულ სტატუსზე მცდარი სურათი შეგვიქმნას.
შარდში ჰორმონის განსაზღვრის მეთოდები არამარტო აღების წესით, არამედ ტექნიკური თავისებურებებითაც განსხვავდება. მაგალითად, ურთულესი მეთოდი, გაზის ქრომატოგრაფია(GC) მასის სპექტრომეტრიასთან (MS) კომბინაციაში ყველაზე ეფექტურ ტექნოლოგიებად არის მიჩნეული.
შარდის ჰორმონული ანალიზი თავისუფალი ჰორმონის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა, რაც საკმაოდ ზუსტ ინფორამციას აძლევს ექიმს. კლინიკურმა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ 24-საათიანი შარდის ჰორმონული ტესტი საკმაოდ ზუსტია და სრულ კორელაციაში აღმოჩნდა პაციენტის კლინიკურ სიმპტომებთან, რომელიც კითხვარების საშუალებით დაფიქსირდა. ანალიზის ამ მეთოდის საშუალებით უფრო ადვილია მკურნალობის შედეგების შეფასებაც.
შარდის 24-საათიანი ანალიზის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰორმონების მეტაბოლიტების განსაზღვრის უნარია. ეს ანალიზი განსაკუთრებით ღირებულია, როდესაც ეგზოგენური ესტროგენით მკურნალობის ადექვატურობის და უსაფრთხოების, ასევე როცა ადრენალური ფუნქციის შეფასება გვჭირდება. ცნობილია, რომ ესტროგენის ზოგიერთი მეტაბოლიტები ე.წ კარგი ესტროგენებია, და მათ დამცავი მოქმედება აქვთ ესტროგენ-მგრძნობიარე ქსოვილებზე. სხვა მეტაბოლიტებს კი შეიძლება კარცეროგენული მოქმედებაც ჰქონდეთ.
ამრიგად, ესტროგენის მეტაბოლიტების გაზომვის მეთოდებს ამ ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 2012-2013 წლებში „შემთხვევა-კონტროლის“ მეთოდით ჩატარებული პროსპექტიული(სამომავლო) და რეტროსპექტიული კვლევებით დაადგინა, რომ არსებობს სტატისტიკურად სარწმუნო ურთიერთდამოკიდებულება ესტროგენის მეტაბოლიტების 2-ჰიდროქსილაციური მეტაბოლური გზისა და ძუძუს კიბოს რისკს შორის. აღნიშნული კვლევები პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ იმ ქალებზე იყო ფოკუსირებული, რომლებიც ჰორმონ-ჩანაცვლებით თერაპიას არ იტარებდნენ. დღემდე არ არსებობს კვლევები, რომლებიც ესტროგენის მეტაბოლიტების რაოდენობას ჰორმონ-ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ ქალებში შეისწავლიდა, თუმცა ასეთი კვლევის შედეგებიც ერთობ საინტერესო იქნებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ესტროგენის მეტაბოლიზმი საკმაოდ დინამიური და არასტაბილური პროცესია, რომელზეც გავლენის მოხდენა საკმაოდ ადვილად შეუძლიათ ისეთ აბებს, როგორიცაა დიინდომეთამინი (DIM), ინდოლ-3-კარბინოლი (I3C), მეთილირებული B-ჯგუფის ვიტამინები და მაგნიუმი. კლინიცისტისთვის, რომლის მიზანია პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ამავე დროს მისი დაცვა მედიკამენტის მავნე ქმედებისგან, ძალიან მნიშვნელოვანია დამცავი და მავნე ესტროგენების ბალანსისა და მკურნალობის ეფექტურობის შეფასების შესაძლებლობა. 24-საათიანი შარდის ანალიზით იზომება ღვიძლში ესტროგენის მეტაბოლიტები როგორც პირველი, ასევე მეორე ფაზის დროს. ამრიგად, ეს ანალიზი ღვიძლის ფუნქციასაც აფასებს და მკურნალობის შერჩევაშიც გვიწევს დახმარებას.
24-საათიანი შრდის ჰორმონული ანალიზი თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შეფასების შესაძლებლობასაც გვაძლევს. DHEA და კორტიზოლის მაჩვენებლებლებთან ერთად, ანალიზი ასევე გვიჩვენებს კორტიზონის რაოდენობას( კორტიზონი კორტიზოლის მარაგის ფორმაა) და ასევე კორტიზონისა და კორტიზოლის სხვადასხვა მეტაბოლიტებს, ალდესტერონს და სხვა მინერალკორტიკოიდებს. აღნიშნული მეტაბოლიტების გაზომვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრესის ქვეშ მყოფ პაციენტებში, რომლებსაც ნორმალური ან მომატებული კორტიზოლის დონე აღენიშნებათ. კორტიზოლის და კორტიზონის მეტაბოლიტები გვიჩვენებს კორტიზოლის დღიური პროდუქციის დაქვეითებას, რაც თავის მხრივ ადრენალური ფუნქციის დეფიციტზე მიუთითებს. კორტიზონისა და კორტიზოლის თანაფარდობა და მინერალკორტიკოიდების რაოდენობა ადრენალური ფუნქციის შეფასების მნიშვნელოვანი ინდიკატორებია. მინერალკორტიკოიდების დაქვეითებული რაოდენობა ქრონიკული ადრენალური უკმარისობის მაჩვენებელია და მკურნალობის პროცესში თირკმელზედა ჯირკვლის აღდგენის მონიტორინგში უმნიშვნელოვანესი მარკერია.
24-საათიანი შარდის ჰორმონულმა ანალიზმა, შესაძლებელია, არაზუსტი პასუხი მოგვცეს ღვიძლის და თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში. ანალიზის შედეგზე გავლენის მოხდენა ასევ შეუძლია დეჰიდრატაციას და სითხის ჭარბ მიღებას. ისევე როგორც სხვა ტესტებში, არა-ბიო-იდენტური ჰორმონების ნიშნების (non-bio-identical hormone substances) აღმოჩენა ვერ ხერხდება.
24-საათიანი შარდის ანალიზი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რათა კორტიზოლის დღიური რაოდენობა ზუსტად შევაფასოთ. თუმცა, კლინიკური დაკვირვების მიხედვით კორტიზოლისა და კოტიზონის მომატებული დონე 24-საათიან შარდის ანალიზში შესაძლებელია ღამის განმავლობაში კორტიზოლის რაოდენობის ნახტომისებურ მომატებას უკავშირდებოდეს. ამის გამო ზოგიერთი კლინიცისტი ანალიზის მიზანშეწონილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, 24-საათიან შარდში ჰორმონის ანალიზი საკმაოდ უხვ ინფორმაციას გვაძლევს, და რომ ნებისმიერ მეთოდს აქვს თავისი შეზღუუდვა და სუსტი მხარე. კარგ ლაბორატორიას ყოველთვის ყავს კლინიკური გამოცდილების მქონე ექსპერტები, რომლებიც ექიმებს ანალიზიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოღებაში ეხმარებიან.
ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს თეორიულ პაციენტ ქალბატონს. როგორი იქნება საუკეთესო სამკურნალო სქემა მისთვის? მოდით, გავიხსენოთ მისი სიმპტომები და დიფერენციულ დიაგნოსტიკას შევუდგეთ. ასაკი-52 წელი, არარეგულარული და ხანდახან უხვი მენსტრუალური გამონადენი, მსუბუქი ალები, გათხელებული თმა, და წონის მატება წელის მიდამოში. აწუხებს დაღლილობის შეგრძნება და გადაწვის სინდრომი. აქვს დაკავებული და სავარაუდოდ სტრესით სავსე ცხოვრება, არასაკმარისად სძინავს, და თანდათან კარგავს სექსუალურ ლტოლვას. ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება ძუძუს კიბოს და ოსტეოპოროზის მომატებული რისკი. ექიმისთვის ბოლო რამდენიმე წელია არ მიუმართავს, რადგან თავს კარგად გრძნობდა.
ამრიგად, წელის და მუცლის მიდამოში წონის მატების გამო მიზანშეწონილია დადგინდეს პაციენტის ინსულინრეზისტენტულობის დონე. მოცემული პაციენტის შემთხვევაში ჰორმონული ფუნქციის ყველაზე სრული შეფასების მიზნით შემდეგი მეთოდების კომბინაციის გამოყენებაა მიზანშეწონილი: 24 საათიანი შარდის ღრმა ჰორმონული პროფილი, ნერწყვის 4 ჯერად ნიმუშში კორტიზოლის ანალიზი, შრატში თიროიდული სპექტრი, ასევე E 2, თავისუფალი ტესტოსტერონი, DHEA, პროგესტერონი, პროლაქტინი, ვიტამინი D, 17ON Prog. დიფერენციალური დიაგნოზის მიზნით დამატებით მიზანშეწონილია აგრეთვე სისხლის საერთო ანალიზი, რკინა შრატში, ფერიტინი, სრული რკინის შებოჭვის უნარი (TIBC), და ასევე მეტაბოლიზმის მაჩვენებლები: Hgb1C, უზმოზე ინსულინი და დენსიტომეტრია (baseline DEXA მეთოდით).
ამრიგად, შრატში, ნერწყვსა და შარდში არსებული ჰორმონების რაოდენობა საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის პაციენტის ჰორმონალური სტატუსის შესახებ. თითოეულ ანალიზს კლინიკური თვალსაზრისით გარკვეული ძლიერი და სუსტი მხარეები ახასიათებს, ამიტომ ზოგ შემთხვევაში მიზანშეწონილია ანალიზის მეთოდოლოგიების კომბინაციურად გამოყენება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეთოდების კომბინაცია ხშირად ფინანსურ (სადაზღვევო) სირთულეებს უკავშირედება და შესაძლებელია, პრაქტიკულად მიზანშეწონილი არ იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ლაბორატორიული კვლევის სწორად შერჩეული სერია კლინიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მკურნალობის ვარიანტებიდან ყველაზე ოპტიმალურის შერჩევაში გვეხმარება.